არაბთა გაერთიანებული საამიროები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 176: ხაზი 176:


== მემკვიდრეობა ==
== მემკვიდრეობა ==

== სქოლიო ==
{{სქოლიო}}


{{აზიის ქვეყნები}}
{{აზიის ქვეყნები}}

10:54, 16 სექტემბერი 2014-ის ვერსია

ტერმინს „არაბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არაბეთი.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
الإمارات العربيّة المتّحدة
ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროების
დროშა გერბი
დევიზი: „ღმერთი, ერი, პრეზიდენტი“
ჰიმნი: იში ბილადი
არაბთა გაერთიანებული საამიროების მდებარეობა
დედაქალაქიაბუ-ზაბი
22°47′ ჩ. გ. 54°37′ ა. გ. / 22.783° ჩ. გ. 54.617° ა. გ. / 22.783; 54.617
უდიდესი ქალაქი დუბაი
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა ფედერალური კონსტიტუციური მონარქია
 -  პრეზიდენტი ხალიფა ალ ნაჰაიანი
 -  პრემიერ - მინისტრი მოჰამედ ალ მაკტუმი
ფართობი
 -  სულ 83,600 კმ2 (115-ე)
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 4,496,000 (113-ე)
 -  2006 აღწერა 4,588,697 
 -  სიმჭიდროვე 64 ად კაცი/კმ2 (143-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $159.3 მილიარდი (54-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $35,516 (მე-16)
აგი (2007) 0.868 (მაღალი) (39-ე)
ვალუტა არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი (AED)
დროის სარტყელი (UTC +4სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +4სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი ARE
Internet TLD .ae
სატელეფონო კოდი 971

არაბთა გაერთიანებული საამიროები (არაბ. الإمارات العربيّة المتّحدة), შემოკლებით საამიროებიმონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთი, კატარი და ომანი. საამიროები დაარსებულ იქნა 1972 წლის 2 დეკემბერს როდესაც ბრიტანეთის პროტექტორატი დამთავრდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.

სახელწოდება

  • ოფიციალური : არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ეროვნული : الإمارات العربيّة المتّحد (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)

გეოგრაფია

ხედი სატელიტიდან

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კატარი, საუდის არაბეთი, ომანი.

  • ფართობი : 83.600 კმ².
  • უმაღლესი წერტილი : ჰაჯარის მთები
  • ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხობრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.
  • კლიმატი : საამიროები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.
  • აბუ დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
მაქსიმალური 24 °C 25 °C 29 °C 34 °C 38 °C 40 °C 41 °C 42 °C 40 °C 36 °C 30 °C 26 °C
მინიმალური 14 °C 15 °C 17 °C 21 °C 24 °C 26 °C 29 °C 30 °C 27 °C 23 °C 19 °C 16 °C

ბუნება

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორია გადაჭიმულია სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ 600 კმ-ზე. ნაპირები უმთავრესად დაბალია შიგ შეჭრილი წყალმარჩხი ყურეებით. სანაპიროს გასწვრივ ბევრი კუნძულია, დიდ მანძილზე გასდევს მარჯნის რიფები. ჭარბობს ქვიშიანი და მლაშობიანი უდაბნო ვაკეები, დასავლეთით - ქვიანი უდაბნოები. აღმოსავლეთით ომანის მთების ტოტებია. მუდმივი მდინარეები არაა.

სახელმწიფო

ფედერაციული ინსტიტუტები

უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ-ზაბის შეიხეის ალ-ნაჰიანებს გადაეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაის და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. საამიროების ყველა საამიროში მოქმედებს აგრეთვე ისლამური სამართალი.

7 საამირო

საამირო დროშა ფართობი
კმ2
მთლიანი ფართობის
პროცენტული წილი
მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის
პროცენტული წილი
მმართველი
აბუ დაბის საამირო 67 340 86,7 % 1 548 655 31,2 % შეიხი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი
(2004 წლიდან)
აჯმანის საამირო 259 0,3 % 372 923 7,5 % შეიხი ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ-ნუაიმი
(1981 წლიდან)
დუბაის საამირო 3 885 5 % 1 770 533 35,6 % შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი
(2006 წლიდან)
რას ალ-ხაიმას საამირო 1 684 2,2 % 171 903 3,4 % შეიხი საქრ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი
(1948 წლიდან)
უმ ალ-ქუვაინის საამირო 777 0,9 % 69 936 1,4 % შეიხი რაშიდ ბინ აჰმედ ალ-მუალა
(1981 წლიდან)
ფუჯაირას საამირო 1 165 1,5 % 137 940 2,9 % შეიხი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი
(1974 წლიდან)
შარჯას საამირო 2 590 3,3 % 895 252 18 % შეიხი სულტან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი
(1987 წლიდან)

დემოგრაფია

დუბაი

უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)

მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. საამიროებში ბევრია სამუშაოდ ჩასული უცხოელი. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა.

ეკონომიკა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და გაზია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება. (1969 წ.) დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად. ქვეყანაში ფაქტობრივარ არ არის ინფლაცია.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5%. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს. ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი.

იმპორტი: მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქცია და სატრანსპორტო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები.

სავაჭრო პარტნიორები: ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, სინგაპური, აშშ, იაპონია, ინდოეთი, იტალია, ირანი (მასზე მოდის დუბაის ბიზნესის 20-30%) და სამხრეთ კორეა.

ისტორია

საამიროების ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დასახლებები თარიღდება დაახლოებით ძვ.წ.აღ. 5500 წლით. ძვ.წ.აღ. 3000 წელს ხდებოდა ალ-ხაჯარის მთებში ხდებოდა სპილენძის მოპოვება და ქონდათ მესოპოტამიასთან სავაჭრო ურთიერთობები.[1] საერთაშორისო ვაჭრობა რეგიონის დღემდე სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.[2] I საუკუნიდან არსებობდა მუდმივი სავაჭრო გზები, სირიასა და ერაყის ქალაქებთან. ასევე განვითარდა საზღვაო მიმოსვლა ინდოეთთან.

ისლამის გავრცელება

მემკვიდრეობა

სქოლიო