თეონა ქუმსიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21: ხაზი 21:
*[http://pc-pdx.com/bands/teona-kumsiashvili თეონა ქუმსიაშვილი]
*[http://pc-pdx.com/bands/teona-kumsiashvili თეონა ქუმსიაშვილი]


{{DEFAULTSORT:ქუმსიაშვილი, თეონა}}
[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]]
[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1984]]
[[კატეგორია:დაბადებული 1984]]

19:19, 15 აგვისტო 2014-ის ვერსია

თეონა ქუმსიაშვილი

თეონა ქუმსიაშვილი (დ. 27 იანვარი, 1984, სიონი — გ. 22 ივლისი, 2010, ხევსურეთი) — ქართველი მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი.

ბიოგრაფია

თეონა ქუმსიაშვილი დაიბადა დაბა სიონში, 1984 წლის, 27 იანვარს. 2007-2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში.

2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. საბედისწერო აღმოჩნდა შემთხვევა ქართველი მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილისათვის, რომელსაც სახელად „მთის ბულბული“ შეარქვეს.

გამოცემული აქვს სოლოალბომები:

  • 2005 — „პირიმზე“.
  • 2009 — „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“

სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით.

ოჯახი

მეუღლე, ხევსური პოეტი - გელა დაიაური. მათ შეეძინათ ორი ვაჟი — დემეტრე (08.07.2008) და ჯარჯი (30.09.2009).

ყოველი წლის 27 იანვარს იმართება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო.

რესურსები ინტერნეტში