უეფა-ს ევროპა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10: ხაზი 10:
| ღზევდება =
| ღზევდება =
| ჩემპიონები = {{flagicon|ESP}} [[სევილია (საფეხბურთო კლუბი)|„სევილია“ სევილია]]
(3-ლი ტიტული)
| ჩემპიონები = {{flagicon|ESP}} [[სევილია (საფეხბურთო კლუბი)|„სევილია“ სევილია]]
(3-ლი ტიტული)
| ყველაზე ტიტულოვანი კლუბი = {{flagicon|ITA}} [[იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)|„იუვენტუსი“]]
{{flagicon|ITA}} [[ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)|„ინტერი“ მილანი]]
{{flagicon|ENG}} [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]]
{{flagicon|ESP}} [[სევილია (საფეხბურთო კლუბი)|„სევილია“]]
(3 ტიტული)
| ყველაზე ტიტულოვანი კლუბი = {{flagicon|ITA}} [[იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)|„იუვენტუსი“ ტურინი]]
{{flagicon|ITA}} [[ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)|„ინტერი“ მილანი]]
{{flagicon|ENG}} [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]]
{{flagicon|ESP}} [[სევილია (საფეხბურთო კლუბი)|„სევილია“]]
(3 ტიტული)
| ტვ =
| ტვ =
| ვებსაიტი = [http://www.uefa.com/uefaeuropaleague/index.html ოფიციალური]
| ვებსაიტი = [http://www.uefa.com/uefaeuropaleague/index.html ოფიციალური]

12:24, 19 მაისი 2014-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის ლიგა.
უეფა-ს ევროპის ლიგა
ფაილი:Europa League.png
კონფედერაცია უეფა (ევროპა)
დაარსდა 1971
კლუბ. რაოდენობა 48 (ჯგუფური ეტაპი)
160 (სულ)
მოქ. ჩემპიონი ესპანეთის დროშა „სევილია“ სევილია
(3-ლი ტიტული)
ყველაზე ტიტულოვანი იტალიის დროშა „იუვენტუსი“ ტურინი
იტალიის დროშა „ინტერი“ მილანი
ინგლისის დროშა „ლივერპული“
ესპანეთის დროშა „სევილია“
(3 ტიტული)

უეფა-ს ევროპის ლიგა (ინგლ. UEFA Europa League) — საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია უეფა. უეფა-ს ევროპის ლიგა ყველაზე პოპულალური საკლუბო საფეხბურთო ტურნირია ევროპაში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპის ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპის ლიგა.

ლონდონის „ჩელსი“ თასის მოქმედი მფლობელია. მან 2013 წლის 15 მაისს, ამსტერდამში, ლისაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა.

ისტორია

უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი ერნსტ ტომენის, იტალიელი ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად.[1] 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა-მ ითავა და 1971-1972 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.[2]

ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა.[3] დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004-2005 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.[3]

2009-2010 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპის ლიგა“.[4] შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე-ადგილოსნები ემატებათ, და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.[3]

თასი

ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი შამპანურით ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს მილანელმა ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი ევროს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი ჩემპიონთა თასივით არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება.

უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი უეფა ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.

გოლების სტატისტიკა

მონაცემები მოცემულია 2014 წლის 14 მაისის მდგომარეობით, საკვალიფიკაციოს ჩათვლით.

ადგილი მოთამაშე გოლი
1 შვედეთის დროშა ჰენრიკ ლარსონი 40
2 კოლუმბიის დროშა რადამელ ფალკაო 31
3 ნიდერლანდების დროშა კლას-იან ჰუნტელაარი 30
4 გერმანიის დროშა დიტერ მიულერი 29
5 საქართველოს დროშა შოთა არველაძე 27
6 იტალიის დროშა ალესანდრო ალტობელი 25
7 ხორვატიის დროშა მლადენ პეტრიჩი 24
8 პერუს დროშა კლაუდიო პიზარო 24
9 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 23
10 ინგლისის დროშა მარტინ ჩივერსი 22

ფინალები

სეზონი გამარჯვებული ქვეყანა ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1971-72 ტოტენჰემ ჰოტსპური დროშა: ინგლისი ინგლისი 2:1; 1:1 ვულვერჰემპტონი დროშა: ინგლისი ინგლისი
1972-73 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 3:0; 0:2 ბორუსია მიუნხენგლადბახი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1973-74 ფეიენოორდი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 2:2; 2:0 ტოტენჰემ ჰოტსპური დროშა: ინგლისი ინგლისი
1974-75 ბორუსია მიუნხენგლადბახი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 0:0; 5:1 ტვენტე დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები
1975-76 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 3:2; 1:1 ბრიუგე დროშა: ბელგია ბელგია
1976-77 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 1:0; 1:2 ატლეტიკი ბილბაო ესპანეთის დროშა ესპანეთი
1977-78 პსვ დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 0:0; 3:0 ბასტია დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1978-79 ბორუსია მიუნხენგლადბახი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 1:1; 1:0 ცრვენა ზვეზდა დროშა: სერბეთი სერბეთი
1979-80 აინტრახტი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 2:3; 1:0 ბორუსია მიუნხენგლადბახი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1980-81 იფსვიჩ ტაუნი დროშა: ინგლისი ინგლისი 3:2; 2:4 აზ '67 დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები
1981-82 გიოტერბორგი დროშა: შვედეთი შვედეთი 1:0; 3:0 ჰამბურგი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1982-83 ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია 1:0; 1:1 ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
1983-84 ტოტენჰემ ჰოტსპური დროშა: ინგლისი ინგლისი 1:1; 4:3 პენ. ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია
1984-85 რეალ მადრიდი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 3:2; 0:1 ვიდეოტონი დროშა: უნგრეთი უნგრეთი
1985-86 რეალ მადრიდი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 5:1; 0:2 კიოლნი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1986-87 გიოტერბორგი დროშა: შვედეთი შვედეთი 1:0; 1:1 დანდი იუნაიტედი დროშა: შოტლანდია შოტლანდია
1987-88 ბაიერი ლევერკუზენი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია 0:3; 3:0; 3:2 პენ. ესპანიოლი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1988-89 ნაპოლი იტალიის დროშა იტალია 2:1; 3:3 შტუტგარტი დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
1989-90 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 3:1; 0:0 ფიორენტინა იტალიის დროშა იტალია
1990-91 ინტერი იტალიის დროშა იტალია 2:0; 0:1 რომა იტალიის დროშა იტალია
1991-92 აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 2:2; 0:0 ტორინო იტალიის დროშა იტალია
1992-93 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 3:1; 3:2 ბორუსია დორტმუნდი დროშა: გერმანია გერმანია
1993-94 ინტერი იტალიის დროშა იტალია 1:0; 1:0 ზალცბურგი დროშა: ავსტრია ავსტრია
1994-95 პარმა იტალიის დროშა იტალია 1:0; 1:1 იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია
1995-96 ბაიერნი დროშა: გერმანია გერმანია 2:0; 3:1 ბორდო დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1996-97 შალკე 04 დროშა: გერმანია გერმანია 1:0; 0:1; 4:1 პენ. ინტერი იტალიის დროშა იტალია
1997-98 ინტერი იტალიის დროშა იტალია 3:0 ლაციო იტალიის დროშა იტალია
1998-99 პარმა იტალიის დროშა იტალია 3:0 მარსელი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1999-00 გალათასარაი დროშა: თურქეთი თურქეთი 0:0; 4:1 პენ. არსენალი დროშა: ინგლისი ინგლისი
2000-01 ლივერპული დროშა: ინგლისი ინგლისი 4:4; 5:4 დ.დ. ალავესი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2001-02 ფეიენოორდი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 3:2 ბორუსია დორტმუნდი დროშა: გერმანია გერმანია
2002-03 პორტუ დროშა: პორტუგალია პორტუგალია 2:2; 3:2 დ.დ. სელტიკი დროშა: შოტლანდია შოტლანდია
2003-04 ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:0 მარსელი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
2004-05 ცსკა მოსკოვი დროშა: რუსეთი რუსეთი 3:1 სპორტინგი დროშა: პორტუგალია პორტუგალია
2005-06 სევილია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 4:0 მიდლსბრო დროშა: ინგლისი ინგლისი
2006-07 სევილია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:2; 3:1 პენ. ესპანიოლი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2007-08 ზენიტი დროშა: რუსეთი რუსეთი 2:0 რეინჯერსი დროშა: შოტლანდია შოტლანდია
2008-09 შახტარი დროშა: უკრაინა უკრაინა 2:1 (დ.დ.) ვერდერი დროშა: გერმანია გერმანია
2009-10 ატლეტიკო მადრიდი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 1:0 ფულჰემი დროშა: ინგლისი ინგლისი
2010-11 პორტუ დროშა: პორტუგალია პორტუგალია 2:1 (დ.დ.) ბრაგა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
2011-12 ატლეტიკო მადრიდი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 3:0 ატლეტიკი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
2012-13 ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი 2:1 ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია
2013-14 სევილია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 0:0; 4-2 პენ. ბენფიკა დროშა: პორტუგალია პორტუგალია

სტატისტიკა

ქვეყნების მიხედვით

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული იტალიას ჰყავს. იტალიურმა გუნდებმა 9-ჯერ მოახერხეს უეფას თასისა და ევროპის ლიგის აღება და 6-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. სულ 11 ქვეყნის გუნდმა მოახერხა თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
იტალიის დროშა იტალია 9 6
ესპანეთის დროშა ესპანეთი 8 5
ინგლისის დროშა ინგლისი 7 5
გერმანიის დროშა გერმანია 6 8
ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია 4 2
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 2 5
შვედეთის დროშა შვედეთი 2 0
რუსეთის დროშა რუსეთი 2 0
ბელგიის დროშა ბელგია 1 2
თურქეთის დროშა თურქეთი 1 0
უკრაინის დროშა უკრაინა 1 0
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 0 4
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 0 3
ავსტრიის დროშა ავსტრია 0 1
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 0 1
უნგრეთის დროშა უნგრეთი 0 1

კლუბების მიხედვით

კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
იტალიის დროშა იუვენტუსი 3 1 1977, 1990, 1993 1995
იტალიის დროშა ინტერი 3 1 1991, 1994, 1998 1997
ინგლისის დროშა ლივერპული 3 0 1973, 1976, 2001
ესპანეთის დროშა სევილია 3 0 2006, 2007, 2014
გერმანიის დროშა ბორუსია მიუნხენგლადბახი 2 2 1975, 1979 1973, 1980
ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 2 1 1972, 1984 1974
ნიდერლანდების დროშა ფეიენორდი 2 0 1974, 2002
შვედეთის დროშა გიოტებორგი 2 0 1982, 1987
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 2 0 1985, 1986
იტალიის დროშა პარმა 2 0 1995, 1999
პორტუგალიის დროშა პორტუ 2 0 2003, 2011
ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 2 0 2010, 2012
ბელგიის დროშა ანდერლეხტი 1 1 1983 1984
ნიდერლანდების დროშა პსვ ეინდჰოვენი 1 0 1978
გერმანიის დროშა ფრანკფურტის აინტრახტი 1 0 1980
ინგლისის დროშა იფსვიჩი 1 0 1981
გერმანიის დროშა ბაიერ ლევერკუზენი 1 0 1988
იტალიის დროშა ნაპოლი 1 0 1989
ნიდერლანდების დროშა აიაქსი 1 0 1992
გერმანიის დროშა ბაიერნ მიუნხენი 1 0 1996
გერმანიის დროშა შალკე 04 1 0 1997
თურქეთის დროშა გალათასარაი 1 0 2000
ესპანეთის დროშა ვალენსია 1 0 2004
რუსეთის დროშა ცსკა 1 0 2005
რუსეთის დროშა ზენიტი 1 0 2008
უკრაინის დროშა დონეცკის შახტარი 1 0 2009
ინგლისის დროშა ჩელსი 1 0 2013

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

1. ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;
2. UEFA Cup 1971-72. rsssf.
3. 3.0 3.1 3.2 უეფა-ს ევროპის ლიგის ისტორია. უეფა-ს ვებ-გვერდი.
4. Uefa Cup given new name in revamp. BBC Sport. 26 სექტემბერი, 2008.