კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჩემი შეცდომის გამოსწორება.
ხაზი 198: ხაზი 198:


==== სასამართლო ხელისუფლება ====
==== სასამართლო ხელისუფლება ====
კუნძულებზე მოქმედებს [[ანგლო-ამერიკული სამართალი|საერთო სამართალი]] — სამართლებლივი სისტემა, რომელშიც სამართლის წყაროდ მიიჩნევა [[სასამართლო პრეცედენტი]]<ref name="პ"/>. ქვეყნის უმაღლესი კანონია კუკის კუნძულების კონსტიტუცია. სასამართლო ორგანოები წარმოდგენილია [[უმაღლესი სასამართლო]]თი, [[სააპელაციო სასამართლო]]თი, მიწის სასამართლოთი და [[საიდუმლო საბჭო]]თი.
კუნძულებზე მოქმედებს [[ანგლო-ამერიკული სამართალი|საერთო სამართალი]] — სამართლებლივი სისტემა, რომელშიც სამართლის წყაროდ მიიჩნევა [[სასამართლო პრეცედენტი]]<ref name="პ"/>. ქვეყნის უმაღლესი კანონია კუკის კუნძულების კონსტიტუცია. სასამართლო ორგანოებს წარმოადგენს [[უმაღლესი სასამართლო]], [[სააპელაციო სასამართლო]], მიწის სასამართლო და [[საიდუმლო საბჭო]].


კუკის კუნძულების უმაღლესი სასამართლო შედგება უმაღლესი მოსამართლით და მოსამართლეებისგან, რომელსაც ნიშნავს დედოფლის წარმომადგენელი აღმასრულებელი საბჭოს წარდგენით. უმაღლესი სასამართლო იყოფა სამოქალაქო საქმეთა, სისხლის სამართლის, მიწის საქმეთა განყოფილებებად. კუკის კუნძულების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები შეიძლება გახდნენ მხოლოდ კუკის კუნძულების მოქალაქეები, რომლებსაც არანაკლებ 7 წელი უმუშავიათ [[ბარისტერი]]ს თანამდებობაზე ახალ ზელანდიაში ან ერთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებში.
კუკის კუნძულების უმაღლესი სასამართლო შედგება უმაღლესი მოსამართლით და მოსამართლეებისგან, რომელსაც ნიშნავს დედოფლის წარმომადგენელი აღმასრულებელი საბჭოს წარდგენით. უმაღლესი სასამართლო იყოფა სამოქალაქო საქმეთა, სისხლის სამართლის, მიწის საქმეთა განყოფილებებად. კუკის კუნძულების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები შეიძლება გახდნენ მხოლოდ კუკის კუნძულების მოქალაქეები, რომლებსაც არანაკლებ 7 წელი უმუშავიათ [[ბარისტერი]]ს თანამდებობაზე ახალ ზელანდიაში ან ერთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებში.

12:19, 18 ივლისი 2014-ის ვერსია

კუკის კუნძულები
ინგლ. Cook Islands
მაორი. Kūki 'Āirani
კუკის კუნძულები
კუკის კუნძულების
ჰიმნი: Te Atua Mou E
კუკის კუნძულების მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ავარუა
21°12′ ს. გ. 159°46′ ა. გ. / 21.200° ს. გ. 159.767° ა. გ. / -21.200; 159.767
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  დედოფალი ელისაბედ II
 -  პრემიერი ჯიმ მარურარი
ფართობი
 -  სულ 236,7 კმ2 (206)
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 14 974 (218-ე)
 -  სიმჭიდროვე 63,26 ად. კაცი/კმ2 (124)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $183.2 მილიონი 
 -  ერთ მოსახლეზე $9,100 
აგი  0.000 
ვალუტა ახალ ზელანდიური დოლარი (NZD)
დროის სარტყელი UTC +10სთ.
Internet TLD .ck
სატელეფონო კოდი 682

კუკის კუნძულები (ინგლ. Cook Islands, მაორი. Kūki 'Āirani) — ახალი ზელანდიის ასოცირებული წევრი. მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთულ ნაწილში და შედგება თხუთმეტი პატარა კუნძულისგან, საერთო ფართობი შეადგენს 236,7 კმ²-ს. კუკის კუნძულებზე მდებარეობს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ახალი ზელანდია ახორციელებს.

კუნძულ რაროტონგაზე მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი. განვითარებულია ტურიზმი.

გეოგრაფია

კუკის კუნძულების რუკა.

კუკის კუნძულების სახელმწიფო შედგება 15 კუნძულისაგან და ატოლისაგან, რომლებიც მდებარეობენ წყნარ ოკეანეში პოლინეზიაში ეკვატორსა და სამხრეთ ტროპიკს შორის 2,2 მლ კმ² ფართობზე, დასავლეთით მდებარე ტონგასა და აღმოსავლეთით საზოგადოების კუნძულებს შორის. მიწის საერთო ფართობი შეადგენს 236,7 კმ²-ს[1]. მანძილი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ტონგარევასა და ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულ მანგაიას შორის შეადგენს დაახლოებით 1400 კმ-ს.

კუნძული ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
სამხრეთი ჯგუფი
1 რაროტონგა ავარუა 67,1 10 572
2 აიტუტაკი არუტანგა 18,3 1771
3 ატიუ 26,9 468
4 მანგაია 51,8 562
5 მანუაე 6,2
6 მაუკე 18,4 330
7 მიტიარო 22,3 189
8 ტაკუტეა 1,2
ჩრდილოეთი ჯგუფი
9 მანიჰიკი 5,4 238
10 ნასაუ 1,3 73
11 პალმერსტონი 2,1 60
12 პუკაპუკა 1,3 451
13 რაკაჰანგა 4,1 77
14 სუვაროვი 0,4
15 პენრინი ომოკა 9,8 213
სულ 236,7 14 974

გეოლოგია

კუკის კუნძულები წარმოადგენს წყნარი ოკეანის ბასეინში აღმოჩენილი ხუთი ტიპის კუნძულოვან სისტემას.

კუნძულის ტიპი დამახასიათებელი ნიშნები კუნძულები
ვულკანური კუნძული ვულკანური წარმოშობის კუნძული. სიმაღლე ზღვის დონიდან — არანაკლებ 100 მ. მთიანი რელიეფი ხეობებით. რიფი. განიერი რიფის მსგავსი პლატფორმა. რაროტონგა
შემაღლებული ატოლი შემაღლებული ვულკანური კუნძული, წარმოქმნილი მარჯნული პლატფორმის აწევის შედეგად, ან აწეული ატოლი, რომელსაც გარს ეკვრის ვულკანური პლატო კუნძულის ცენტრში. ვიწრო რიფის მსგავსი პლატფორმა. ატიუ, მანგაია, მაუკე, მიტიარო
ქვიშოვანი კუნძული პატარა დაბლობი კუნძული, ან მოტუ, ფორმირებული ქვიშისგან და მარჯნისგან, შერწყმული ძველი რიფის მსგავსი პლატფორმა. ვიწრო რიფის მსგავსი პლატფორმა. ნასაუ, ტაკუტეა
კვაზიატოლი ნაწილობრივ წყლის ქვეშ ჩაძირული ვულკანური კუნძული. ვულკანური კუნძულის და ატოლის გამონახაზი. გარშემორტყმულია ბარიერული რიფით. აიტუტაკი
ატოლი დაბლობი კუნძული. ხმელეთი წარმოიქმნა ძველ რიფის მსგავს პლატფორმაზე, ფორმირებულია ოკეანისებური ვულკანის კიდეზე. რიფი ხშირად შეჭრილია ვიწრო სრუტეებით. მანიჰიკი, მანუაე, პალმერსტონი, პუკაპუკა, რაკაჰანგა, სუვაროვი, ტონგარევა (პენრინი)

ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულები ასაკით უფრო ძველია სამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე და წარმოადგენენ დაბლობ ატოლებს მიწისქვეშა გამოქვაბულებისა და კარსტული კვალის გარეშე. ყველა ატოლები ტონგარევას (პენრინი) გარდა წარმოიქმნენ მანიჰიკის წყალქვეშა პლატოზე, რომელიც მდებარეობს 3000 მ სიღრმეზე ოკეანის ზედაპირიდან[2].

სამხრეთის ჯგუფის კუნძულები შეადგენენ ქვეყნის ხმელეთის დაახლოებით 90 %-ს და წარმოადგენენ ვულკანური ჯაჭვის გაგრძელებას, რომელიც გადაჭიმულია წყნარი ოკეანის პლიტის სამხრეთ ნაწილში ტუბუაის კუნძულებიდან (საფრანგეთის პოლინეზია)[3]. მსხვილი კუნძული, რაროტონგა, წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, რომლის სიმაღლეა 653 მ. სამხრეთის ჯგუფის ოთხ კუნძულს (ატიუ, მანგაია, მაუკე, მიტიარო) აქვთ რთული გეოლოგიური აგებულება, რელიეფი კარსტული კვალით და განშტოებული გამოქვაბულების სისტემებით. მათი ფორმირება ხდებოდა დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ ვულკანური წარმონაქმნების მარჯნული რიფებით გარშემორტყმის შედეგად[4]. რაროტონგა კი წარმოიქმნა მხოლოდ 2 მილიონი წლის წინ უწინ წყნარი ოკეანის ამ ნაწილში მაღალი ვულკანური აქტივობის შედეგად[4].

ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულების ერთერთი გეოლოგიური თავისებურებაა სანაპირო კლდეების რაოდენობა, რომელთა წარმოშობა ხდებოდა დაახლოებით 1 მ-ით ქვევით ხმელეთის ზედაპირის დონიდან. წყლისა და კალციუმის კარბონატის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიშვა კირქვის წარმონაქმნი, რომელიც კარგი მაცემენტირებელი საშუალებაა ნიჟარებსა და სანაპირო კლდეების მარჯნებს შორის. ეს გეოლოგიური წარმონაქმნები ასევე წარმოადგენენ ბუნებრივი მიწისქვეშა მტკნარი წყლის რეზერვუარების დაცვას[5].

სასარგებლო წიაღისეული, რომელთა დამუშავება შესაძლებელი იყო დაწყებულიყო სამრეწველო ფარგლებში, კუკის კუნძულების მიწის ზედაპირზე და მის წიაღში არ არსებობს. მაგრამ 1970-იანი წლების ბოლოს კუკის კუნძულების განსაკუთრებულ სანაპირო ეკონომიკურ ზონაში ტარდებოდა ოკეანის საგების გამოკვლევები[6]. რის შედეგადაც დაახლოებით 5000 მ სიღრმეზე აღმოჩნდა წყნარ ოკეანეში ერთ-ერთი უმსხვილესი რკინა-მარგანეცის კონკრეციის საბადო, ასევე კობალტი (დაახლოებით 7,5 მილიონი ტონა[7]). მაგრამ დღეისათვის რაიმე სახის მოპოვება არ მიმდინარეობს.

კლიმატი

კუნძულებზე ტროპიკული ზღვის კლიმატია მკაფიოდ გამოხატული წვიმებიანი სეზონით ნოემბრიდან აპრილამდე და მშრალი სეზონით მაისიდან ოქტომბრამდე. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობაა დაახლოებით 2000 მმ, რომელთა ორი მესამედი უწევს წვიმიან სეზონში, რომელიც ასევე ტროპიკული ციკლონის სეზონია[8]. ოფიციალურად ტროპიკული ციკლონის სეზონი იწყება 1 ნოემბერს და მთავრდება 30 აპრილს. ძირითადად ციკლონები ფორმირდება ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულების დასავლეთით და მიემართება სამხრეთის მიმართულებით თითქმის 15° ს.გ.-მდე, რის შემდეგაც ინაცვლებს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით. ელ-ნინიოს დინების დროს ეს ციკლონები, რომლებიც ფორმირდებიან ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულებთან ახლოს, მიემართებიან საფრანგეთის პოლინეზიისაკენ, ხოლო სამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე შეიმჩნევა ნალექების რაოდენობის უეცარი შემცირება (60 %-მდე), იმ დროს როდესაც ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულებზე ნალექების რაოდენობა პირიქით უეცრად იმატებს (200 %-მდე)[8]. უკუ სიტუაცია შეიმჩნევა ლა-ნინიას დინების დროს.

პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ბატონობენ პასატები. ყველაზე ძლიერად ქარი ქრის ზამთრის თვეებში, როდესაც სამხრეთის ჯგუფის კუნძულებისაკენ მოემართება ანტიციკლონი. ზაფხულობით ქარი სუსტდება, რადგანაც სუბტროპიკული ანტიციკლონები ხდება ნაკლებად ინტენსიური და გადაადგილდება სამხრეთ მიმართულებით[8].

საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 21 °C-დან 28 °C-მდე და ხშირად დამოკიდებულია ელ-ნინიოს დინებაზე[8].

ნიადაგი და ჰიდროლოგია

კუკის არქიპელაგის ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულების ნიადაგს აქვთ ოკეანეთის სხვა ატოლებივით ტიპიური შემადგენლობა: მარჯნის ნამცხვრევები და ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობა, რომლებიც მოგროვილია ზედა შრეებში[9]. ეს ნიადაგი ნაკლებად ნაყოფიერია და გამოსადეგია მხოლოდ ქოქოსის პალმისათვის, პანდანუსებისათვის და ზოგიერთი სხვა სახის ტროპიკული მცენარეებისათვის. ჭაობიან ადგილებში იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დათესილი ტარო.

კუკის არქიპელაგის სამხრეთის ჯგუფის კუნძულების ნიადაგი ძირითადად ვულკანური წარმოშობისაა და ამიტომაც გაცილებით ნაყოფიერია, შესაბამისად უფრო გამოსაყენებელია სოფლის მეურნეობისათვის[9]. რაროტონგისა და აიტუტაკის გამოკლებით სამხრეთის ჯგუფის კუნძულების დიდი ნაწილი შედგება ამაღლებული ატოლისაგან (მაკატეა) ძალიან დაკლაკნილი რელიეფით. იმის გამო, რომ მაკატეა შედგება მარჯნული კირქვისაგან, ნიადაგს ამ ადგილას აქვს წყალბადის მაჩვენებლის მაღალი დონე[3]. კუნძულების დაბლობებში ჭარბობს ნაყოფიერი ალუვიონური ნიადაგი. ატიუს და მანგაიას ზოგიერთი შიდა რაიონები განიცდის ძლიერ ეროზიას (ეს გამოწვეულია ანანასის პლანტაციების გაშენებით). კუნძულ რაროტონგას მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ეროდირებული ნიადაგით.

ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულებზე პატარა ფართის და პატარა სიმაღლის გამო არ არსებობს არანაირი მდინარეები[10]. ამის მაგივრად წყალი, ჩაედინება რა მიწის ქვეშ, წარმოქმნის ლინზას მსუბუქად მარილიანი წყლით. მაგრამ ეს წყლის მარაგი სწრაფად ილევა, ამიტომაც ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად წვიმის წყლის იმედზეა, რომელსაც ისინი აგროვებენ სპეციალურ რეზერვუარებში. პუკაპუკას, ნასაუს, რაკაჰანგას კუნძულებზე არის ჭები.

სამხრეთის ჯგუფის ვულკანურ კუნძულებზე არსებობს კარგი ხარისხის მტკნარი წყლის მარაგი. მაგალითად, რაროტონგის და მანგაიას მცხოვრებნი იღებენ აუცილებელ წყალს წყაროებიდან და პატარა რუებიდან, რომელიც მოედინება კუნძულის ხეობებში, ხოლო სხვა ჯგუფის კუნძულებზე არსებობს გრუნტის წყლების დიდი მარაგი[10].

ფლორა და ფაუნა

კუკის კუნძულების ფლორა დიდი არაფრით განსხვავდება წყნარი ოკეანის სხვა ატოლების მცენარეულობებისაგან. მხოლოდ სამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე მცენარეული საფარი უფრო მრავალფეროვანია, რაც აიხსნება ამ კუნძულების გეოლოგიური აგებულებისა და ვულკანური წარმოშობის თავისებურებებით. მათში შეიძლება გამოვყოთ განსაზღვრული მცენარეულობის რამდენიმე ზონა: ამაღლებული ატოლის (მაკატეა) ფლორა, სანაპირო ფლორა, ჭაობიანი ადგილების ფლორა, გვიმრანაირნების სახეობები, ტყეები[11].

მაკატეას მცენარეული სახეობები თამაშობენ ძალიან მთავარ როლს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში. კუნძულებზე თხების და ღორების გამოჩენამდე მაკატეას რაიონები პრაქტიკულად ადამიანის ხელუხლებელი რჩებოდა. მათზე დღესაც კი იზრდება მცენარეულობის დიდი რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი გამოიყენება სამედიცინო მიზნებისათვის, საცხოვრებელის ასაშენებლად, კანოებისათვის. იმ კუნძულების სანაპირო ფლორა, როგორებიცაა რაროტონგა და აიტუტაკი, განიცდის მნიშვნელოვან ანტროპოგენურ ზემოქმედებას ტურიზმის განვითარების გამო. ტრადიციული მცენარეულობის გარდა ნაპირზე გვხვდება დიდი რაოდენობით ადამიანის მიერ შემოტანილი მცენარეები, მაგალითად, მიმოზა[11]. კუკის არქიპელაგის კუნძულის ჭაობიან ადგილებში იზრდება ამ ადგილებისთვის ტიპიური მცენარეები, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას მოჰყავთ ტარო. ატიუს, მანგაიას, მაუკეს და რაროტონგას კუნძულებზე თანმიმდევრობით გვხვდება გვიმრები, რომლებიც იცავენ ნაყოფიერი ნიადაგის თხელ ფენას გამორეცხვისაგან. ტენიან ჯუნგლებს უკავიათ რაროტონგას კუნძულის 64 %, ნისლიან ტყეებს (ტროპიკული მარადმწვანე ტყეები მთების ფერდოებზე 400 მ სიმაღლეზე ნისლის კონდენსაციის ზოლში), რომელშიც იზრდება ბევრი ენდემური მცენარე, — კუნძულის 3 %-მდე[11].

ვულკანური წარმოშობის კუნძულისათვის ტიპიური მცენარეებია კაზუარინები (ლათ. Casuarinaceae), ჰიბისკუსები (ლათ. Hibiscus), ევროპელების შემოტანილი ფრანგიპანი და ბუგენვილეა (ლათ. Bougainvillea). ატოლების მცენარეულობის სიმეჩხერე, სადაც ნიადაგი ძლიერ ღარიბია და ერთადერთი მტკნარი წყლის წყარო არის წვიმა, წარმოდგენილია პანდანუსებით. ამასთან ერთად იზრდება ქოქოსის პალმები.

ხმელეთის ძუძუმწოვრები უპირატესად წარმოდგენილია კუნძულზე ადამიანის მიერ გარედან ჩაყვანილი ცხოველებით: ძაღლებით, ღორებით და კატებით. რაროტონგას და მანგაიას კუნძულებზე ბინადრობენ ტონგური მფრინავი მელია (ლათ. Pteropus tonganus), ფართოდ გავრცელებულია პატარა ვირთხები (ლათ. Rattus exulans) და პალმის ქურდები (ლათ. Birgus latro).

კუკის კუნძულების ფრინველთა სამყარო ძალიან მდიდარია. ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულებზე, რომლებიც ძირითადად დაფარულია ქოქოსის პალმებით, ბინადრობს მხოლოდ ერთი ხმელეთის ფრინველი — წყნარი ოკეანის შხამნაყოფიანი მტრედი (ლათ. Ducula pacifica), რომელიც იკვებება უმშვენიერესი გეტარდის (ლათ. Guettarda speciosa) ნაყოფით[12]. მაგრამ ისეთი კუნძულები, როგორებიცაა სუვაროვი და ტაკუტეა, რომლებიც არიან მსხვილი ფრინველთა ბაზრის ადგილები, სადაც ბუდობენ ბევრი ზღვის ფრინველთა სახეობები: შავი ფუსკატა (ლათ. Sterna fuscata), ფრეგატ არიელი (ლათ. Fregata ariel), წითელფეხიანი სულა (ლათ. Sula sula), წითელკუდიანი ფაეტონი (ლათ. Phaethon rubricauda), ფრეგატ მინორი (ლათ. Fregata minor), სერი სულა (ლათ. Sula leucogaster), ცისფერსახიანი სულა (ლათ. Sula dactylatra), ტაიტური ნუმენიუსი (ლათ. Numenius tahitiensis)[12]. სამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე ბინადრობს ადგილობრივი არაემიგრირებული ხმელეთის ფრინველთა 11 სახეობა. მათ ეკუთვნის ენდემურ ფრინველთა ოთხი სახეობა, რომლებიც ბინადრობენ მხოლოდ ერთი კუნძულის საზღვრებში, ენდემურ ფრინველთა ორი სახეობა ბუდობს ორ კუნძულზე და არაენდემურ ფრინველთა ხუთი სახეობა[12].

ისტორია

რადიონახშირბადის ანალიზის მონაცემებით, კუკის კუნძულების სამხრეთის ჯგუფში თავდაპირველად დასახლდნენ პოლინეზიელები დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 500 წელს. შედარებითი ლინგვისტიკის მონაცემების მიხედვით, სამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე მოსახლეობა დასახლდა საზოგადოების კუნძულებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, იქ დასახლდა მარკიზის კუნძულებიდან. ამასთან ერთად გაყოფა პრამარკიზულ და პრატაიტურ ენებს შორის მოხდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 900 წელს. ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულებზე (გარდა პუკაპუკასი, რომელზეც მოსახლეობა სავარაუდოდ დასახლდა კუნძულ სამოადან) მოსახლეობა გადმოსახლდა ან სამხრეთის ჯგუფის კუნძულებიდან, ან პირდაპირ საზოგადოების კუნძულებიდან.

ესპანელი ზღვაოსანი ალვარო დე მენდანია და პედრო ფერნანდეს კიროსი გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც მიაღწიეს კუნძულს. პირველად აღმოჩენილი იქნა კუნძული პუკაპუკა, რომელსაც 1595 წელს მენდანიამ სახელად დაარქვა კუნძული სან-ბერნარდო. უკვე XVII საუკუნის შუაში კუნძულები გამოიკვლიეს ბრიტანელმა ზღვაოსნებმა. 1773—1774 წლებში და 1777 წელს გამოჩენილმა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა კუნძულები მანუაე, პალმერსტონი, მანგაია და ატიუ. მან აღმოჩენილ სამხრეთის ჯგუფის კუნძულებს სახელად დაარქვა ჰერვის კუნძულები. თავისი დღევანდელი დასახელება არქიპელაგმა მიიღო მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც კუნძულები შეისწავლა რუსმა მოგზაურმა ივან კრუზენშტერნმა.

1820-იანი წლების დასაწყისში კუკის კუნძულებზე გადასხდნენ პირველი მისიონერები ლონდონის მისიონერული საზოგადოებიდან (პირველი გახდა ჯონ უილიამსი). ქრისტიანობა გავრცელდა ძალიან მალე, და ეკლესია კუნძულებზე უმალვე დაეუფლა პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცხოვრების კონტროლს. მისიონერების გამოჩენამ ხელი შეუწყო არქიპელაგზე მშვიდობის დამყარებას (მანამდე ადგილობრივი ტომები ერთმანეთში მუდმივად იმყოფებოდნენ საომარ მდგომარეობაში). მიუხედავად ამისა, იყო უარყოფითი შედეგებიც: ავადმყოფობის შედეგად, რომლებიც ევროპელებმა შეიტანეს კუკის კუნძულებზე, ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვმა განიცადა მყისიერი კლება.

1843 წელს საფრანგეთის მიერ კუნძულ ტაიტის დაპყრობის შემდეგ კუკის კუნძულების არიკებმა (ადგილობრივი ბელადები) მიმართეს ბრიტანეთის იმპერიას დახმარებისათვის. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის პროტექტორატი რაროტონგაზე (მოგვიანებით ჩრდილოეთისა და სამხრეთის ჯგუფის ყველა კუნძულზე) გამოცხადდა მხოლოდ 1888 წელს. არქიპელაგზე დიდი ინტერესი ჰქონდა ახალ ზელანდიას, მაგრამ იდეის «კოლონიის კოლონია»ს წინააღმდეგ (იმ მომენტში ახალი ზელანდია იყო ბრიტანეთის კოლონია) გამოდიოდნენ კუკის კუნძულების მაორის ტომების უმრავლესობა, რომლებსაც უნდოდათ ბრიტანეთის იმპერიის დაცვის ქვეშ ყოფნა. მაგრამ უკვე 1901 წელს კუნძულების მართველობა გადაეცა ახალ ზელანდიას. 1960 წელს კუკის კუნძულებმა ანტიკოლონიური მოძრაობის შედეგად, წყნარი ოკეანის ერებს შორის ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა შიდა თვითმმართველობა. 1965 წლის 4 აგვისტოს კუკის კუნძულები გახდა თვითმმართველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ახალ ზელანდიასთან თანამეგობრობაში.

ბოლო ათწლეულებში გამოვლინდა ეკონომიკური და სოციალურ სფეროებში წინსვლა, გაფართოვდა ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილება, შედეგად, გაიზარდა კუკის კუნძულების დამოუკიდებლობა (მაგალითად, საგარეო პოლიტიკის სფეროში, ახალ ზელანდიასთან თავისუფალი ასოციაციიდან ცალმხრივად გამოსვლის უფლებით). 1990-იანი წლების შუაში ქვეყანამ გადაიტანა დიდი ფინანსური კრიზისი. რის შედეგადაც გაუარესდა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაიზარდა ემიგრაცია ახალ ზელანდიაში, ხდებოდა მთავრობებისა და პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა.

პოლიტიკური მოწყობა

სახელმწიფო წყობა

კუკის კუნძულები — ახალ ზელანდიასთან თავისუფლად ასოცირებული თვითმართვადი ტერიტორიაა. ამაში მოიაზრება კუნძულების დამოუკიდებლობა ტერიტორიის შიდა საკითხების მოგვარებაში (კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის კუკის კუნძულების მთავრობას, საკანონმდებლო — კუკის კუნძულების პარლამენტს, და არა ახალი ზელანდიის პარლამენტს), ახალი ზელანდიის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნა, რომელსაც ხელმძღვანელობს ახალი ზელანდიის მონარქი დედოფალი ელისაბედ II, ტერიტორიის მოსახლეობისთვის ახალი ზელანდიის მოქალაქეობის მინიჭება (მაგრამ მათ არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ახალი ზელანდიის არჩევნებში და სოციალური დახმარების მიღება იმ დრომდე, სანამ არ გახდებიან ახალი ზელანდიის მუდმივი რეზიდენტები). საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა რჩება ახალი ზელანდიის ხელისუფლების პრეროგატივა.

1965 წლის 4 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია ადგენს მონარქიული ფორმის მმართველობას ვესტმინსტერული სისტემის პარლამენტარიზმით, როგორიც მოქმედებს ახალ ზელანდიაში. მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპები მჭიდროდ გადახლართულია ადგილობრივ ტრადიციებთან. მაგალითად, საარჩევნო ოლქები ფორმირდება მიწისა და საზღვრების ტრადიციული დაყოფის საფუძველზე, რომლებიც გაწელილია კუნძულების შიდა რაიონებიდან ოკეანისკენ[13].

საკანონმდებლო ხელისუფლება

საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა — 24 დეპუტატისაგან შემდგარი ერთპალატიანი პარლამენტი[14] (2003 წლამდე — 25 დეპუტატი[15]), რომლებიც არჩეული არიან საყოველთავო ფარული კენჭისყრით. თითოეული დეპუტატი წარმოადგენს ცალკეულ ოლქს, ზოგიერთ შემთხვევაში — მთელ კუნძულს. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ვადა — 5 წელია[16].

პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები ირჩევენ სპიკერს და მის მოადგილეს.

აღმასრულებელი ხელისუფლება

კუკის კუნძულების კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურია მისი უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, რომელიც კუნძულებზე წარდგენილია დედოფლის წარმომადგენლით (ინგლ. Queen’s Representative — ძველად უმაღლესი კომისრით), რომელსაც ნიშნავს დედოფალი სამი წლის ვადით ხელახალი დანიშვნის უფლებით. დედოფლის წარმომადგენელი მოქმედებს მინისტრთა კაბინეტის, პრემიერ-მინისტრის ან შესაბამისი მინისტრის რჩევით. თუ მინისტრთა კაბინეტს, პრემიერ-მინისტრს ან შესაბამის მინისტრს დედოფლის წარმომადგენელთან შეაქვთ რომელიმე წინადადება და თუ დედოფლის წარმომადგენელი წინადადების შემოსვლის თარიღიდან 14 დღის განმავლობაში მას არ უარყოფს, ითვლება, რომ წინადადება მიღებულია. დედოფლის წარმომადგენელი პარლამენტის აქტებს ანიჭებს კანონის ძალას, იღებს უფლებამოსილების სიგელს[13].

მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება თავჯდომარე პრემიერ-მინისტრისაგან და არანაკლებ 6 და არაუმეტეს 8 მინისტრისაგან, ინიშნება პარლამენტის წევრებისაგან (ერთი მინისტრი ინიშნება არა პარლამენტის წევრისაგან). მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიშნავს ბრიტანეთის დედოფლის წარმომადგენელი პარლამენტის წევრებიდან. დანარჩენი მინისტრები ასევე ინიშნებიან დედოფლის წარმომადგენლის მიერ პარლამენტის წევრებიდან, მაგრამ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგენით.

სასამართლო ხელისუფლება

კუნძულებზე მოქმედებს საერთო სამართალი — სამართლებლივი სისტემა, რომელშიც სამართლის წყაროდ მიიჩნევა სასამართლო პრეცედენტი[16]. ქვეყნის უმაღლესი კანონია კუკის კუნძულების კონსტიტუცია. სასამართლო ორგანოებს წარმოადგენს უმაღლესი სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, მიწის სასამართლო და საიდუმლო საბჭო.

კუკის კუნძულების უმაღლესი სასამართლო შედგება უმაღლესი მოსამართლით და მოსამართლეებისგან, რომელსაც ნიშნავს დედოფლის წარმომადგენელი აღმასრულებელი საბჭოს წარდგენით. უმაღლესი სასამართლო იყოფა სამოქალაქო საქმეთა, სისხლის სამართლის, მიწის საქმეთა განყოფილებებად. კუკის კუნძულების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები შეიძლება გახდნენ მხოლოდ კუკის კუნძულების მოქალაქეები, რომლებსაც არანაკლებ 7 წელი უმუშავიათ ბარისტერის თანამდებობაზე ახალ ზელანდიაში ან ერთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებში.

აპელაციური სასამართლო შედგება სამი მოსამართლისაგან, რომელსაც ასევე ნიშნავს დედოფლის წარმომადგენელი. საიდუმლო საბჭო განიხილავს სარჩელს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

საარჩევნო ოლქები

საარჩევნო უფლებები მინიჭებული აქვთ კუკის კუნძულების მოქალაქეებს, ახალი ზელანდიის მოქალაქეებს, პირებს, რომლებსაც აქვთ კუკის კუნძულების მუდმივი რეზიდენტის სტატუსი, პირებს, რომლებიც ცხოვრობდნენ როდესმე ქვეყანაში არანაკლებ 12 თვისა. მაგრამ თუ ადამიანი იმყოფებოდა კუკის კუნძულების ფარგლებს გარეთ სამი ან მეტი თვის განმავლობაში, მას ერთმევა უფლება პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ხელმეორედ ეძლევა, თუ პირი იმყოფებოდა კუკის კუნძულების ტერიტორიაზე სამი ან მეტი თვის განმავლობაში[14].

საარჩევნო ოლქები
რაროტონგა ტუპაპა-მარაერენგა; ტაკუვაინე-ტუტაკიმოა; ავატიუ-რუატონგა-პალმერსტონი; ნიკაო-პანამა; რუააუ; აკაოა; მურიენუა; ტიტიკავეკა; ნგატანგიია ; მატავერა
აიტუტაკი ამური-ურეია; არუტანგა-რეურეუ-ნიკაუპარა; ვაიპაე-ტაუტუ
მანგაია ონეროა; ივირუა; ტამარუა
ატიუ ტიენუი-მაპუმაი; ტენგატანგი-არეორა-ნგატიარუა
სხვა კუნძულები მაუკე; მიტიარო; რაკაჰანგა; მანიჰიკი; პუკაპუკა-ნასაუ; პენრინი

თითოეული საარჩევნო ოლქი წარმოადგენს ერთ დეპუტატს ქვეყნის პარლამენტში. რის შედეგადაც, რაროტონგას კუნძული პალმერსტონთან ერთად პარლამენტში წარდგენილია 10 დეპუტატით, აიტუტაკი და მანგაია — 3 დეპუტატით, ატიუ — 2 დეპუტატით, მაუკე, მიტიარო, რაკაჰანგა, მანიჰიკი, პენრინი — 1 დეპუტატით, პუკაპუკა ნასაუსთან ერთად — 1 დეპუტატით.

პოლიტიკური პარტიები

კუკის კუნძულებზე მოქმედებს მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია: კუკის კუნძულების პარტია და კუკის კუნძულების დემოკრატიული პარტია. ადრე მოქმედებდნენ სხვა რამოდენიმე ხანმოკლე პოლიტიკური გაერთიანებები.

ადმინისტრაციული დაყოფა

ნასაუს გარდა (რომელსაც მართავს პუკაპუკას მთავრობა, სუვაროვი, რომლის მაცხოვრებელსაც მხოლოდ ერთი დარაჯი წარმოადგენს ასევე პუკაპუკას მმართველობის ქვეშაა და არ ითვლება დასახლებულ კუნძულად) ყველა მოშორებულ კუნძულს ჰყავს თავისი საბჭო. ყველა საბჭოს ხელმძღვანელობს მერი.

სხვა მოშორებული კუნძულები არიან
აიტუტაკი (მოიცავს დაუსახლებელ მანუაეს)
მანგაია
ატიუ (მოიცავს დაუსახლებელ ტაკუტეას)
მაუკე
მიტიარო
მანიჰიკი
პენრინი
რაკაჰანგა
პუკაპუკა (მოიცავს ნასაუს და დაუსახლებელ სუვაროვს)
პალმერსტონი
პაროტონგას ყოფილი ოლქები

1997 წელს დაარსდა პაროტონგას სამი ოლქი (vaka - საბჭო) რომლებსაც ასევე მერები ხელმძღვანელობდნენ,[17] და გაუქმდნენ 2008 წელს.[18]

ქვედა დონეზე არის სოფლების კომიტეტები. ნასაუს (რომელსაც მართავს პუკაპუკას მთავრობა) აქვს თავისი კუნძულის კომიტეტი, რომელიც აძლევს რეკომენდაციებს პაპუკაზე არსებულ საბჭოს.

მოსახლეობა

2011 წლის აღწერის მიხედვით კუკის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 14 974 კაცს[19], აქედან 10 572 ცხოვრობს კუნძულ რაროტონგაზე საერთო ფართობით 67,1 კმ²[19]. დედაქალაქ ავარუაში ცხოვრობს 6935 კაცი[20]. მოსახლეობის 92,57 % (13 862 ად.) ცხოვრობს სამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე, თითქმის სამი მეოთხედი — რაროტონგაზე. კუნძულები მანუაე, სუვაროვი და ტაკუტეა დაუსახლებელია. ყველაზე მცირედ დასახლებული კუნძულია პალმერსტონი (60 კაცი).[19]

2011 წელს მამაკაცები შეადგენდნენ მოსახლეობის 50,02 % (7490 ად.[19]), ხოლო ქალები — 49,98 % (7484 ად.[19]).

კუკის კუნძულების უდიდეს ნაწილს (87,7 %) შეადგენენ — კუკის კუნძულების მაორები, რომლებიც ეთნიკურად ახლოა საფრანგეთის პოლინეზიისა და ახალი ზელანდიის ძირძველ მოსახლეობასთან. საზღვარგარეთიდან მოსული მოსახლეობის რიცხვი მცირეა — 6,5 %. დანარჩენი მოსახლეობის რიცხვი შეადგენს მაორებისა და საზღვარგარეთიდან მოსული ადამიანების შერეული ქორწინებით დაბადებულ შთამომავლებს. მიუხედავად დასავლური კულტურის მნიშვნელოვანი გავლენისა, კუკის კუნძულების ტრადიციული კულტურა არ გამქრალა და აგრძელებს თავის განვითარებას.

კუკის კუნძულების მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს პოლინეზიურ ენებზე, უპირველეს ყოვლისა, კუკის კუნძულების ენაზე (კუკის კუნძულების მაორები), რომელიც გახდა ოფიციალური ენა 2003 წელს[21].

მეორე სახელმწიფო ენაა — ინგლისური. ის არის მშობლიური ენა ატოლ პალმერსტონის ყველა მოსახლისათვის.

ქრისტიანობა კუკის კუნძულებზე გაბატონებული რელიგიაა. კუკის კუნძულების თანამედროვე საზოგადოებაში მოსახლეობის უმეტესობა (55,9 %) კუკის კუნძულების ქრისტიანული ეკლესიის მიმდევარია (პროტესტანტები). დაახლოებით 17 % — კათოლიკე, მეშვიდე დღის ადვენტისტები — 7,9 %, იეღოვას მოწმეები — 1,2 %.

ველური ბუნება

  • კუკის კუნძულების ეროვნული ყვავილია: ტაიტური გარდენია (Tiare māori ან Tiale māoli პერინზე, ნასაუზე და პუკაპუკაზე).[22]
  • კუკის კუნძულებზე ბევრია შავი ვირთხა[23] და პოლინეზიური ვირთხა[24], რომლებმაც კუნძულებზე ჩიტების რაოდენობის შემცირება გამოიწვიეს.[25]
  • 2007 წელს ატიუზე და რიმატარაზე ხელახლა შეიყვანეს, 27 ლალისფერი ლორი-განდეგილი. ნამარხები და გადმოცემები ადასტურებენ, რომ ეს ფრინველი მინიმუმ ხუთ სამხრეთულ კუნძულზე იყო გავრცელებული. სავარაუდოდ მათი წითელი ბუმბულების გადაჭარბებული გამოყენება იყო მათი კუკის კუნძულებიდან გაქრობის მიზეზი.[26]

სქოლიო

  1. Cook Statistics Office.. Total Population and Land Area by Island.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2007-08-24.
  2. Oceandots.com.. Cook Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 04-09-2007.
  3. 3.0 3.1 Alain Bonneville.. The Cook-Austral volcanic chain. MantlePlumes.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 04-09-2007. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "ბ" defined multiple times with different content; $2
  4. 4.0 4.1 George Szentes.. (2005) Caves of the Cook Islands. The British Caver. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 04-09-2007.
  5. Cook Islands National Report.. (2002) Geology. Cook Island Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2007-08-27.
  6. Ocean and Islands Programme for Cook Islands.. Past Interventions. SOPAC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-05-04. ციტირების თარიღი: 05-09-2007.
  7. Manganese Nodules in the Cook Islands.. Value of some metals. SPC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 05-09-2007.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Cook Islands Initial National Communication Under the United Nations Framework Convention on Climate Change.. (October 1999 Revised Edition, March 2000) Climate. Cook Island Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2007-08-23.
  9. 9.0 9.1 Cook Islands National Report.. (2002) Soils. Cook Island Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2007-08-27.
  10. 10.0 10.1 Cook Islands National Report.. (2002) Water. Cook Island Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2007-08-27.
  11. 11.0 11.1 11.2 Cook Islands National Report.. (2002) Flora. Cook Island Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2007-08-27.
  12. 12.0 12.1 12.2 Fat Birder.. (2002) Cook Islands Birds. Cook Island Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 05-09-2007.
  13. 13.0 13.1 Transparency International Country Study Report.. Cook Islands.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 10-09-2007.
  14. 14.0 14.1 Cook Islands Sessional Legislation.. Constitution Amendment (No 26) Act 2003.. PacLII Databases. ციტირების თარიღი: 12-09-2007.
  15. Cook Islands Sessional Legislation.. Constitution of the Cook Islands.. PacLII Databases. ციტირების თარიღი: 12-09-2007.
  16. 16.0 16.1 Cook Islands Sessional Legislation. Government of the Cook Islands.. PacLII Databases. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 12-09-2007.
  17. http://www.transparency.org.au/documents/cookislands.pdf
  18. RAROTONGA LOCAL GOVERNMENT (REPEAL) BILL TO BE TABLED, Cook Islands Government and HERALD WEEKLY ISSUE 393 :09 February 2008
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 მოსახლეობის აღწერა (2011)
  20. Cook Statistics Office.. Rarotonga Total Population by Census Districts and Age Groups.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-04. ციტირების თარიღი: 2007-08-24.
  21. TE REO MAORI ACT 2003. University of the South Pacific. ციტირების თარიღი: 2007-08-15.
  22. Cook Islands Wildlife. govisitcookislands.com.
  23. Cook Islands Biodiversity: Rattus rattus - Ship Rat. Cookislands.bishopmuseum.org. ციტირების თარიღი: 2011-11-18.
  24. "Cook Islands Biodiversity: Rattus exulans - Pacific Rat". Cookislands.bishopmuseum.org. ციტირების თარიღი: 2011-11-18.
  25. Cook Islands Biodiversity: The Status of Cook Islands Birds - 1996. Cookislands.bishopmuseum.org (2005-09-24). ციტირების თარიღი: 2011-11-18.
  26. BirdLife International: Rimatara Lorikeet (Vini kuhlii) at. Birdlife.org. ციტირების თარიღი: 2011-11-18.

ლიტერატურა

  • Gilson, Richard. The Cook Islands 1820-1950. Wellington, New Zealand: Victoria University Press, 1980. ISBN 0705507351

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA