ანაპა: განსხვავება გადახედვებს შორის
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი = ქალაქი |ქართული სახელი... |
(განსხვავება არ არის)
|
14:34, 10 სექტემბერი 2014-ის ვერსია
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანაპა რუს. Анапа | |||||
ფაილი:Anapacenter.jpg | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 44°52′00″ ჩ. გ. 37°22′00″ ა. გ. / 44.86667° ჩ. გ. 37.36667° ა. გ. | ||||
მმართველი | Q56310610? | ||||
დაარსდა | 1781 | ||||
ფართობი | 40 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 81 447 (2019)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 86133 | ||||
საფოსტო ინდექსი | 353440–353458 | ||||
ოფიციალური საიტი | გარეშე) (http://-ის გარეშე) | ||||
ანაპა (რუს. Анапа) — ქალაქი რუსეთში, კრანსოდარის მხარეში, კლიმატური და ტალახის კურორტი. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, რკინიგზის სადგური. ტონელნაიადან 33 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66 776 ადამიანი. ქალაქის ტერიტროიაზე ჩამოედინება ტოტი ანაპკა. ანაპის ტერიტორიაზე ძველად სინდების დასახლება იყო. ბოსფორის სახელმწიფოსთას შეერთების შემდეგ ანაპას გორგიპია ეწოდებოდა. 1475 წელს დაიპყრეს თურქებმა, 1829 წელს შეუერთდა რუსეთს ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.
დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი თბილი ჰავა, რბილი ზამთარი და მზიანი ზაფხული, მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა ივნისიდან ოქტომბრამდე, მინერალური შლამის ტალახი, მინერალური წყაროები. წმინდა ქვიშის, განიერი და გრძელი პლაჟი. ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, გინეკოლოგიური დაავადებანი, სისხლნაკლებობა და სხვა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები. სეზონი მთელი წელი. ანაპის მახლობლადაა 414-ე ქართული დივიზის დაღუპულ მებრძოლთა ძმათა სასაფლაო.
არის აეროპორტი და რკინიგზის სადგური, საზღვაო პორტი, ავტოვაგზალი, განვითარებული გზატკეცილების ქსელი.