ემბიენტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შესწორდა ბმული
ხაზი 15: ხაზი 15:
}}
}}


'''ემბიენტი''' ({{lang-en|ambient}} „გარემომცველი“) — მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს, რომელთა შორის არის [[ჯაზი]], [[ნიუ-ჯაზი]], [[ელექტრონული მუსიკა]], [[როკი]], [[რეგი]], [[თანამედროვე აკადემიური მუსიკა]], [[ეთნომუსიკა]] და [[ნოიზი]].
'''ემბიენტი''' ({{lang-en|ambient}} „გარემომცველი“) — მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს, რომელთა შორის არის [[ჯაზი]], [[ნიუ-ჯაზი]], [[ელექტრონული მუსიკა]], [[როკ-მუსიკა|როკი]], [[რეგი]], [[თანამედროვე აკადემიური მუსიკა]], [[ეთნომუსიკა]] და [[ნოიზი]].


== ისტორია ==
== ისტორია ==

20:08, 25 სექტემბერი 2014-ის ვერსია

ემბიენტი (ინგლ. ambient „გარემომცველი“) — მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს, რომელთა შორის არის ჯაზი, ნიუ-ჯაზი, ელექტრონული მუსიკა, როკი, რეგი, თანამედროვე აკადემიური მუსიკა, ეთნომუსიკა და ნოიზი.

ისტორია

XX საუკუნის ადრეულ პერიოდში ფრანგმა კომპოზიტორმა ერიკ სატიმ შექმნა ემბიენტის ადრეული ფორმა, რომელიც მან მოიხსენია, როგორც „ავეჯის მუსიკა“ (ინგლ. „furniture music“, ფრანგ. „Musique d'ameublement“), რადგან იგი თვლიდა, რომ ეს არის მუსიკა, რომლის გაჟღერებაც სადილის დროს შეიძლებოდა. სატიე თვლიდა, რომ იგი ქმნიდა შესაფერის ატმოსფეროს სადილობისთვის და ნაკლებად იქცევდა ყურადღებას.

ხმაურის (ხმის), როგორც მუსიკალური ელემენტის გამოყენება, სათავეს იღებს იტალიელი ფუტურისტის ლუიჯი რუსოლოს მანიფესტში „ხმაურის ხელოვნება“ (1913). მანიფესტის შთაგონების წყარო კომპოზიტორ ბალილა პრატელას ნაშრომები იყო.

„ემბიენტი“, როგორც მუსიკალური მიმდინარეობის აღმნიშვნელი ტერმინი, გამოჩნდა XX საუკუნის 70-იან წლებში. ითვლება, რომ მუსიკაში ეს ტერმინი ბრაიან ინოუმ შემოიტანა. თუმცა, მან უბრალოდ ეს ტერმინი თავისი პირველი ალბომის სახელწოდებისთვის გამოიყება — Ambient #1 / Music for Airports. დროთა განმავლობაში სახელწოდება გადავიდა თავად მუსილაკურ სტილზე. ლეგენდის თანახმად, მუსიკალური მიმდინარეობის წარმოშობის იდეა, რომელსაც დღესდღეობით ემბიენტს უწოდებენ, ბრაიანს წარმოეშვა მაშინ, როდესაც იგი საავადმყოფოში იწვა. საქმის უქონლობის გამო, იგი უსმენდა და აკვირდებოდა ქუჩიდან შემოსულ ხმებს, რომლებშიც მან მუსიკა და რეგულარობა შეიგრძნო.

ემბიენტის ორი სახე არსებობს: კლასიკური და ელექტრონული. კლასიკური ემბიენტის მაგალითია ბრაიან ინოუს შემოქმედება, რომელიც იყენებდა მისი ცხოვრების გარემომცველ ხმებს და აკუსტიკურ ინსტრუმენტებს.

დღესდღეობით გავრცელებულია ელექტრონული ემბიენტი - მშვიდი მუსიკის, შორეული ხმების და რევერბერაციის სინთეზი, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული რიტმი. თუმცა, ძალიან ბევრი ელექტრონული ემბიენტის შემსრულებელი (მაგალითად, The Orb), თავის შემოქმედებაში იყენებს კლასიკური ემბიენტის ელემენტებს, როგორიცაა გარემომცველი ხმები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მიუხედავად იმისა, რომ დროუნ-მუსიკა ემბიენტის ქვეჟანრის სახით არის ცნობილი, მისმა ადრეულმა მაგალითებმა გავლენა იქონიეს ემბიენტზე