ხევსურეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:
'''ხევსურეთი''' — [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, [[კავკასიონი|კავკასიონის]] ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. [[პირიქითა ხევსურეთი]] შედგება სამი ხეობისაგან: [[მიღმახევი |მიღმახევის]], [[შატილი|შატილის]] და [[არხოტი (ხეობა)|არხოტის]], პირაქეთა ხევსურეთი — [[არაგვი|არაგვის]] ხეობისაგან.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ჩეჩნეთი]] და [[ინგუშეთი]], აღმოსავლეთით — [[თუშეთი]], დასავლეთით — [[ხევი (მხარე)|ხევი]] და [[გუდამაყარი]], სამხრეთით — [[ფშავი]]. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] [[დუშეთის რაიონი|დუშეთის რაიონში]] და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ჩეჩნეთი]] და [[ინგუშეთი]], აღმოსავლეთით — [[თუშეთი]], დასავლეთით — [[ხევი (მხარე)|ხევი]] და [[გუდამაყარი]], სამხრეთით — [[ფშავი]]. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]] და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა [[ფხოვი]] (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და [[ფშავლები|ფშავლებისა]] — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ [[ასპინძის ბრძოლა]]ში (1770), [[კრწანისის ბრძოლა]]ში (1795). [[მთიულეთის აჯანყება|მთიულეთის აჯანყებისა]] (1804) და [[1812]] წლის [[კახეთის აჯანყება (1812)|კახეთის აჯანყების]] დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: [[ხახმატის ციხე]], [[ახიელის ციხე]], [[ლებაისკრის ციხე]], [[მუცო|მუცოს ციხე-სოფელი]],[[არდოტი|არდოტის ციხე-სოფელი]], [[ხახაბოს ციხე-სოფელი]], [[შატილი (ძეგლი)|შატილის ციხე-სოფელი]], [[გუდანის ჯვარი]], [[ანატორის ჯვარი]], [[ანატორი]], აკლდამები და სხვა.

11:59, 19 აგვისტო 2014-ის ვერსია

ხევსურეთი

მუცო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 1
მოსახლეობის რაოდენობა 1 050
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ხევსურეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795). მთიულეთის აჯანყებისა (1804) და 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორი, აკლდამები და სხვა.

ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი).

გალერეა

ლიტერატურა

  • მაკალათია ს. ხევსურეთი, თბ. 1984
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: