ჯაინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის sa:जैनदर्शनम्; cosmetic changes
ხაზი 39: ხაზი 39:


{{Link FA|ro}}
{{Link FA|ro}}
{{Link FA|sa}}
{{Link GA|en}}
{{Link GA|en}}

07:38, 31 მარტი 2014-ის ვერსია

ჯაინიზმის სიმბოლო, რომელი 1974 წელს ყველა ჯაინისტური სექტის მიერ იქნა აღიარებული. [1]

ჯაინიზმი (სანსკრ.: जैन - „გამარჯვებული“) — რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს.

ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).

ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა, სანსკრ.: जीव) ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა (სანსკრ.: अनन्त ज), უსასრულო შემეცნება (სანსკრ.: अनन्त दर्शन्), უსასრულო გათვითცნობიერება (სანსკრ.: अनन्त चरित्र, ananta caritra?) და უსასრულო ბედნიერება (სანსრკ. अनन्त सुख, ananta sukha?). ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.

ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.


იხილეთ ფრაგმენტი ღვთისავარ ჩაბრავას ეზოთერიკული ნაშრომიდან "მსოფლიოს მოძღვრებები" (დაინტერესებულებმა დაუკავშირდით ნომერზე 2528393):

ჯაინიზმის თანახმად სამყარო შედგება ექვსი სუბსტანციისაგან, ესენია: ჯივა დრავია – სული, დჰარმასტიკაია – მოძრაობის გამტარი, ადჰარმასტიკაია – უძრაობის გამტარი, კალა – დრო, აკაშა – სივრცე და აჯივა ანუ პუდგალა – მატერია, ეს სუბსტანციები მარადიულები, უსაწყისოები და უსასრულოები არიან, მათ არ გააჩნიათ არც დასაბამი და არც დასასრული. არსებობს მრავალი ტატვა, პირველი ექვსი ტატვა ესენია: ჯივა – სული, აჯივა – მატერია, ასრავა – ნაკადი, ბანდჰა – შებოჭვა, სამვარა – შეჩერება, ნირჯარა – ჩამოცილება და მუქტი – განთავისუფლება. მართალი რწმენა – სამიაგ დარშანა, მართალი ცოდნა – სამიაგ ჯნანა და მართალი საქციელი – სამიაგ ჩარიტრა ერთად შეადგენენ გზას სულიერი ხსნისაკენ. მართალი რწმენა არის ორნაირი: ბუნებითი და შეძენილი. ჯაინიზმის თანახმად არსებობს სამოთხისა და ჯოჯოხეთის ურიცხვი სამყარო. ჯაინიზმის მიხედვით არსებობენ ოთხი სახის ღმერთები: ბჰავანავასა – სრასასახლეებში მცხოვრები ღმერთები, ვიანტარა – შუასამყაროს ღმერთები, ჯიოტიშკა – კოსმიურ სხეულთა, მზეების, პლანეტებისა და მთვარეების ღმერთები და ვიმანიკა – კოსმიურ ხომალდებში მცხოვრები ღმერთები. ჯაინიზმის თანახმად ადამიანის ჯივა დრავიას ანუ სულს, რომელიც დასაზღვრულია სივრცესა და დროში, აქვს პულსირების, შეკუმშვისა და გაფართოების უნარი, სული ხან იკუმშება და ხანაც ფართოვდება, ამასთან ის სივრცე რომელსაც იკავებს სული, სულთან ერთად იკუმშება და ფართოვდება ანუ სულს აქვს დროსივრცული კონტინიუმის დავიაციის უნარი. ჯაინიზმის თანახმად მატერიის დაყოფა უსასრულოდ შეიძლება. მატერიასა და სივრცეში სივრცული წერტილების რაოდენობა უსასრულოა. ადამიანი იბოჭება კარმული ენერგიის რვა ფორმით, ესენია: ცოდნის დაბინდვა – ჯნანა ვარანია, აღქმის დაბინდვა – დარშანა ვარანია, გრძნობათა წარმომშობი – ვედანია, შეცდომილებაში შემყვანი – მოხანია, კარმა რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკური სიცოცხლის ხანგრძლივობას – აიუ, სტატუსის განმსაზღვრელი – გოტრა და წინააღმდეგობრივი – გატრა. ჯაინიზმის მიხედვით ადამიანს აქვს ხუთი სხეული: აუდარიკა შარირა – ფიზიკური სხეული, ვაიკრია შარირა – ტრანსფორმაციის სხეული, ახარაკა შარირა – ტელეპორტაციის სხეული, ტაიჯასა შარირა – ცეცხლის სხეული და კარმანა შარირა – კარმული ენერგიის სხეული.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. JainSymbol. Jainworld. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2012.

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA