გუდისის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
*{{ქსე|3|295|ნემანიშვილი ს.}}
{{ქსე|3|295|ნემანიშვილი ს.}}


[[კატეგორია:შიდა ქართლის მხარის ქედები]]
[[კატეგორია:შიდა ქართლის მხარის ქედები]]

15:12, 18 აგვისტო 2014-ის ვერსია

გუდისის ქედიქედი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების დიდი ლიახვსა და პატარა ლიახვის წყალგამყოფი. გამოეყოფა გერმუხის ქედს მანგაავცაგის მწვერვალთან. სიგრძე 32 კმ, უმაღლესი მწვერვალი გუდისი (2863 მ). გუდისის ქედი რკალის ფორმისაა, მიმართულია სამხრეთისაკენ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით, ქვედაცარცული კირქვებითა და მერგელებით, სარმატული ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. მაღალ ადგილებში ტროგებისა და მორენების სახით შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი. თხემი და ჩრდილოეთი კალთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, დანარჩენ კალთაზე მუხის, რცხილის, წიფლისა და სოჭის ტყეებია.

ლიტერატურა