ჯეკ კერუაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: სურათის ზომა → ფოტოს_სიგანე using AWB
ხაზი 51: ხაზი 51:


ამ ფაქტისა და [[სან ფრანცისკო|სან ფრანცისკოელ]] პოეტებთან თავგადასავლების შესახებ კერუაკი წერს [[1958]] წელს გამოქვეყნებულ ნოველაში ''ზეციური მათხოვრები'', რომელსაც ხშირად ''გზაზე''-ს გაგრძელებადაც მიიჩნევენ.
ამ ფაქტისა და [[სან ფრანცისკო|სან ფრანცისკოელ]] პოეტებთან თავგადასავლების შესახებ კერუაკი წერს [[1958]] წელს გამოქვეყნებულ ნოველაში ''ზეციური მათხოვრები'', რომელსაც ხშირად ''გზაზე''-ს გაგრძელებადაც მიიჩნევენ.
[[სურათი:Jack Kerouac House - Winter Park Florida.jpg|thumb|right|250px|კერუაკის სახლი ფლორიდაში]]
[[სურათი:Jack Kerouac House - Orlando Florida.jpg|thumb|right|250px|კერუაკის სახლი ფლორიდაში]]
[[1957]] წელს კერუაკი საცხოვრებლად გადადის [[ორლანდო|ორლანდოში]], კოლეჯ პარკის ნაწილში, ერთ პატარა სახლში. რამდენიმე კვირის შემდეგ [[ნიუ იორკ ტაიმსი|ნიუ იორკ ტაიმსში]] იბეჭდება სტატია, რომელშიც კერუაკი გამოცხადებულია ახალი თაობის წინამძღოლად. იგი ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად და ბიტნიკთა თაობის მთავარ წარმომადგენლადაა მიჩნეული.
[[1957]] წელს კერუაკი საცხოვრებლად გადადის [[ორლანდო|ორლანდოში]], კოლეჯ პარკის ნაწილში, ერთ პატარა სახლში. რამდენიმე კვირის შემდეგ [[ნიუ იორკ ტაიმსი|ნიუ იორკ ტაიმსში]] იბეჭდება სტატია, რომელშიც კერუაკი გამოცხადებულია ახალი თაობის წინამძღოლად. იგი ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად და ბიტნიკთა თაობის მთავარ წარმომადგენლადაა მიჩნეული.



14:31, 9 სექტემბერი 2014-ის ვერსია

ჯეკ კერუაკი
ინგლ. Jack Kerouac
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1922
დაბადების ადგილი ლოუელი, მასაჩუსეტსი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1969
გარდაცვალების ადგილი სენტ-პიტერსბერგი, ფლორიდა
დასაფლავებულია Edson Cemetery
საქმიანობა მწერალი, პოეტი, მსახიობი
ენა ფრანგული ენა და ინგლისური ენა
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი და Lowell High School
ჟანრი პოეზია, ნოველა, ესსე
მიმდინარეობა ბიტნიკთა თაობა
დებიუტი დიდი და პატარა ქალაქი, 1950
Magnum opus გზაზე
მეუღლე ჯოან კერუაკი, ედი პარკერი და სტელა სამპასი
ხელმოწერა
საიტი [(http://www.jackkerouac.com/) jackkerouac.com/)]

ჯეკ კერუაკი, (ნამდვილი სახელი ჟან-ლუი ლებრის დე კერუაკი, ლოუელი, მასაჩუსეტსი, 12 მარტი, 192221 ოქტომბერი, 1969, სენტ-პიტერსბერგი, ფლორიდა) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, მსახიობი. ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი.

კერუაკმა სიცოცხლეშივე მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ მის მიმართ ბევრი კრიტიკაც ისმოდა. დღეისთვის იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ ავტორად არის მიჩნეული. კერუაკის სპონტანურმა და გულახდილმა სტილმა გავლენა მოახდინა შემდგომში ისეთ ცნობილ მწერლებზე, როგორებიცაა ტომ რობინსი, ლესტერ ბენგსი, რიჩარდ ბრაუტიგანი, ჰანტერ ს. ტომპსონი, კენ კიზი, ტომ უეილსი და ბობ დილანი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია გზაზე, ზეციური მათხოვრები (The Dharma Bums), ბიგ სური და კოდის ხილვები.

კერუაკის შემოქმედება საზოგადოებრივი პირობითობების დამსხვრევისა და სიცოცხლის აზრის პოვნის სურვილს ასახავს. ძიების პროცესში იგი უარს არ ამბობს მოხეტიალე ცხოვრებასა და ნარკოტიკებზე. მისი წიგნები ხშირად შეფასებულია, როგორც 1960-იანი წლების კონტრკულტურის კატალიზატორი.

ცხოვრება

კერუაკი დაიბადა ფრანგი ამერიკელების ოჯახში. მშობლები, ლეო-ალსიდ კერუაკი და გაბრიელ-ანჟ ლევეკი კვებეკიდან, კანადის ფრანგულენოვანი პროვინციიდან იყვნენ. თავიანთი თაობის ბევრი კვებეკელის მსგავსად ლევეკები და კერუაკები ნიუ ინგლენდში სამუშაოს სასძებნელად ჩასულ კვებეკელ ემიგრანტებს წარმოადგენდნენ. ჯეკი ინგლისური ენის სწავლას 6 წლის ასაკიდან იწყებს . ჯერ კიდევ მცირეწლოვან ჯეკზე დიდი გავლენა მოახდინა უფროსი დის, ჟერარდის სიკვდილმა. ამ მოვლენამ ასახვა ჰპოვა კერუაკის წიგნში ჟერარდის ხილვები. კერუაკს რამდენიმე ლექსი ფრანგულადაც აქვს დაწერილი და სიცოცხლის ბოლო წლებში გინსბერგისადმი მიწერილ წერილში მშობლიურ ენაზე ლაპარაკის დაწყების სურვილს გამოთქვამს.

სპორტული აღნაგობის წყალობით ჯეკი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. იგი ბოსტონის კოლეჯსა და კოლუმბიის უნივერსიტეტშიც გაიცვნეს. სწორედ ამ უკანასკნელში გააგრძელა მან სწავლა სკოლის დამთავრების შემდეგ. სტუდენტობის დასაწყისში კერუაკმა ფეხზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მწვრთნელი ძირითად გუნდში იშვიათად ათამაშებდა და ამის ნიადაგზე ხშირად მოსდიოდათ კამათი.

ჯეკ კერუაკი

მალე კერუაკი თავის მეგობარ გოგოსთან, ედი პარკერთან გადავიდა საცხოვრებლად ნიუ იორკში. სწორედ აქ გაიცნო მან ე.წ. ბიტნიკთა თაობის წარმომადგენლები: ალენ გინსბერგი, ნილ კესიდი, ჯონ კლელონ ჰოლმსი, ჰერბერტ ჰანკი და უილიამ ს. ბაროუზი.

კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას კერუაკსა და ბაროუზს კონფლიქტი მოუვიდათ კანონის წარმომადგენლებთან, რადგან უარს აცხადებდნენ ჩვენება მიეცათ თავიანთი მეგობრის, ლუსიენ კარის წინააღმდეგ, რომელსაც მკვლელობა ედებოდა ბრალად. ეს ინციდენტი დაედო საფუძვლად 1945 წელს ერთობლივად დაწერილ ნოველას And the Hippos Were Boiled in Their Tanks (ნოველა არ გამოქვეყნებულა, თუმცა ხელნაწერიდან ნაწყვეტი შევიდა ბაროუზის კომპილაციაში მსოფლიო ვირუსი).

1950 წელს პირველად გამოვიდა კერუაკის ნოველა დიდი და პატარა ქალაქი ჯონ კერუაკის ფსევდონიმით და ავტორს, როგორც მწერალს გარკვეული აღიარება მოუტანა. კერუაკის შედარებით გვიანი ნაწარმოებების საპირისპიროდ, რომლებიც მის ბიტნიკურ სტილს ამკვიდრებს, აღნიშნული ნოველა ტომას ვულფის შემოქმედების გავლენითაა დაწერილი.

თავისი მომდევნო რომანისთვის, გზაზე, რომელიც დღესდღეობით მისი შემოქმედების მწვერვალად ითვლება, კერუაკი მთელი 6 წლის მანძილზე ვერა და ვერ პოულობდა გამომცემელს.

ბენზედრინისა და კოფეინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტორი სამი კვირის მანძილზე წერდა რომანის პირველ ვერსიას, რაც სპონტანურ აღმსარებით პროზას წარმოადგენს. მის ტექნიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ჯაზმა და, მოგვიანებით, ბუდიზმმა.

გამომცემლობები უარს აცხადებდნენ წიგნის გამოცემაზე ნაწარმოების ექსპერმენტალური სტილისა და მარგინალი, უმცირესობის წარმომადგენელი სოციალური ჯგუფებისადმი გამოხატული აშკარა სიმპათიის გამო. 1957 წელს მნიშვნელოვანი შესწორებების შეტანის შემდეგ ნოველაზე საავტორი უფლებები შეიძინა და გამოაქვეყნა Viking Press-მა. რომანის დიდი ნაწილი ავტობიოგრაფიულია და პერსონაჟების მიღმა აღწერს კერუაკისა და ნილ კესიდის მოგზაუობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში. სწორედ ამ რომანის გამო, კერუაკს „ბიტნიკთა თაობის მეფე“ შეარქვეს, რის გამოც თავად ავტორი უხერხულადაც კი გრძნობდა თავს და ერთხელ ასეთი ფრაზაც კი წარმოთქვა: “მე არ ვარ ბიტნიკი, მე კათოლიკე ვარ.“[1], 1954 წელს კერუაკმა სენ ჯონის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა ბუდისტური ბიბლია, საიდანაც დაიწყო მისი გატაცება ამ რელიგიითა და ფილოსოფიით.

ამ ფაქტისა და სან ფრანცისკოელ პოეტებთან თავგადასავლების შესახებ კერუაკი წერს 1958 წელს გამოქვეყნებულ ნოველაში ზეციური მათხოვრები, რომელსაც ხშირად გზაზე-ს გაგრძელებადაც მიიჩნევენ.

კერუაკის სახლი ფლორიდაში

1957 წელს კერუაკი საცხოვრებლად გადადის ორლანდოში, კოლეჯ პარკის ნაწილში, ერთ პატარა სახლში. რამდენიმე კვირის შემდეგ ნიუ იორკ ტაიმსში იბეჭდება სტატია, რომელშიც კერუაკი გამოცხადებულია ახალი თაობის წინამძღოლად. იგი ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად და ბიტნიკთა თაობის მთავარ წარმომადგენლადაა მიჩნეული.

ჯონ ანტონელის მიერ 1985 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი ”კერუაკი” კინო იწყება და მთავრდება ჩანაწერით, სადაც კერუაკი კითხულობს ნაწყვეტებს თავისი ნაწარმოებებიდან, ”გზაზე” და ”კოდის ხილვები”, 1957 წელს ალენ სტვის გადაცემაში The Tonight Show. კერუაკი ამ ჩანაწერში გონიერი, მაგრამ მორიდებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

1955 წელს კერუაკი წერს ზიდჰარტა გაუტამას ბიოგრაფიას სახელწოდებით ”გაიღვიძე”, რომელიც ავტორის სიცოცხლეში არ გამოცემულა. იგი პირველად ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა ჟურნალში Tricycle 1993-1995 წლებში.

ჯეკ კერუაკი გარდაიცვალა 1969 წლის 21 ოქტომბერს ფლორიდაში, სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში, ქრონიკული ალკოჰოლიზმისაგან გამოწვეული შინაგანი სისხლდენის მიზეზით.ამ დროს მას ჰყავდა მესამე ცოლი, სტელა. იგი დაკრძალულია ლოუელში, მშობლიურ ქალაქში.

სტილი

კერუაკი მიჩნეულია როგორც ბიტნიკთა თაობის მეფედ, ასევე ჰიპების მამამთავრად. მის სამწერლობო სტილზე დიდი გავლენა მოახდინა ჯაზმა, განსაკუთრებით კი ჩარლზ პარკერის მიერ დაარსებულმა ჟანრმა, რომელიც ბიბოპის სახელითაა ცნობილი. მოგვიანებით მის ნაწერებზე აისახება ბუდისტური გავლენები. თავად ავტორი თავის სტილს სპონტანურ პროზას უწოდებს, რაც ცნობიერების ნაკადის სახელწოდებით ცნობილ ლიტერატურულ ტექნიკას უახლოვდება.

მისი სტილის მთავარი მახასიათებელია ე.წ. ერთი ამოსუნთქვის იდეა (ეს ტერმინი თავად კერუაკმა აიღო ჯაზიდან და ბუდისტური მედიტაციებიდან), რაც მდგომარეობს გონებისა და მეტყველებისათვის დამახასიათებელი სტრუქტურების მიხედვით სიტყვების იმპროვიზებაში. მანვე ჩამოაყალიბა სპონტანური პროზის მეთოდის 30 მთავარი მახასიათებელი თავის ნაშრომში ”თანამედროვე პროზის მრწამსი და ტექნიკა”.

ხშირია კერუაკის სტილის მიმართ კრიტიკაც. ზოგს მიაჩნია, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა წერის კერუაკისეულ მეთოდსა და მისეულ პრაქტიკას შორის. ბევრი იმასაც ამბობს, რომ მისი პროზა სულად არ არის სპონტანური. ამ დროს მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ კერუაკი სულ ცდილობდა გამოექვეყნებინა თავისი ნაწარმოებები, რის გამოც ხშირად იძულებული იყო ჩაესწორებინა ტექსტები, რათა გამომცემლები დათანხმებულიყვნენ. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის ასახული მის წერილებში. ”მიწისქვეშები” და ”კოდის ხილვები” ის ნაწარმოებებია, სადაც ყველაზე აშკარად გამოიკვეთა კერუაკის თავისუფალი სპონტანური წერის ტექნიკა.

ბიბლიოგრაფია

კერუაკის ნოველა "გზაზე", გარეკანი

პროზა

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჯეკ კერუაკი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჯეკ კერუაკი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

თარგი:Link FA