საშო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ანატომია | სახელი = საშო | ლათინური = vagina | სურათი...
(განსხვავება არ არის)

21:06, 17 მაისი 2014-ის ვერსია

საშო
ფაილი:Female reproductive system lateral nolabel.png
ლათინური vagina

საშო (ლათ. vagina — ქარქაში, საშო) — ძუძუმწოვართა სასქესო სადინარების ბოლო ნაწილი, რომლითაც ნაყოფი გამოდის გარეთ. ზოგი უხერხემლოს საშო წარმოადგენს გარეგან საფარველთა მილისებრ ჩანაბრუნს, რომლის ერთი ბოლო გარეთ იხსნება, მეორე კი — პარენქიმაში. ძუძუმწოვრების საშო კვერცხსავალების ქვედა ნაწილია. ქვემოთ საშო გადადის შარდსასქესო სინუსში, რომელიც ძუძუმწოვრებში ქმნის კარიბჭეს; ჩანთოსნების, ჩლიქოსნების, მღრღნელების, ნახევრად მაიმუნებისა და პრიმატების საშოსა და კარიბჭის საზღვარზე არის საქალწულო აპკი.

ადამიანის საშო 10-11 სმ სიგრძისა და 2-3 სმ დიამეტრის მქონე კუნთოვან-ელასტიკური მილი, მოთავსებულია მცირე მენჯის ღრუში, სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის. მისი შიგნითა ბოლო დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელთან, რომელთანაც საშო ქმნის წინა და უკანა თაღებს, გარეთა ბოლო კი იხნსება სასქესო ნაპრალში. საშო სამშობიარო გზის ნაწილია. ქალწულის საშოს გარეთა ხვრელი შემოსაზღვრულია სხვადასხვა ფორმის საქალწულო აპკით. საშოს წინა და უკანა კედლები ერთმანეთს ეხება და შედგება შიგნითა — ლორწოვანი, შუა — კუნთოვანი და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსებისაგან. ლორწოვანი გარსი მოფენილია მრავალშრიანი ეპითელიუმით. საშოს წინა კედლის ლორწოვან გარსზე კარგად არის გამოხატული ორი გასწვრივი და მრავალი განივი ნოჭი, ლორწოვანი გარსი მოკლებულია ჯირკვლებს და მუდმივად შეიცავს მცირეოდენ სითხეს. ანომალიებიდან აღსანიშნავია საშოს გაორება ან მისი უქონლობა, რაც ძალიან იშვიათია.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საშო&oldid=2683421“-დან