გიორგი X: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ესაა იმერთა მეფე გიორგი III. არასწორი სათაურითაა ატვირთული |
მ Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q3039577 |
||
ხაზი 39: | ხაზი 39: | ||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1606]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1606]] |
||
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტია]] |
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტია]] |
||
[[nl:Giorgi X van Kartli]] |
10:01, 3 თებერვალი 2014-ის ვერსია
გიორგი X | |
---|---|
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1600 |
მმართ. დასასრული: | 1606 |
წინამორბედი: | დავით XI |
მემკვიდრე: | ლუარსაბ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1560 |
გარდ. თარიღი: | 1606 წლის 7 სექტემბერი |
შვილები: |
1.ლუარსაბ II 2. ლელა 2.ელენე 2.ხორეშანი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | სიმონ I |
გიორგი X (დ. 1560-1565 შორის — გ. 1606), ქართლის მეფე 1600-1606. სიმონ I-ის ძე. უფლისწულობაში ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის 1598-1599 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. 1599 სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან გორის დაცვა. ნახიდურის ბრძოლაში (1599) ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X უკან გაბრუნებულ ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ვერ მიეწია და ქართლში დაბრუნდა. 1601 ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე. ირან-ოსმალეთის 1602-1612 ომში იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე. 1603-1604 მონაწილეობდა ერევნის აღებაში. 1604 აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. აბას I-მა გიორგი X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა — საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრეთით. გიორგი X-ის დროს, 1604-1605, საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტიკურ ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რითაც რუსეთ-ქართლის კავშირი და რუსეთის მფარველობა განმტკიცებული უნდა ყოფილიყო გიორგი X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის დაქორწინებით. მაგრამ რუსეთის საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყდა.
ლიტერატურა
- გუჩუა ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 161, თბ., 1978
წინამორბედი: დავით XI |
ქართლის მეფე 1600 - 1606 |
შემდეგი: ლუარსაბ II |