ლიხის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31: ხაზი 31:
{{Commonscat|Likhi Range}}
{{Commonscat|Likhi Range}}
{{ქსე|6|271|მარუაშვილი ლ.}}
{{ქსე|6|271|მარუაშვილი ლ.}}

[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]

16:58, 18 აგვისტო 2014-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ქედი

რიკოთის გვირაბი ლიხის ქედის ქვეშ

ლიხის ქედი (სურამის ქედი) — კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელი სუბმერიდიანული ქედი, რომელიც საქართველოს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად (ძვ. წყაროებით „ლიხთიმერად“ და „ლიხთამერად“). ლიხის ქედი კასპიისა და შავი ზღვების წყალგამყოფია. შუა მონაკვეთი ტექტონიკურად ეკუთვნის ძირულის კრისტალურ მასივს, ჩრდილოეთი — კავკასიონს, სამხრეთი — მცირე კავკასიონს. ქედის სიგრძე ერწოს უღელტეხილიდან ლომისმთამდე 102 კმ-ია. აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს 900-2471 მ ფარგლებში. მწვერვალებიდან აღსანიშნავია: ალხაშენდა (2319 მ), რიბისი (2470 მ), ბილურთა (2166 მ), რუსთავი (1926 მ), ლოხონი (1925), შვილდისი (1443 მ), კაპრებისმთა (1177 მ), ედისჯვარი (1320 მ), საბუეთი (1248 მ), წაქვა (1220 მ), ვირიგვერდი (1644 მ); უღელტეხილებიდან — ჯვარი (936 მ), რიკოთი (999 მ), ფონა და სხვა.

ლიხის ქედის პანორამა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ კოლხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ — ქედის აღმოსავლეთ კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). განაპირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპური და ალპური მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენური წარმოშობისაა. ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და რიკოთქვეშა საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის ხაშური-ზესტაფონის და გომი-საჩხერის საავტომობილო გზები.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: