საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Undo revision 274953 by 212.7.30.92 (Talk)
რობოტი დამატება: lij:Geòrgia (stato), nah:Georgitlān
ხაზი 370: ხაზი 370:
[[lb:Georgien]]
[[lb:Georgien]]
[[li:Georgië]]
[[li:Georgië]]
[[lij:Geòrgia (stato)]]
[[lt:Gruzija]]
[[lt:Gruzija]]
[[lv:Gruzija]]
[[lv:Gruzija]]
ხაზი 376: ხაზი 377:
[[ms:Georgia (negara)]]
[[ms:Georgia (negara)]]
[[na:Georgia]]
[[na:Georgia]]
[[nah:Georgitlān]]
[[nds:Georgien]]
[[nds:Georgien]]
[[nl:Georgië]]
[[nl:Georgië]]

23:42, 4 აგვისტო 2007-ის ვერსია

საქართველო
{{{link alias-s}}}
ჰიმნი: თავისუფლება
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
თბილისი
41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. / 41.717° ჩ. გ. 44.783° ა. გ. / 41.717; 44.783
ოფიციალური ენა ქართული1
მთავრობა რესპუბლიკა
ფართობი
 -  სულ 69 700 კმ2 (121-ე)
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 4 661 4732 (117-ე)
 -  სიმჭიდროვე 64 ად. კაცი/კმ2 (129-ე)
ვალუტა ლარი3 (GEL)
დროის სარტყელი CET+0400
ქვეყნის კოდი GEO
Internet TLD .ge
სატელეფონო კოდი 995

1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.
2მოსახლეობის რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს.
3აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.

საქართველო — ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში დაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ არლიანსში გაწევრიანებას.


სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება "საქართველო" მომდინარეობს "ქართ" ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს "ქართუ, კარდუ, ხალდუ"-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა "საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად", 1990-1995 წლებში - "საქართველოს რესპუბლიკა"-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია - GE.

გეოგრაფია

საქართველოს რუკა

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთით – სომხეთი და თურქეთი.

  • ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ.კმ-ს, საზღვრების სიგრძე - 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო - 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო - 310 კმ.
  • ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია - სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი - შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა - 16%, საძოვრები - 25%, ტყეები - 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
  • ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

სახელმწიფო


საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად ითვლება. მთავრობის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრემიერ–მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (235 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

  • ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები - თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი;
კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე კობა დავითაშვილი;
ლეიბორისტული პარტია - თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა "ახალი მემარჯვენეები" - თავმჯდომარე დავით გამყრელიძე;
პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" - თავმჯდომარე კონსტანტინე ზ. გამსახურდია;
პოლიტიკური მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - თავმჯდომარე გოგი თოფაძე
პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს გზა" - თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს რესპუბლიკური პარტია - თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი;

ტერიტორიული მოწყობა


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, აგრეთვე 53 რაიონი, 6 საქალაქო ტერიტორია და დედაქალაქი თბილისია, რომლებიც გაერთიანებული არიან მხარეებში. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.


მხარე/ავტონომიური რესპუბლიკა ფართობი (კმ2) მოსახლეობა ადმ. ცენტრი
თბილისი 1.277 1.240.000 თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 8.700 517.500 სოხუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2.900 376.000 ბათუმი
გურიის მხარე 2.033 143.400 ოზურგეთი
იმერეთის მხარე 6.552 700.000 ქუთაისი
კახეთის მხარე 11.310 407.200 თელავი
მცხეთა-მთიანეთის მხარე 6.785 125.400 მცხეთა
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე 4.954 51.000 ამბროლაური
სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე 7.441 466.100 ზუგდიდი
სამცხე-ჯავახეთის მხარე 6.413 207.600 ახალციხე
ქვემო ქართლის მხარე 6.528 497.500 რუსთავი
შიდა ქართლის მხარე 4.807 314.000 გორი

დემოგრაფია

თბილისი 1990-იან წლებში

2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.


  • რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები - 84.00%, მუსლიმანები - 9.9%, სომეხი გრიგორიანელები - 3.9%, კათოლიკეები - 0.8%, იუდეველები - 0,1% და სხვები.

კულტურა

შოთა რუსთაველი
  • არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;
  • ლიტერატურა: ქართული ეპოსი - ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).
  • თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
  • კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

განათლება

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:

განათლების დაფინანსების მოქმედი სახელმწიფო და ალტერნატიული პროგრამები:

ეკონომიკა

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18%), თურქეთი (14%), აზერბაიჯანი (12%) და აშშ (6%). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე - 860 $. • ვალუტა - ქართული ლარი (GEL).

დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები

საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის - პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან - დღემდე, საქართველოს საბანკო - საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:

დაზღვევის სისტემა:

სახელმწიფო ინსტიტუტები:

ენერგო-რესურსები


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


შეიარაღებული ძალები

1998 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 20000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (12600), სამხედრო-საჰაერო ძალები (3000), სამხედრო-საზღვაო ძალები (2000). რეზერვში ირიცხებოდა 250000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 80-მდე ტანკი, 111 საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 100-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული ჭურვი და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო რაკეტო კომპლექსი, 17 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 22 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით–სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2005 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 550 მლნ. ლარი.


უახლესი ისტორია

დამოუკიდებლობის აღდგენა

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939-1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა", დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: "გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი". იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

სამხედრო გადატრიალება

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე.წ. "სახელმწიფო საბჭო"-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა.შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989-1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.

შევარდნაძის გადაყენება

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ტოტალურმა გაყალბებამ გამოიწვია საერთო-სახალხო მღელვარება, რაც დაგვირგვინდა 2003 წლის 23 ნოემბრის მშვიდობიანი, უსისხლო რევოლუციით, რომელიც საქართველოს "ვარდების რევოლუციის" სახელით არის ცნობილი. ამით დასრულდა ე. შევარდნაძის რეჟიმის 12-წლიანი ბატონობა. სრულად იქნა რეაბილიტირებული პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

ქართული რესურსები ინტერნეტში

სქოლიო


თარგი:Link FA თარგი:Link FA

sx:Gruzija