შავარდენი (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{მრავალმნიშვნელოვნება|შავარდენი|შავარდენი}} |
{{მრავალმნიშვნელოვნება|შავარდენი|შავარდენი (მრავალმნიშვნელოვანი)}} |
||
{{ტაქსოდაფა * |
{{ტაქსოდაფა * |
||
| სახელი =შავარდენი |
| სახელი =შავარდენი |
07:30, 17 თებერვალი 2014-ის ვერსია
შავარდენი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Falco | |||||||||||||
|
შავარდენი (ლათ. Falco) — ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში). ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შავარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს — კვერცხებს (3-4 ცალს) დებს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. ამჟამად გვარში გაერთიანებულია ყოფილი დამოუკიდებელი გვარები: Aesalon, Cerchneis, Erythropas, Hypotrirorchis, Harpe. Ieracidea და სხვა. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, მწერებით (რომლებსაც ჰაერში იჭერენ) და ქვეწარმავლებით. მსხვილ შავარდენს (შავარდენი, სონღული) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 7: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტა, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 669.