ჰატერია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა | სახელი = ჰატერია | სურათის ფაილი = Sphenodon punctatus in Waikanae, New Zeala...
(განსხვავება არ არის)

12:22, 23 მარტი 2014-ის ვერსია

ჰატერია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Sphenodon punctatus

ჰატერია (ლათ. Sphenodon punctatus) — ქვეწარმავალი; ნისკარტთავიანთა ქვეკლასის ერთადერთი თანამედროვე წარმომადგენელი. წააგავს ხვლიკს. მისი მომწვანო-წენგოსფერი სხეულის სიგრძე 75 სმ აღწევს. აქვს დიდი თავი და 5-თითიანი კიდურები. ზურგსა და კუდზე სამკუთხა ქერცლებისაგან შემდგარი დაბალი ქედი გასდევს. თვალის გუგა ვერტიკალურია, კარგად აქვს განვითარებული კეფის თვალი. დაფის აპკი და შუა ყური არა აქვს. შემორჩენილია ახალი ზელანდიის მცირე კუნძულებზე, სადაც სპეციალური ნაკრძალია შექმნილი. ცხოვრობს სოროებში. აქტიურია ღამით. იკვებება უხერხემლოებით.