სილვესტერ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 65 interwiki links, now provided by Wikidata on d:q47149 (translate me)
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:
წმინდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესიას ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა [[335]] წელს.
წმინდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესიას ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა [[335]] წელს.


[[კათოლიციზმი|კათოლიკურმა ეკლესიამ]] იგი წმინდანად შერაცხა. წმინდანადაა შერაცხული ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა პაპ სილბისტროს სახელწოდებით (ხსენების დღე არის ძველი სტილით [[2 იანვარი]], ახალი სტილით - [[15 იანვარი]]).
[[კათოლიციზმი|კათოლიკურმა ეკლესიამ]] იგი წმინდანად შერაცხა. წმინდანადაა შერაცხილი ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა პაპ სილბისტროს სახელწოდებით (ხსენების დღე არის ძველი სტილით [[2 იანვარი]], ახალი სტილით - [[15 იანვარი]]).


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

14:35, 24 მარტი 2014-ის ვერსია

სილვესტერ I

სილვესტერ I (სილიბისტრო) (ლათ. Silvester; დ. ? რომი, იტალია – გ. 31 დეკემბერი 335, რომი, იტალია) - რომის პაპი 314-335 წწ.

ბიოგრაფია

სილვესტერი რომში დაბადებულა, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. იაკობ ვორაგოელის ნაშრომის "ლეგენდა აურეა"-ს მიხედვით მას ავადმყოფობისგან განუკურნია იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომლისგანაც მადლიერების ნიშნად მიუღია ე.წ. "კონსტანტინეს საჩუქარი" (ლათ. Patrimonium Petri).

მღვდელმთავარი სილვესტერი განთქმული იყო წმინდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილვესტერი, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქარ ზამბრის მეთაურობით. ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით წმინდა პაპმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრეტდა იესო ქრისტეს შობას წმინდა ქალწულისაგან, მის ნებსით ჯვარცმას, ვნებას და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდლად და ბრწყინვალე აღდგომას. წმინდა სილვესტერი გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბრი შეეცადა, ჯადოთი მოეხიბლა მღვდელმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმინდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნება და ნათლისღება ითხოვა.

მეორე დიდი მოვლენა სილვესტერის მღვდელმთავრობის დროს იყო ნიკეის საეკლესიო კრების მოწვევა 325 წელს, რომელშიც პაპს თვითონ მონაწილეობა არ მიუღია.

წმინდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესიას ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. წმინდანადაა შერაცხილი ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა პაპ სილბისტროს სახელწოდებით (ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 იანვარი, ახალი სტილით - 15 იანვარი).

ლიტერატურა

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 12-13

წინამორბედი:
მილტიადე
რომის პაპი

314335
შემდეგი:
მარკოზი