ეშმაკის განმდევნელი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 55: ხაზი 55:
* {{rotten-tomatoes|exorcist|ეშმაკის განმდევნელი}}
* {{rotten-tomatoes|exorcist|ეშმაკის განმდევნელი}}
* {{metacritic film|the-exorcist|ეშმაკის განმდევნელი}}
* {{metacritic film|the-exorcist|ეშმაკის განმდევნელი}}

[[კატეგორია:1973 წლის ფილმები]]

15:58, 2 აგვისტო 2014-ის ვერსია

„ეშმაკის განმდევნელი“
რეჟისორი უილიამ ფრიდკინი
პროდიუსერი უილიამ პიტერ ბლეტი
სცენარის ავტორი უილიამ პიტერ ბლეტი
როლებში ლინდა ბლერი
ელენ ბიურსტინი
მაქს ფონ სიუდოვი
ჯეისონ მილერი
ლი ჯ. კობი
(მხოლოდ ხმა)
მერსედეს მაკ-კემბრიჯი
კომპოზიტორი ჯეკ ნიცშე
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 26 დეკემბერი, 1973
ხანგრძლივობა 122 წთ.
132 წთ (სარეჟისორო ვერსია)
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ

„ეშმაკის განმდევნელი“ (ინგლ. The Exorcist) — 1973 წლის ამერიკული ზებუნებრივი საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟიროსია უილიამ ფრიდკინი. ფილმი წარმოადგენს უილიამ პიტერ ბლეტის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას.

ფილმში მონაწილეობენ ლინდა ბლერი, ელენ ბიურსტინი, მაქს ფონ სიუდოვი, ჯეისონ მილერი, ლი ჯ. კობი და (მხოლოდ ხმა) მერსედეს მაკ-კემბრიჯი. „ეშმაკის განმდევნელი“ 1960-1970 წლებში წარმოებული ციკლიდან „დემონური ბავშვის“ ერთ-ერთი ნაწილია ფილმებთან „როზმარის ბავშვი“ და „ომენთან“ ერთად.

ფილმი წარმოებულია Warner Bros.-ის მიერ და მისი პრემიერა აშშ-ში შედგა 1973 წლის 26 დეკემბერს. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე 10 ნომინაციაში, რომელთაგან გაიმარჯვა მხოლოდ 2 ნომინაციაში: საუკეთესო ხმისთვის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის და ოსკარი საუკეთესო სურათისთვის დაუთმო ფილმს „აფერა“. ფილმის ბიუჯეტმა 12 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საერთო შემოსავალმა დაახლოებით 441 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ „ეშმაკის განმდევნელი“ არის პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე ნომინაციაში საუკეთესო სურათი.

ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა მასობრივ კულტურაზე. ჟურნალმა Entertainment Weekly, საიტმა Movies.com-მა და ტელეარხმა AMC „ეშმაკის განმდევნელი“ დაასახელა ყველა დროის უსაშინლეს ფილმად 2006 წელს. 2010 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმი შეიყვანა ფილმების ეროვნულ რეესტრში.

ფილმი მოგვითხრობს 12 წლის გოგონას რიგან მაკნილის ისტორიას, რომელიც განიცდის უცნაურ შეტევებს. დედამისი მას ექიმთან დაიწყვანს, თუმცა უშედეგოდ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შებყრობილი.

რესურსები ინტერნეტში