მეჰმედ III: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42: ხაზი 42:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* Quataert, Donald. The Ottoman Empire, 1700-1922, p.90. Cambridge University Press, 2000. ISBN 0-521-63328-1
* [[ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
* Kinross, John Patrick. Ottoman Centuries, p.288. William Morrow & Co., 1977. ISBN 0-688-03093-9



{{ოსმალეთის იმპერიის სულთნები}}
{{ოსმალეთის იმპერიის სულთნები}}

17:07, 8 ივლისი 2014-ის ვერსია

მეჰმედ III
Üçüncü Mehmet
ოსმალეთის მე-13 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1595
მმართ. დასასრული: 1603
წინამორბედი: მურად III
მემკვიდრე: აჰმედ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 მაისი 1568
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 22 დეკემბერი 1603
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ჰანდან სულთანი
შვილები: აჰმედ I
მუსტაფა I
იაჰია
დინასტია: ოსმანები
მამა: მურად III
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

მეჰმედ III (თურქ. Üçüncü Mehmet) ( დ. 26 მაისი 1568 — გ. 22 დეკემბერი 1603) — ოსმალეთის იმპერიის მე-13 სულთანი. მურად III-ის მემკვიდრე.

მეჰმედ III ტახტზე 1595 წელს ავიდა და მაშინვე სიკვდილით დასაჯა თავისი 19 ძმა, რადგან მათი მხრიდან შეთქმულების ეშინოდა. იგივე შიში გახდა იმის მიზეზი, რომ მეჰმედმა შემოიღო დამღუპველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც უფლისწულებს ეკრძალებოდათ მამის სიცოცხლეში მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვის საქმეებში, რის გამოც ისინი შინა პატიმრობაში ჰყავდათ ჰარამხანაში, სპეციალურ «გისოსებში».

მეჰმედ III-ის მმართველობის დასაწყისში კონსტანტინოპოლში დაიჭირეს რუსეთის ელჩი დანილო ისლენიევი, რომელიც მოგვიანებით უკვალოდ გაქრა.

ავსტრიელების წარმატებამ დუნაიზე გამოიწვია ხალხისა და იანიჩარების აჯანყება კონსტანტინოპოლში. 1596 წელს დიდი ვეზირისა და შეიჰულ ისლამის რჩევით მეჰემდი ჯარით დაიძრა უნგრეთისაკენ და გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და დაუბრუნდა თავის განებივრებულ ცხოვრებას კონსტანტინოპოში.

აზიურ ოლქებში, რომლებიც სპარსეთს ემორჩილეობდა, მიმდინარეობდა აჯანყებები, ამიტომ მის ჩასახშობად შეიჭრნენ სპარსელები. მოიშალა როგორც შიდა მმართველობა, ასევე კონტროლი ჯარზე. მეჰმედ III-ის მმართველობიდან დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაცემის ხანა.

გარყვნილ და სისხლისმსმელ მეჰმედ III-ს (რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქრისტიანების მიმართ) ყველაფრის მიუხედავად უყვარდა ლიტერატურა და პოეზია და თვითონაც წერდა ლექსებს.

ლიტერატურა

  • Quataert, Donald. The Ottoman Empire, 1700-1922, p.90. Cambridge University Press, 2000. ISBN 0-521-63328-1
  • Kinross, John Patrick. Ottoman Centuries, p.288. William Morrow & Co., 1977. ISBN 0-688-03093-9