ინდოევროპული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი შეცვლა: ang:Indo-Europisc sprǣchīred
რობოტი დამატება: lij:Lengue indoeuropee
ხაზი 87: ხაზი 87:
[[kw:Yethow Eyndo-Europek]]
[[kw:Yethow Eyndo-Europek]]
[[la:Linguae Indoeuropaeae]]
[[la:Linguae Indoeuropaeae]]
[[lij:Lengue indoeuropee]]
[[lt:Indoeuropiečių kalbos]]
[[lt:Indoeuropiečių kalbos]]
[[lv:Indoeiropieši]]
[[lv:Indoeiropieši]]

00:20, 5 აგვისტო 2007-ის ვერსია

ინდოევროპული ენები - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენათა ოჯახი. ისინი წარმოდგენილი არიან დედამიწის ყველა კონტინენტზე. ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 2,5 მილიარდს აღემატება. ინდოევროპულ ენებს მიეკუთვნება 400-ზე მეტი ენა, რომელთაგან ქვემოთ ჩამოთვლილი 9 ენა 100 მილიონზე მეტ მოლაპარაკეს ითვლის. ესენია: ბენგალური, გერმანული, ესპანური, ინგლისური, პორტუგალიური, რუსული, სპარსული, ფრანგული, ჰინდი.


ისტორია

ინდოევროპული ენები წარმოსდგებიან ერთი საერთო წინარე ენისაგან, რომელთა მატარებელნი ცხოვრობდნენ 8-10 ათასი წლის წინ. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა ამ ენის წარმოშობის ადგილის შესახებ - ასახელებენ აღმოსავლეთ ევროპას, წინა აზიას, სხვა რაიონებს ევროპისა და აზიის შესაყართან. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, წინარე ინდოევროპული ენა დაახლოებით 8 ათასი წლის გამოეყო ხეთურ ენას, რომელიც გავრცელებული იყო მცირე აზიაში.


სტრუქტურა

ინდოევროპულ ენებს ტრადიციულად 10 დიდ ჯგუფად ყოფენ. აქ წარმოდგენილია ეს ჯგუფები დალაგებული ისტორიული რიგით, მათი პირველი დამოწმების შესაბამისად:


  • ბერძნული ენა - ფრაგმენტული ჩანაწერები მიკენურისა გვხვდება ძვ. წ. მე-14 ს-დან. ჰომეროსი თარიღდება ძვ. წ. მე-8 ს-ით. ამჟამად წარმოდგენილია ერთი ენით.
  • სომხური ენა - დამოწმებულია მე-5 საუკუნიდან. წარმოდგენილია ერთი ენით.
  • ტოხარული ენები - დამოწმებულია მე-6 საუკუნიდან, ტოხარელების ენა ორი დიალექტით. ამჟამად მკვდარი ენაა.


გარდა აქ ჩამოთვლილი ენებისა, ინდოევროპულ ენებად მიიჩნევა რიგი მკვდარი ენებისა, რომლებიც ნაკლებად არიან შესწავლილი. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ილირიული, მესაპური, ფრიგიული, თრაკიული, ძველი მაკედონური, დაკური და სხვა.

თარგი:Link FA