ფილადელფია (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43: ხაზი 43:


'''ოქროს გლობუსი'''
'''ოქროს გლობუსი'''
#[[ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის|საუკეთესო მსახიობი კაცი]]: ტომ ჰენქსი
#[[ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დრამაში|საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში]]: ტომ ჰენქსი
#[[ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის|საუკეთესო სიმღერა]]: Streets of Philadelphia
#[[ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის|საუკეთესო სიმღერა]]: Streets of Philadelphia



05:58, 24 იანვარი 2014-ის ვერსია

„ფილადელფია“
რეჟისორი ჯონათან დემი
სცენარისტი რონ ნისვანერი
როლებში ტომ ჰენქსი
დენზელ ვაშინგტონი
ჯეისონ რობერდსი
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ხანგრძლივობა 125 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 26 მილიონი დოლარი

ფილადელფია (ინგლ. Philadelphia) — ამერიკული დრამა, რომელიც გადაიღეს 1993 წელს. სწორედ ეს ფილმი შეეხო პირველად შიდსის პრობლემას, ასევე ფილმი ეხება ისეთ ტაბუდადებულ თემებს როგორიცაა ჰომოსექსუალობა და ჰომოფობია. ფილმის გამოსვლას თან ახლდა ბაპტისტური ეკლესიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციები.

სიუჟეტი

ანდრიუ ბეკეტი (ტომ ჰენქსი) არის ფილადელფიის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი სამართალის დარგში. მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არავინ იცის მისი ბოფრენდის მიგელ ალვარესის (ანტონიო ბანდერასი) გარდა. მოულოდნელად კომპანიის მმართველი შეამჩნევს მის ინფექციურ დაავადებას და გადაწყვეტს მის განთავისუფლებას იმ მიზნით, რომ სხვას არ გადაედოს ეს დაავადება. ამის შესახებ ენდრიუ შეიტყობს და დაუკავშირდება ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატს და ასევე მის კონკურენტს ჯო მილერს (დენზელ ვაშინგტონი). მათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, კანის ფერი და მსოფლმხედველობა აქვთ, მაგრამ ეს მიზეზები მათ ხელს ვერ უშლის, რომ იბრძოლონ სამართალისთვის.

როლებში

გადაღება

ენდრიუ ბეკეტის როლს სთავაზობდნენ დენიელ დეი-ლიუისს, ენდი გარსიასა და მაიკლ კიტონს. საბოლოოდ როლზე დამტკიცდა ტომ ჰენქსი, რომელმაც ამ ფილმისთვის დაახლოებით 12 კილო დაიკლო. სასამართლოს სცენები ნამდვილ სასამართლო დარბაზში გადაიღეს. ფილმში გადაღებული იყო 53 ჰომოსესუალი, რომელთაგან 43 შემდეგ წელს შიდსით დაიღუპა.

ჯილდოები

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი: ტომ ჰენქსი
  2. საუკეთესო სიმღერა: Streets of Philadelphia

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში: ტომ ჰენქსი
  2. საუკეთესო სიმღერა: Streets of Philadelphia

რესურსები ინტერნეტში