სელჩუკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:


|-
|-
|[[სელჩუკ-ბეგი]].|| 989 - 1038
|[[სელჩუკ-ბეგი]]|| 989 - 1038
|-
|-
|[[თოღრულ-ბეგი]]||1038 - 1063
|[[თოღრულ-ბეგი]]||1038 - 1063

18:16, 10 თებერვალი 2014-ის ვერსია

სელჩუკთა სახელმწიფო თავისი ძლიერების მწვერვალზე 1092

სელჩუკები, იგივე თურქ-სელჩუკები, ოღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო იყო, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ მდინარე სირდარიის აუზში, შუა აზიაში. XI საუკუნის 30-იან წლებში ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დანდენაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი, ირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანი, ქურთისტანი, ერაყი. ალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.

იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან (”დიდი სელჩუკისაგან”). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინა, სირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.

თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს მმართველები

სახელი მმართველების წლები
სელჩუკ-ბეგი 989 - 1038
თოღრულ-ბეგი 1038 - 1063
ალფ-არსლანი 1063 - 1072
მალიქ-შაჰი 1072 - 1092
მაჰმუდ I 1092 - 1094
ბარკიიარუქი 1094 - 1105
მელიქ შაჰი II 1105-1106
მაჰმედ I 1106 - 1118
აჰმედ სენჯერი 1118 - 1153

ლიტერატურა

  • См. многочисленные статьи Дефремери (в «Journ. Asiat.»);
  • Houtsma, «Zur Gesch. d. S. von Kirman» («Z. D. M. G.», т. 39).
  • Герцберг, «Gesch. d. Bysantiner und d. Osman. Reiches» (в серии Онкена);
  • Куглер, «История крестовых походов» (русск. изд. Пантелеева);
  • Мюллер, «История ислама» (т. III);
  • Стэнли-Лэн-Пуль, «Мусульм. династии» (перев. Бартольда).
  • Тамара Т. Райс. Сельджуки. М. 2004.

თარგი:Link GA