ისაყ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10: ხაზი 10:
{{თარგი:სამცხის ათაბაგები}}
{{თარგი:სამცხის ათაბაგები}}
[[კატეგორია:ახალციხის ფაშები]]
[[კატეგორია:ახალციხის ფაშები]]
[[კატეგორია:ჯაყელები]]

10:32, 26 ივნისი 2014-ის ვერსია

ისაყ I ჯაყელი, ახალციხის ფაშა 1701-1745 დროგამოშვებით. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ სალიმმა წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ (1701) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენიმეჯერ დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით 1718-იდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა 1723-1724 ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების და კერძოდ, საქართველოს დაპრობაში. 1727, იესე მეფის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ისაყ I-ს მორჩილებდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალურ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. 1735, როდესაც ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. 1737 ტახტი შვილს, იუსუფ III-ს დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი 1744, ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა ტახტს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975
  • ლომსაძე შ.,ქსე, ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980