ეგრისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.146.77-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Dj777cool-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 18: ხაზი 18:
[[კატეგორია:კოლხეთი]]
[[კატეგორია:კოლხეთი]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
ტასჰი ტუსჰი ტუსჰებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

14:26, 9 თებერვალი 2014-ის ვერსია

ეგრისი, ეგრი, ეგური, ფართო მნიშვნელობით — დასავლეთ საქართველოს ძველი ქართული სახელწოდება; წარმოდგება ეგრის ტომის სახელიდან. ეგრისი იგივეა, რაც კოლხიდა (კოლხეთი) და ლაზიკა.

ლეონტი მროველის სიტყვებით: ხოლოა მან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

კოლხიდა, კოლხეთი (Kolchis), სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული სახელწოდება (კოლხი ტომების სახელის მიხედვით). დამოწმებულია ძვ. წ. I ათასწლეულის ბერძენ ავტორებთან. „კოლხას“ ფორმით იხსენიება უკვე ძვ. წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე არსებობდა კოლხეთის სამეფო. მისი დაშლის შემდეგ, ახ. წ. I-II საუკუნეების მიჯნაზე, ჩამოყალიბდა ეგრისის სამეფო, რომელმაც IV საუკუნეში გააერთიანა მთელი ჩრდილოეთი კოლხეთი (ახლანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია).

ვიწრო მნიშვნელობით — ეგრისი ერქვა, მდინარეებს რიონსა და ეგრისწყალს შორის მოქცეულ ტერიტორიას.

ლიტერატურა

  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 4, გვ. 25, თბ., 1979
  • ქსე, ტ. 5, გვ. 597, თბ., 1980

რესურსები ინტერნეტში

ძველი კოლხეთი, არგონავტები და ოქროს საწმისი