ალექსანდრე I (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38: ხაზი 38:
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
*''Алексидзе Л.,'' Древнейший документ грузино-русских дипломатических отношений, წგნ.: Советский ежегодник мецдународного права, М., 1962
*''Алексидзе Л.,'' Древнейший документ грузино-русских дипломатических отношений, წგნ.: Советский ежегодник мецдународного права, М., 1962
*''ასათიანი ნ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 291-292, თბ., 1975 <br />
*''ასათიანი ნ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 291-292, თბ., 1975;
* მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - საქართველოს მეფეები, 2007 წ.
* მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - საქართველოს მეფეები, 2007 წ.
{{დაიწყე ყუთი}}
{{დაიწყე ყუთი}}

11:44, 5 აგვისტო 2014-ის ვერსია

ტერმინს „ალექსანდრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალექსანდრე.
ალექსანდრე I
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1476
მმართ. დასასრული: 1511
წინამორბედი: გიორგი I
მემკვიდრე: გიორგი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1454
გარდ. თარიღი: 1511
მეუღლე: 1.ანა ჩოლოყაშვილი
2.თინათინი
შვილები: 1.გიორგი II
2. დიმიტრი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი I
დედა: ნესტან დარეჯანი

ალექსანდრე I (დაახლოებით დ. 1454-1456 — გ. 1511), კახეთის მეფე 1476-1511. მეფე გიორგი VIII-ის ძე. მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას — ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

1477, ქართლში უზუნ-ჰასანის შემოსევის დროს, თურქმანთა ბრძოლებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც (1501) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. 1483 და 1491 ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს. 1490 წელს, მას შემდეგ რაც ქართლის სამეფოს დარბაზმა ურჩია კონსტანტინე II-ს დროებით ხელი აეღო საქართველოს გაერთიანებაზე, ალექსანდრე I-მა ზავი დადო ქართლის მეფესთან. ვახუშტის მიხედვით, ამავე დროს მომხდარა სამეფოებს შორის საზღვრების დადგენაც.

კახეთის სამეფოს საგარეო საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა, თუმცა სამაგიეროდ მეფესა და მის უფოს ვაჟს, გიორგის შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. 1511 წელს გიორგიმ მოკლა ალექსანდრე და თავი მეფედ გამოაცხადა.

ლიტერატურა

  • ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.), თბ., 1956;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
  • Алексидзе Л., Древнейший документ грузино-русских дипломатических отношений, წგნ.: Советский ежегодник мецдународного права, М., 1962
  • ასათიანი ნ., ქსე, ტ. 1, გვ. 291-292, თბ., 1975;
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - საქართველოს მეფეები, 2007 წ.
წინამორბედი:
გიორგი I
კახეთის მეფე
1476 - 1511
შემდეგი:
გიორგი II