მიხეილ ლერმონტოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 39: ხაზი 39:
პოემა „მწირში“ (1839), რომლის მოქმედების ფონი საქართველოა, ლერმონტოვმა განახორციელა ყრმობისდროინდელი ჩანაფიქრი თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკის შესახებ. „მწირი“ თავისუფლების, სამშობლოსა და ბუნებისადმი მიძღვნილი ჰიმნია. 1829-იდან ლერმონტოვი „დემონის“ სიუჟეტზე მუშაობდა; საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის თამარის — მომხიბლავი სახე. ლერმონტოვმა დიდი ამაგი დასდო რუსულ პროზასაც. მისი სოციალური-ფსიქოლოგიური რომანის „ჩენი დროის გმირის“ ([[1939]]) მთავარი პერსონაჟი, „ზედმეტი ადამიანი“ პეჩორინი 30-იანი წლების თავადაზნაურული ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია. მას მოქმედება სწყურია, მაგრამ ბედკრულ სინამდვილეში ნიჭის, ცოდნისა და ენერგიის გამოყენების პირობები არა აქვს.
პოემა „მწირში“ (1839), რომლის მოქმედების ფონი საქართველოა, ლერმონტოვმა განახორციელა ყრმობისდროინდელი ჩანაფიქრი თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკის შესახებ. „მწირი“ თავისუფლების, სამშობლოსა და ბუნებისადმი მიძღვნილი ჰიმნია. 1829-იდან ლერმონტოვი „დემონის“ სიუჟეტზე მუშაობდა; საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის თამარის — მომხიბლავი სახე. ლერმონტოვმა დიდი ამაგი დასდო რუსულ პროზასაც. მისი სოციალური-ფსიქოლოგიური რომანის „ჩენი დროის გმირის“ ([[1939]]) მთავარი პერსონაჟი, „ზედმეტი ადამიანი“ პეჩორინი 30-იანი წლების თავადაზნაურული ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია. მას მოქმედება სწყურია, მაგრამ ბედკრულ სინამდვილეში ნიჭის, ცოდნისა და ენერგიის გამოყენების პირობები არა აქვს.


ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: [[გრიგოლ ორბელიანი]] (თარგმნა „მთანი მაღალნი“), [[ორბელიანი, ვახტან ვახტანგის ძე|ვახტანგ ორბელიანი]], [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]], რომელსაც თანამედროვენი „ქართველ ლერმონტოვს“ უწოდებდნენ. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]], [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძემ]], [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველამ]], [[გრიგოლ აბაშიძე|გრიგოლ აბაშიძემ]], [[გურიელი, მამია|მამია გურიელმა]] და სხვა. საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენჯერმე („დემონი“ 10-ჯერ, „პოეტის სიკვდილი“ 6-ჯერ, „წინასწარმეტყველი“ 5-ჯერ, „მწირი“ 4-ჯერ, „ჩვენი დროის გმირი“ 3-ჯერ). ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც ([[თაქთაქიშვილი, ოთარ|ოთარ თაქთაქიშვილის]] სიმფონიური პოემა „მწირი“, [[ბალანჩივაძე, ანდრია|ანდრია ბალანჩივაძის]] ამავე სახელწოდების ბალეტი, [[ცინცაძე, სულხან|სულხან ცინცაძის]] ბალეტი „დემონი“ და სხვ.).
ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: [[გრიგოლ ორბელიანი]] (თარგმნა „მთანი მაღალნი“), [[ორბელიანი, ვახტან ვახტანგის ძე|ვახტანგ ორბელიანი]], [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]], რომელსაც თანამედროვენი „ქართველ ლერმონტოვს“ უწოდებდნენ. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]], [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძემ]], [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველამ]], [[გრიგოლ აბაშიძე|გრიგოლ აბაშიძემ]], [[გურიელი, მამია|მამია გურიელმა]] და სხვა. საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენიმეჯერ („დემონი“ 10-ჯერ, „პოეტის სიკვდილი“ 6-ჯერ, „წინასწარმეტყველი“ 5-ჯერ, „მწირი“ 4-ჯერ, „ჩვენი დროის გმირი“ 3-ჯერ). ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც ([[თაქთაქიშვილი, ოთარ|ოთარ თაქთაქიშვილის]] სიმფონიური პოემა „მწირი“, [[ბალანჩივაძე, ანდრია|ანდრია ბალანჩივაძის]] ამავე სახელწოდების ბალეტი, [[ცინცაძე, სულხან|სულხან ცინცაძის]] ბალეტი „დემონი“ და სხვ.).


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

14:04, 16 მარტი 2014-ის ვერსია

მიხეილ ლერმონტოვი
რუს. Михаил Юрьевич Лермонтов
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი/15 ოქტომბერი, 1814
დაბადების ადგილი მოსკოვი
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი/27 ივლისი, 1841
გარდაცვალების ადგილი პიატიგორსკი
დასაფლავებულია ტარხანი და პიატიგორსკი
ფსევდონიმი —въ, Ламвер, Гр. Диарбекир და Lerma
საქმიანობა პოეტი და პროზაიკოსი.
ენა რუსული ენა
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი და მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონი
ჟანრი ლექსი და narrative poetry
Magnum opus ჩენი დროის გმირი
მეუღლე
ხელმოწერა

მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი (რუს. Михаи́л Ю́рьевич Ле́рмонтов; დ. 3 ოქტომბერი/15 ოქტომბერი, 1814, მოსკოვი — გ. 15 ივლისი/27 ივლისი, 1841, პიატიგორსკი, დასაფლავებულია სოფ. ტარხანში) — რუსი პოეტი და პროზაიკოსი.

ბიოგრაფია

ბავშვობა დედულეთში, პენზის გუბერნიის სოფ. ტარხანში გაატარა. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. პოეტის მამას, ხელმოკლე აზნაურ იური ლერმონტოვსა და დიდგვაროვან, პატივმოყვარე ბებიას, ელისაბედ არსენიევას შორის უთანხმოებამ მტკივნეული კვალი დაამჩნია ფაქიზ სულს. ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა, იშვიათი ნიჭით ანცვიფრებდა შინამასწავლებლებს. 1827 ბებია-შვილიშვილი მოსკოვში გადასახლდა. 1828 ლერმონტოვი უნივერსიტეტთან არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო 1830 — ამავე უნივერსიტეტის ზნეობრივ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ჩარიცხეს. 1832 ლერმონტოვმა მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი, როგორც ვარაუდობენ, რეაქციონერ პროფესორებთან კონფლიქტის გამო და პეტერბურგში გადავიდა. აქაური სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1834-იდან, ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად.

ლექსების წერა ლერმონტოვმა 1828 წელს დაიწყო, გამოქვეყნება — 1837-დან. ლერმონტოვს სახელი გაუთქვა ამავე წელს დაწერილმა ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. მძაფრი მამხილებელი პათოსის გამო მეფის მთავრობამ „რევოლუციის მოწოდებად“ მიიჩნია პუშკინის მკვლელებისადმი მიმართული ეს ლექსი. ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში განაწესეს. პოეტმა საქართველოში 2 — 3 თვე დაყო (დაახლოებით 1837 ოქტომბერ-დეკემბერი), გაეცნო ქართველ მოღვაწეებს. საქართველოს წარმტაცმა ბუნებამ, ქართველთა თავისებურმა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ პოეტზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

1837 ბოლოს ლერმონტოვი რუსეთში დააბრუნეს. მოწინავე საზოგადოება აღფრთოვანებით ეგებებოდა მის ყოველ ახალ ნაწარმოებს. 1840 წელს ლერმონტოვი უმნიშვნელო საბაბით გადმოასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველ ოფიცერ კ. მამაცაშვილთან ერთად. ინტრიგები ლერმონტოვის წინააღმდეგ კავკასიაშიც გრძელდებოდა. საბედისწერო გამოდგა პოეტის შეკამათება მაიორ ნ. მარტინოსთან, რომელმაც დუელში გამოიწვია და მოკლა პოეტი.

ლერმონტოვი მოღვაწეობდა იმ „უდროობის ეპოქაში“, როცა დეკაბრისტები უკვე გაანადგურეს, რევოლუციონერ-დემოკრატები კი ჯერ ასპარეზზე არ იყვნენ გამოსული. პოეტმა დეკაბრისტებისა და პუშკინის საუკეთესო ტრადიციები განავითარა და იშვიათი მხატვრული ძალით გამოხატა მოწინავე საზოგადოების ფიქრები რუსეთის მომავალზე, ხალხის ბედზე, პიროვნების თავისუფლებაზე. ლერმონტოვი ილაშქრებდა დესპოტიზმის წინააღმდეგ, სწამდა, რომ „დაემხობიან გვიგვინი ხელმწიფისანი“ (ლექსები „თურქის ჩივილი“, 1829; „წინასწარმეტყველება“, 1830; პოემები „აღსარება“ 1839; „თავისუფლების უკანასკნელი შვილი“, 1831; პიესები „ადამიანები და ვნებები“, 1839; „უცნაური ადამიანი“, 1831; „მასკარადი“, 1825; დაუმთავრებელი რომანი „ვადიმი“, 1832 და სხვა). ლერმონტოვის პირველი პერიოდის (1828—1837) შემოქმედებაში ჭარბობს რომანტიკული ხასიათის თხზულებანი. პოეტის აქტიური რევოლუციური რომანტიზმი რეალისტურ ნაკადსაც შეიცავს. ლერმონტოვის თავისუფლებისმოყვარე, მეამბოხე გმირები ვერ ურიგდებიან არსებულ უხამსობასა და უსამართლობას; ხშირად მარცხდებიან, მაგრამ ქედს მაინც არ იდრეკენ. ლერმონტოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა კავკასიის თემამ. მას სამართლიანად უწოდებენ კავკასიის მომღერალს. ლერმონტოვის ადრინდელი თხზულებებში მხატვრულად განსხეულდა ბავშვობაში მიღებული კავკასიური შთაბეჭდილებები, მთიელთა ყოფა და ბრძოლა თავისუფლებისათვის („კავკასია“, „კავკასიის ლურჯი მთელი“, „ჩერქეზები“, „კავკასიის ტყვე“, „აული ბასტუნჯი“, „იზმაილბეი“ და სხვა.)

შემოქმედების მეორე პერიოდში (1837—1841) პოეტი თავისი ეპოქის საჭირბოროტო პრობლემებს ეხმაურება; ამხელს სასახლის მსახურთ, პრივილეგიურ საზოგადოებას („პოეტის სიკვდილი“, 1837; „1 იანვარი“, 1840; „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“, 1841); კიცხავს ინტელეგენციის უმოქმედობას („ფიქრი“, 1838); ქადაგებს მაღალ მოქალაქეობრივ პოეზიას („პოეტი“, 1838). ლერმონტოვის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და დემოკრატიზმი, მისი პოეზიის ხალხურობა მკაფიოდ გამოვლინდა ლექსებში „ბოროდინო“ (1837) და „სამშობლო“ (1841), პოემაში „სიმღერა ვაჭარ კალაშნიკოვზე“ (1837) და სხვა.

ლერმონტოვის შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, რომელიც პოეტის შთაგონების წყაროდ იქვა (ლექსები „ქართული სიმღერა“, „თერგის საჩექრები“, „პაემანი“, „თამარი“ და სხვა).

პოემა „მწირში“ (1839), რომლის მოქმედების ფონი საქართველოა, ლერმონტოვმა განახორციელა ყრმობისდროინდელი ჩანაფიქრი თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკის შესახებ. „მწირი“ თავისუფლების, სამშობლოსა და ბუნებისადმი მიძღვნილი ჰიმნია. 1829-იდან ლერმონტოვი „დემონის“ სიუჟეტზე მუშაობდა; საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის თამარის — მომხიბლავი სახე. ლერმონტოვმა დიდი ამაგი დასდო რუსულ პროზასაც. მისი სოციალური-ფსიქოლოგიური რომანის „ჩენი დროის გმირის“ (1939) მთავარი პერსონაჟი, „ზედმეტი ადამიანი“ პეჩორინი 30-იანი წლების თავადაზნაურული ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია. მას მოქმედება სწყურია, მაგრამ ბედკრულ სინამდვილეში ნიჭის, ცოდნისა და ენერგიის გამოყენების პირობები არა აქვს.

ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: გრიგოლ ორბელიანი (თარგმნა „მთანი მაღალნი“), ვახტანგ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელსაც თანამედროვენი „ქართველ ლერმონტოვს“ უწოდებდნენ. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა-ფშაველამ, გრიგოლ აბაშიძემ, მამია გურიელმა და სხვა. საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენიმეჯერ („დემონი“ 10-ჯერ, „პოეტის სიკვდილი“ 6-ჯერ, „წინასწარმეტყველი“ 5-ჯერ, „მწირი“ 4-ჯერ, „ჩვენი დროის გმირი“ 3-ჯერ). ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც (ოთარ თაქთაქიშვილის სიმფონიური პოემა „მწირი“, ანდრია ბალანჩივაძის ამავე სახელწოდების ბალეტი, სულხან ცინცაძის ბალეტი „დემონი“ და სხვ.).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში