პალიასტომი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
გასწორდა თანმიმდევრობა |
მ removed Category:ფოთი using HotCat |
||
ხაზი 55: | ხაზი 55: | ||
[[კატეგორია:სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტბები]] |
[[კატეგორია:სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტბები]] |
||
[[კატეგორია:ფოთი]] |
08:00, 17 ოქტომბერი 2014-ის ვერსია
პალიასტომი | |
---|---|
კოორდინატები: 42°07′30″ ჩ. გ. 41°43′47″ ა. გ. / 42.12500° ჩ. გ. 41.72972° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
სიმაღლე ზღვის დონიდან | — 0.3 მ |
ფართობი | 18,2 კმ² |
მოცულობა | 52 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,2 მ |
აუზის ფართობი | 547 კმ² |
პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.
1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
სხვადასხვა
- პალიასტომის ტბის შესახება დაწერილია ეგნატე ნინოშვილის 1891 წლის მოთხრობა „პალიასტომის ტბა“
- ამავე მოთხრობის მიხედვით 1963 წელს გადაღებულია ფილმი პალიასტომი
გალერეა
-
პალიასტომის ტბაზე
-
პალიასტომის რელიქტური ტყეები
-
პალიასტომის ტბის რუკა
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 652.