არაბთა გაერთიანებული საამიროები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
|ლიდერის_ტიპი_1 = [[არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] |
|ლიდერის_ტიპი_1 = [[არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] |
||
|ლიდერის_სახელი_1 = [[ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი|ხალიფა ალ ნაჰაიანი]] |
|ლიდერის_სახელი_1 = [[ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი|ხალიფა ალ ნაჰაიანი]] |
||
|ლიდერის_ტიპი_2 = [[არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]] |
|ლიდერის_ტიპი_2 = [[არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი|პრემიერ - მინისტრი]] |
||
|ლიდერის_სახელი_2 = [[მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი|მოჰამედ ალ მაკტუმი]] |
|ლიდერის_სახელი_2 = [[მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი|მოჰამედ ალ მაკტუმი]] |
||
|რანგი_ფართობით = 115-ე |
|რანგი_ფართობით = 115-ე |
11:26, 5 სექტემბერი 2014-ის ვერსია
არაბთა გაერთიანებული საამიროები الإمارات العربيّة المتّحدة ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა არაბთა გაერთიანებული საამიროები |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „ღმერთი, ერი, პრეზიდენტი“ | ||||||
ჰიმნი: იში ბილადი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | აბუ-ზაბი 22°47′ ჩ. გ. 54°37′ ა. გ. / 22.783° ჩ. გ. 54.617° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | დუბაი | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | ფედერალური კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | პრეზიდენტი | ხალიფა ალ ნაჰაიანი | ||||
- | პრემიერ - მინისტრი | მოჰამედ ალ მაკტუმი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 83,600 კმ2 (115-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 4,496,000 (113-ე) | ||||
- | 2006 აღწერა | 4,588,697 | ||||
- | სიმჭიდროვე | 64 ად კაცი/კმ2 (143-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $159.3 მილიარდი (54-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $35,516 (მე-16) | ||||
აგი (2007) | 0.868 (მაღალი) (39-ე) | |||||
ვალუტა | ემირატების დიჰრემი (AED ) |
|||||
დროის სარტყელი | (UTC +4სთ.) | |||||
- | ზაფხულის (DST) | (UTC +4სთ.) (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | ARE | |||||
Internet TLD | .ae | |||||
სატელეფონო კოდი | 971 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები (არაბ. الإمارات العربيّة المتّحدة), შემოკლებით ემირატები — მონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთი, კატარი და ომანი. ემირატები დაარსებულ იქნა 1972 წლის 2 დეკემბერს როდესაც ბრიტანეთის პროტექტორატი დამთავრდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.
სახელწოდება
- ოფიციალური : არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ეროვნული : الإمارات العربيّة المتّحد (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კატარი, საუდის არაბეთი, ომანი.
- ფართობი : 83.600 კმ².
- უმაღლესი წერტილი : ჰაჯარის მთები
- ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხობრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.
- კლიმატი : ემირატები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.
- აბუ დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალა
|
სახელმწიფო
ფედერაციული ინსტიტუტები
უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ-ზაბის შეიხეის ალ-ნაჰიანებს გადაეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაის და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ემირატების ყველა საამიროში მოქმედებს აგრეთვე ისლამური სამართალი.
7 საამირო და მათი მმართველები
- აბუ დაბის საამირო — შეიხი ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი 2004 წლიდან
- აჯმანის საამირო — შეიხი ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ-ნუაიმი 1981წლიდან
- დუბაის საამირო — შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მოკტუმი 2006 წლიდან
- ფუჯაირას საამირო — შეიხი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი 1974 წლიდან
- რას ალ-ხაიმას საამირო — შეიხი საქრ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1948 წლიდან
- შარჯას საამირო — შეიხი სულტან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1987 წლიდან
- უმ ალ-ქუვაინის საამირო — შეიხი რაშიდ ბინ აჰმედ ალ-მუალა 1981 წლიდან
დემოგრაფია
უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)
- დუბაი : 1.137.347
- აბუ-ზაბი : 603.492
- შარჯა : 543.733
- ალ-აინი : 408.733
- აჯმანი : 226.172
- საშ ალ-ხაიმა : 115.949
მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. ემირატებში ბევრია სამუშაოდ ჩასული უცხოელი. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა.
ეკონომიკა
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და გაზია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება. (1969 წ.) დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად. ქვეყანაში ფაქტობრივარ არ არის ინფლაცია.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5%. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს. ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი. იმპორტი: მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქცია და სატრანსპორტო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები. სავაჭრო პარტნიორები: ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, სინგაპური, ა.შ.შ. იაპონია, ინდოეთი, იტალია, ირანი (მასზე მოდის დუბაის ბიზნესის 20-30%) და სამხრეთ კორეა.
ისტორია
მემკვიდრეობა
|
|
- მონიშნული სიის ელემენტი