ლიუთფი-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „დამატ ჩელები ლუტფი-ფაშა“ გადაიტანა გვერდზე „ლიუთფი-ფაშა“
ხაზი 45: ხაზი 45:
==გარდაცვალება==
==გარდაცვალება==
დამატ ჩელები ლუტფი-ფაშა გარდაიცვალა [[1564]] წლის [[27 მარტი|27 მარტს]]
დამატ ჩელები ლუტფი-ფაშა გარდაიცვალა [[1564]] წლის [[27 მარტი|27 მარტს]]


{{ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირები}}

15:18, 25 ივნისი 2014-ის ვერსია

დამატ ჩელები ლუტფი-ფაშა
Damat Çelebi Lütfi Paşa
ოსმალეთის 33-ე დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 13 ივლისი, 1539
მმართ. დასასრული: 1541
წინამორბედი: აიას მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ჰადიმ სულეიმან-ფაშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1488
დაბ. ადგილი: ალბანეთი
გარდ. თარიღი: 27 მარტი, 1564
გარდ. ადგილი: დიდიმოტიკა
მეუღლე: შაჰ სულთანი
შვილები: ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი
ნესიჰან სულთანი
რელიგია: ისლამი

დამატ ჩელები ლუტფი-ფაშა (თურქ. Damat Çelebi Lütfi Paşa; დ. 1488 — გ. 27 მარტი, 1564) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1539 წლიდან 1541 წლის ჩათვლით.სულთან სულეიმანის სიძე(დამატი).

ბიოგრაფია

ლუტფი-ფაშა დაიბადა 1475-1480 წლებში.ნამდვილი წარმოშობა უცნობია. მაგრამ იგი ალბანელად ითვლება. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მოხვდა ედირნეს სასახლეში, სადაც განათლება მიიღო.

კარიერა

ლუტფი-ფაშა დანიშნული იყო სანჯაყ-ბეიდ კასთამონუში, ბეილერბეიდ კარამანში, ანატოლიაში და სირიაში. მიიღოი მონაწილეობა სულთან სულეიმანის ლაშქრობებში: ბენგრადის, როდოსის, უნგრეთის, ვენის და ბაღდადის ლაშქრობებში. 1534 წელს ლუტფი-ფაშა დაინიშნა რუმელიის ბეილერბეიდ. 1537 წელს მან ასევე მონაწილეობა მიიღო იტალიისა და ვენეციის ომში.

1539 წელს სულეიმანმა ლუტფი-ფაშა დედაქალაქში იხმო,იმის შემდეგ რაც დიდი ვეზირი აიას მეჰმედ-ფაშა ეპიდემიამ იმსხვერპლა. 1539 წლის 13 ივლისს ფაშა ოფიციალურად დამტკიცდა დიდი ვეზირის პოსტზე, რომელიც 1541 წლამდე შეინარჩუნა. 1541 წელს შაჰ სულთანი ლუტფი-ფაშას გაშორდა, რის შემდეგაც იგი მოიხსნა პოსტიდან და დიდიმოტიკაში გაიგზავნა.

ოჯახი

1523 წელს ლუტფი-ფაშა დაქორწინდა სულეიმან დიდებულის დაზე - შაჰ სულთანზე. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ორი ქალიშვილი - ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი და ნესლიჰან სულთანი.

გარდაცვალება

დამატ ჩელები ლუტფი-ფაშა გარდაიცვალა 1564 წლის 27 მარტს