ნურბანუ სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 16: ხაზი 16:
[[1574]] წელს, [[სელიმ II|სელიმის]] გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ნურბანუსა და სელიმის 28 წლის შვილი [[მურად III|მურადი]]. ნურბანუ გახდა [[ვალიდე-სულთანი]]. ისევე როგორც მამამისმა, სულთან მურადმაც ურთიერთობა დაიჭირა მხოლოდ ერთ ხარჭასთან – [[საფიე სულთანი|საფიესთან]].
[[1574]] წელს, [[სელიმ II|სელიმის]] გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ნურბანუსა და სელიმის 28 წლის შვილი [[მურად III|მურადი]]. ნურბანუ გახდა [[ვალიდე-სულთანი]]. ისევე როგორც მამამისმა, სულთან მურადმაც ურთიერთობა დაიჭირა მხოლოდ ერთ ხარჭასთან – [[საფიე სულთანი|საფიესთან]].


ნურბანუს შვილი ესმეხანი ცოლად გააყოლეს დიდ ვეზირს [[სოკოლუ მეჰმედ-ფაშა|მეჰმედ სოკოლუს]], ქვეყანაში მეორე პირს, რამაც გაზარდა ვალიდეს გავლენა. პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტისას [[მურად III]] ეყრდნობოდა დედის გადაწყვეტილებებს, რომელიც გარდაცვალებამდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ითვლება, რომ ნურბანუს პოლიტიკა იყო პროვენეციური და აქედან გამომდინარე გენუის საწინააღმდეგო. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მან მოწამლა გენუის ელჩი<ref>Фрили Дж. Тайны османского двора. Частная жизнь султанов. — Смоленск: Русич, 2004. — С. 62.</ref>. დაკრძალულია [[აია-სოფიას ტაძარი|აია-სოფიაში]] მეუღლის გვერდით.
ნურბანუს შვილი ესმეჰანი ცოლად გააყოლეს დიდ ვეზირს [[სოკოლუ მეჰმედ-ფაშა|მეჰმედ სოკოლუს]], ქვეყანაში მეორე პირს, რამაც გაზარდა ვალიდეს გავლენა. პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტისას [[მურად III]] ეყრდნობოდა დედის გადაწყვეტილებებს, რომელიც გარდაცვალებამდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ითვლება, რომ ნურბანუს პოლიტიკა იყო პროვენეციური და აქედან გამომდინარე გენუის საწინააღმდეგო. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მან მოწამლა გენუის ელჩი<ref>Фрили Дж. Тайны османского двора. Частная жизнь султанов. — Смоленск: Русич, 2004. — С. 62.</ref>. დაკრძალულია [[აია-სოფიას ტაძარი|აია-სოფიაში]] მეუღლის გვერდით.


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

20:37, 9 ივნისი 2014-ის ვერსია

ნურბანუ სულთნის დაკრძალვა (1592 წლის მინიატურა)

აფიფე ნურბანუ სულთანი (დაბადებით. სესილია ვენერ-ბაფო; თურქ. Afife Nûr-Banû Sultan, ოსმ. نور بانو سلطان; დაახლ. 15257 დეკემბერი, 1583) — ოსმალეთის სულთან სელიმ II-ის ცოლი და მურად III-ის დედა, ჰასეკი, პირველი ვალიდე-სულთანი „ქალთა სულთანატის“ პერიოდში.

წარმოშობა

წარმოშობით ვენეციის რესპუბლიკის ორი გავლენიანი საგვარეულოს წარმომადგენელია. მამამისი, როგორც ითვლება, იყო ნიკოლო ვენერი, ვენეციის კუთვნილი ბერძნული კუნძულის, პაროსის გუბერნატორი, ხოლო დედა ვიოლანტა ბაფო.

სხვა ვერსიის თანახმად, ძირითდად თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ნურბანუს ნამდვილი სახელია რაქელი და იგი ვიოლანტა ბაფოს და უცნობი ესპანელი ებრაელის შვილია. თუმცა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.

ხარჭა

1537 წელს კაპუდინ-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ დაიპყრო კუნძული პაროსი. სწორედ ამ დროს 12 წლის სესილია ტყვედ ჩავარდა. შემდეგ გაყიდეს სულთნის ჰარემში და გახდა შეჰზადე სელიმის ფავორიტი. კონიის სანჯაყ-ბეიდ დანიშვნის დროს სელიმმა საკუთარ ჰარემში გაიყოლა სესილია, სადაც მან ჯერ გოგონა, ხოლო 1546 წელს შეჰზადე მურადი გააჩინა[1]. სავარაუდოდ მისი და სელიმის შვილები არიან: შაჰი, გევჰერჰანი, ესმეხანი და ფატმა.

ჰასეკი

სელიმის მიერ ტახტის დაკავების შემდეგ ნურბანუს მდგომარეობა გართულდა. მას მოუწია სულთნის ჰარემის ხელმძღვანელობა გავლენიანი მფარველებისა და დამკვიდრებული კავშირების გარეშე. მალე სელიმმა მამას მიბაძა და ნურბანუ კანონიერ ცოლად შეირთო , მაგრამ ისევე როგორც სულეიმანისა და ჰიურემის კანონიერ ქორწინებაზე, სელიმისა და ნურბანუს ქორწინებაზეც ოსმალური წყაროები არაფერს ამბობენ, ალბათ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა მათ ტრადიციებს.

ვალიდე

1574 წელს, სელიმის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ნურბანუსა და სელიმის 28 წლის შვილი მურადი. ნურბანუ გახდა ვალიდე-სულთანი. ისევე როგორც მამამისმა, სულთან მურადმაც ურთიერთობა დაიჭირა მხოლოდ ერთ ხარჭასთან – საფიესთან.

ნურბანუს შვილი ესმეჰანი ცოლად გააყოლეს დიდ ვეზირს მეჰმედ სოკოლუს, ქვეყანაში მეორე პირს, რამაც გაზარდა ვალიდეს გავლენა. პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტისას მურად III ეყრდნობოდა დედის გადაწყვეტილებებს, რომელიც გარდაცვალებამდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ითვლება, რომ ნურბანუს პოლიტიკა იყო პროვენეციური და აქედან გამომდინარე გენუის საწინააღმდეგო. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მან მოწამლა გენუის ელჩი[2]. დაკრძალულია აია-სოფიაში მეუღლის გვერდით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Peirce L. P. The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. — New York: Oxford University Press, 1993. — P. 92.
  2. Фрили Дж. Тайны османского двора. Частная жизнь султанов. — Смоленск: Русич, 2004. — С. 62.