ნაძვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
replace misidentified pic
rm misident pic
ხაზი 26: ხაზი 26:
ფაილი:Doğu ladini-1.jpg|ნაძვი აღმოსავლური Picea orientalis Kaukasusfichte
ფაილი:Doğu ladini-1.jpg|ნაძვი აღმოსავლური Picea orientalis Kaukasusfichte
ფაილი:ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte (2).JPG|ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte
ფაილი:ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte (2).JPG|ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte
ფაილი:ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte.JPG|ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte
ფაილი:ნაძვი ჩვეულებრივი Picea abies gewöhnliche Fichte.JPG|ნაძვი ჩვეულებრივი Picea abies gewöhnliche Fichte
ფაილი:ნაძვი ჩვეულებრივი Picea abies gewöhnliche Fichte.JPG|ნაძვი ჩვეულებრივი Picea abies gewöhnliche Fichte
ფაილი:ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte (2).JPG|ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte
ფაილი:ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte (2).JPG|ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte

18:25, 11 თებერვალი 2014-ის ვერსია

ნაძვი

Picea abies
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  Pinophyta
კლასი:  Pinopsida
რიგი:  Pinales
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  ნაძვი
ლათინური სახელი
Picea

ნაძვი (Picea) — წიწვონ მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად პრტყელი და წაწვეტილი. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis).

გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი. საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.

საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.

გალერეა

ლიტერატურა

თარგი:Link GA