რენე დეკარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის Avtandiliavto ცვლილებების გაუქმება (№2614984)
ხაზი 13: ხაზი 13:

რენე დეკარტი გარდაიცვალა 1650 წლის 11 თებერვალს სტოკჰოლმში. ითვლება რომ გარდაცვალების მიზეზი იყო [[პნევმონია]]. [[გერმანელები|გერმანელი]] ფილოსოფოსი თეოდორ ებერტი<ref>Prof. Dr. Theodor Ebert, [http://www.presse.uni-erlangen.de/infocenter/presse/pressemitteilungen/nachrichten_2004/01/3458ebert65.shtml Friedrich-Alexander-Universität, Erlangen-Nürnberg].</ref> მიიჩნევს რომ ის მოწამლა [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკური ეკლესიის]] წარმომადგენლობამ სტოკჰოლმში, რადგან მის რადიკალურ შეხედულებებს [[თეოლოგია]]ზე შეეძლო ხელი შეეშლა [[ლუთერანიზმი|ლუთერანი]] შვედეთის მონარქის [[კათოლიციზმი]]სკენ შემობრუნების საქმეში.<ref>Lizzy Davies, [http://www.guardian.co.uk/world/2010/feb/14/rene-descartes-poisoned-catholic-priest ''Descartes was 'poisoned by Catholic priest' ''], The Observer, Sunday, 14 February 2010.</ref>

== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
მსჯელობა მეთოდის შესახებ/მეტაფიზიკური მედიტაციები
მსჯელობა მეთოდის შესახებ/მეტაფიზიკური მედიტაციები
მისი უდიდესი ნაშრომი, სადაც აჩვენებს თუ როგორ აღწევს ის იმდროინდელ რელიგიურ თუ საზოგადოებრივ დოგმებს თავისუფალი აზროვნებით და გადმოსცემს ღრმა ანალიზით ფრაზას - „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!“ ამ ფრაზაში ის რასაც გულისხმობს, არის ჭეშმარიტების სუბიექტური საყრდენი, რასაც ადამიანი ვერ უარყოფს და საიდანაც იწყებს ჭეშმარიტების დადგენას.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომმა დიდი კრიტიკა მიიღო მაშინდელი საზოგადოებისგან და შემდეგაც, მაგრამ მან დიდი გავლენა მოახდინა არამარტო ფილოსოფიის არამედ სხვა სფეროების განვითარებაზე და „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!“ ფრაზა დღესაც აქტუალურია ფილოსოფიაში.

{{ვიკიციტატა}}
{{ვიკიციტატა}}

19:49, 26 იანვარი 2014-ის ვერსია

რენე დეკარტი

რენე დეკარტი (René Descartes); (დ. 31 მარტი, 1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი, 1650, სტოკჰოლმი), ასევე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. სოყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავა კოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის.

ბიოგრაფია

რენე დეკარტი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ლაეში 1596 წელს. მისი ლათინიზირებული სახელია რენატუს კარტეზიუსი. მომავალ მათემატიკოსს, ფიზიკოსსა და ფიზიოლოგს ლოგიკური მსჯელობისადმი სიყვარულის გამო ჯერ კიდევ ბავშვობიდან შეარქვეს პატარა ფილოსოსფოსი. 1604-1612 წლებში სწავლობდა ლა ფლეშის სკოლაში. იგი სწრაფად და იოლად ასრულებდა საშინაო დავალებებს ყველა საგანში, განსაკუთრებით კი მათემატიკა უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

ახალგაზრდა დეკარტი წარმატებით ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს. მისი ინტერესები მხოლოდ მათემატიკით არ შემოიფარგლებოდა. აინტერესებდა მექანიკა, ოპტიკა, ბიოლოგია, ფილოსოფია. ამ დროს დეკარტი უკვე პარიზში ცხოვრობდა. ზოგჯერ საქმე პარიზის ქუჩებში დუელამდეც მიდიოდა; ეს იყო მუშკეტერების დაუვიწყარი ეპოქა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერის“ წყალობით.

1618 წელს რენე დეკარტი მოხალისე მუშკეტერად ჩაეწერა ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, მაგრამ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. სანამ მოხალისე მუშკეტერების არმია ქალაქ ბრედში იდგა, უსაქმურობისაგან გაბრაზებული ახალგაზრდა მეცნიერები იმით ერთობოდნენ, რომ თავსატეხ ამოცანებს იგონებდნენ, ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ და ყველას იწვევდნენ მათ ამოსახსნელად. ასეთ შეჯიბრებებში რენე დეკარტიც მონაწილეობდა და ამ გზით მალე გაეცნო ადგილობრივ მეცნიერებს. 1619 წლის 10 ნოემბერს, შთაგონების წუთებში მეცნიერს მოეჩვენა, რომ აღმოაჩინა უნივერსალური მეთოდი_ კოორდინატთა მეთოდი. ამ აღმოჩენამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. 1621 წელს დეკარტმა არმიაში სამსახური მიატოვა და მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათემატიკის პრობლემებზე მუშაობას მიუძღვნა.

რენე დეკარტი შვედეთის დედოფალ ქრისტინასთან

სახელგანთქმული ფრანგი სწავლული შვედეთის დედოფალმა მიიწვია, რომელსაც სურდა მისი ხელმძღვანელობით მეცნიერებას დაუფლებოდა. იგი შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის შექმნასაც აპირებდა და ამ საქმეში დეკარტის დახმარების იმედი ჰქონდა. დეკარტი 1629-49 წლებში ცხოვრობდა სტოკჰოლმში, სადაც 1649 წელს დასტამბული გეომეტრია გამოსცა.

რენე დეკარტი გარდაიცვალა 1650 წლის 11 თებერვალს სტოკჰოლმში. ითვლება რომ გარდაცვალების მიზეზი იყო პნევმონია. გერმანელი ფილოსოფოსი თეოდორ ებერტი[1] მიიჩნევს რომ ის მოწამლა რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლობამ სტოკჰოლმში, რადგან მის რადიკალურ შეხედულებებს თეოლოგიაზე შეეძლო ხელი შეეშლა ლუთერანი შვედეთის მონარქის კათოლიციზმისკენ შემობრუნების საქმეში.[2] მსჯელობა მეთოდის შესახებ/მეტაფიზიკური მედიტაციები

  მისი უდიდესი ნაშრომი, სადაც აჩვენებს თუ როგორ აღწევს ის იმდროინდელ რელიგიურ თუ საზოგადოებრივ დოგმებს თავისუფალი აზროვნებით და გადმოსცემს ღრმა ანალიზით ფრაზას - „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!“ ამ ფრაზაში ის რასაც გულისხმობს, არის ჭეშმარიტების სუბიექტური საყრდენი, რასაც ადამიანი ვერ უარყოფს და საიდანაც იწყებს ჭეშმარიტების დადგენას.
  აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომმა დიდი კრიტიკა მიიღო მაშინდელი საზოგადოებისგან და შემდეგაც, მაგრამ მან დიდი გავლენა მოახდინა არამარტო ფილოსოფიის არამედ სხვა სფეროების განვითარებაზე და „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!“ ფრაზა დღესაც აქტუალურია ფილოსოფიაში. 

სქოლიო

  1. Prof. Dr. Theodor Ebert, Friedrich-Alexander-Universität, Erlangen-Nürnberg.
  2. Lizzy Davies, Descartes was 'poisoned by Catholic priest' , The Observer, Sunday, 14 February 2010.
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link GA