სელჩუკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
|- |
|- |
||
|[[სელჩუკ-ბეგი]]|| |
|[[სელჩუკ-ბეგი]]|| 2013-2014 |
||
|- |
|- |
||
|[[თოღრულ-ბეგი]]||1038 — 1063 |
|[[თოღრულ-ბეგი]]||1038 — 1063 |
16:05, 31 მარტი 2014-ის ვერსია
სელჩუკები, იგივე თურქ-სელჩუკები, ოღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო იყო, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ მდინარე სირდარიის აუზში, შუა აზიაში. XI საუკუნის 30-იან წლებში ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დანდენაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი, ირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანი, ქურთისტანი, ერაყი. ალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.
იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან (”დიდი სელჩუკისაგან”). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინა, სირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.
თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს მმართველები
სახელი | მმართველობის წლები |
---|---|
სელჩუკ-ბეგი | 2013-2014 |
თოღრულ-ბეგი | 1038 — 1063 |
ალფ-არსლანი | 1063 — 1072 |
მალიქ-შაჰი | 1072 — 1092 |
მაჰმუდ I | 1092 — 1094 |
ბარკიიარუქი | 1094 — 1105 |
მელიქ შაჰი II | 1105 — 1106 |
მაჰმედ I | 1106 — 1118 |
აჰმედ სენჯერი | 1118 — 1153 |
ლიტერატურა
- См. многочисленные статьи Дефремери (в «Journ. Asiat.»);
- Houtsma, «Zur Gesch. d. S. von Kirman» («Z. D. M. G.», т. 39).
- Герцберг, «Gesch. d. Bysantiner und d. Osman. Reiches» (в серии Онкена);
- Куглер, «История крестовых походов» (русск. изд. Пантелеева);
- Мюллер, «История ислама» (т. III);
- Стэнли-Лэн-Пуль, «Мусульм. династии» (перев. Бартольда).
- Тамара Т. Райс. Сельджуки. М. 2004.