ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მNo edit summary |
განახლდა მოძველებული მონაცემები |
||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
|პარტიის ლოგო =CDM logo.jpg |
|პარტიის ლოგო =CDM logo.jpg |
||
|პარტიის ვიკიფერი = #b5011e |
|პარტიის ვიკიფერი = #b5011e |
||
|ლიდერი = [[გიორგი ახვლედიანი]]<ref>[http://www.tabula.ge/ge/story/81051-giorgi-targamadze-politikur-saqmianobas-tskvets გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს]</ref> |
|||
|ლიდერი = [[გიორგი თარგამაძე]] |
|||
|დაფუძნდა = თებერვალი [[2008]] |
|დაფუძნდა = თებერვალი [[2008]] |
||
|იდეოლოგია = [[ქრისტიან-დემოკრატია]] |
|იდეოლოგია = [[ქრისტიან-დემოკრატია]] |
13:33, 15 მარტი 2014-ის ვერსია
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | გიორგი ახვლედიანი[1] |
ისტორია | |
დაფუძნდა | თებერვალი 2008 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ქრისტიან-დემოკრატია |
საერთაშორისო კავშირები | |
საერთაშორისო აკრედიტაცია | IDU-ს სრული წევრი [2] |
http://cdm.ge/ |
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში.
ისტორია
პარტია დააფუძნეს ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა ჟურნალისტებმა 2008 წლის თებერვალში.
პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა პირველივე არჩევნებში. 2008 წლის საპარლამეტო არჩევნებში ისინი გავიდნენ მესამე ადგილზე, მიიღეს ხმათა 8,66 % და 6 მანდატი პარლამენტში. პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში. ამ არჩევნებში პარტია უკვე მეორე ადგილზე გავიდა ხმათა 10,3 %-ით. პარტიის შედეგები უკეთესი იყო რეგიონებში, ვიდრე თბილისში. თბილისის საკრებულოში პარტიას სამი წევრი ჰყავს.
პოლიტიკური პლატფორმა
წესდების მიხედვით, პარტიის მიზნებია: ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა. პარტია მხარს უჭერს მართლმადიდებლობის გამოცხადებას საქართველოს ოფიციალურ რელიგიად. აგრეთვე მხარს უჭერს რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლებას.
ეკონომიკა
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა აუცილებლობად მიიჩნევს ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის არსებობას. საამისოდ, უპირატესობას ანიჭებენ სოციალურ საბაზრო ეკონომიკას. პარტია თვლის, რომ აუცილებელია საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა; გადასახადების ეტაპობრივი შემცირების ინიცირება და მხარდაჭერა. ასევე, სამთავრობო სტრუქტურებისა და ხელისუფლების შენახვის ხარჯების შემცირება.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობად მიიჩნევს სასმელი წყლის წყლის დაკანონებას სტრატეგიულ რესურსად და მის რაციონალურ გამოყენებას მზა პროდუქციის სახით რეალიზაციის გზით. ასევე პარტია მხარს უჭერს სოციალური შერავათების სისტემის ფართო დანერგვას. ასევე პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის სუბსიდირება.
საგარეო პოლიტიკა
ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში პარტიის პრიორიტეტებია: მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთოება; ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა; რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და კეთილმეზობლური გარემოს შექმნა; აშშ-სთან, როგორც სტრაგეგიულ პარტიონრთან ურთიერთოებების კიდევ უფრო განმტკიცება.
ორგანიზაციული სტრუქტურა
პარტიის მთავარი ორგანოა ყრილობა, რომელიც ირჩევს პარტიის მთავარ კომიტეტს. მთავარი კომიტეტი, თავის მხრივ, ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს. პარტიას ასევე ჰყავს გენერალური მდივანი, რომელიც ინიშნება თავმჯდომარის მიერ. პარტიაში მოქმედებს ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები.
შედეგები არჩევნებში
წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2008 | საპარლამენტო | 8.58% | მოიპოვა მანდატები |
2010 | ადგილობრივი | 10.7% | |
2012 | საპარლამენტო | 2,05% | ვერ გადალახა ბარიერი |
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|