ჰავანა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: is:Havana
რობოტი დამატება: lij:L'Avann-a
ხაზი 84: ხაზი 84:
[[la:Avana]]
[[la:Avana]]
[[lb:Havanna]]
[[lb:Havanna]]
[[lij:L'Avann-a]]
[[lt:Havana]]
[[lt:Havana]]
[[lv:Havana]]
[[lv:Havana]]

22:04, 4 აგვისტო 2007-ის ვერსია

ჰავანის გერბი
ჰავანის გერბი
ფაილი:Havananasa.jpg
ჰავანა კოსმოსიდან
ჰავანის კაპიტოლიუმი
სან იგნასიოს ეკლესია

ჰავანა (სრული სახ. ესპ. San Cristóbal de La Habana) -- კუბის დედაქალაქი და 2.2 მილიონიანი მოსახლეობით უდიდესი ქალაქია კარიბეთში. მდებარეობს 23°8′N 82°23′W კოორდინატთა გადაკვეთაზე.

ისტორია

ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო დე ბატაბანიოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.

ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ეპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.

ჰავანა პირატთა ხშირი თავდასხმების მსხვერპლი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს, ხოლო 1538 წელს კი ერთიანად გადაწვეს. შვიდწლიანი ომის დროს 1762 წელს ბრიტანელებმა ესპანელებს ქალაქი წაართვეს და პორტი თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნეს, შემოიყვანეს რა ათასობით აფრიკელი მონა. ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანელებმა ქალაქი ფლორიდაზე გაცვალეს. ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს.

1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.

ღირსშესანიშნაობები

  • მალეკონი (Malecón) - სანაპირო გამზირი ქალაქის გალავნის გასწვრივ ჰავანას ჩრდილოეთში.
  • ლა პუნტა - პრადოს გამზირის დასაწყისი, ანუ პასეო დელ პრადო. ეს არის პრადოსა და მალეკონის გამზირების გადაკვეთა.
  • ლა რამპა - 23-ე გამზირის სეგმენტი კალე ლ-დან (ლ ქუჩა) მალეკონამდე სადაც ქალაქის ძირითადი ღამის გასართობი დაწესებულებები მდებარეობს (კლუბები, კინოთეატრები, სასტუმროები, ბარები, ა.შ.). ტერასებად დაყოფილი დაქანების წყალობით წარმტაცი ხედია ზღვაზე.
  • ხაკომინო - სან მიგელის გზის ნაწილი ვირგენ დელ კამინოსა და სიუდად მარ-ს შორის (დასავლეთ-აღმოსავლეთი), და გარდიოლასა და ლა ფერნანდას შორის (ჩრდილოეთ-სამხრეთი). სამი ძირითადი ქუჩაა სანტა ემილია, კალზადა და ბელტრანი.
  • ჰავანის უნივერსიტეტი - დაარსდა ორასი წლის წინ და კუბის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია.
  • ძველ ჰავანაში დიდი რაოდენობით ესპანური კოლონიური არქიტექტურის ნიმუშია შემონახული და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

საძმობილებული ქალაქები

ხედები

რესურსები ინტერნეტში