დავით რონდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
ხაზი 32: ხაზი 32:


{{DEFAULTSORT:რონდელი, დავით}}
{{DEFAULTSORT:რონდელი, დავით}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი კინორეჟისორები]]
[[კატეგორია:ქართველი კინორეჟისორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1904]]
[[კატეგორია:დაბადებული 1904]]

22:08, 21 იანვარი 2014-ის ვერსია

დავით რონდელი
საქმიანობა რეჟისორი

დავით ევგენის ძე რონდელი (ნამდვილი გვარი ცაგარეიშვილი) (დ. 11 აპრილი, 1904, ქუთაისი — გ. 12 მარტი, 1974, თბილისი), ქართველი კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961).

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან მუშაობდა კინოში, ჯერ სახკინმრეწვის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, რეჟისორ ასისტენტად, 1930 წლიდან კი რეჟისორად. გადაიღო ფილმები: „უგუბზიარა“ (1930), „არშაულა“ (1935), „კოლხეთის ჩირაღდნები“ (1941), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1951), „ჩრდილი გზაზე“ (1956), „მამლუქი“ (1958), „ენგურის ნაპირებზე“ (1961), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1967), „ზოია რუხაძე“ (1971), „საჰაერო ხიდი“ (1974). 1937 წელს რონდელმა გადაიღო ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრი „დაკარგული სამოთხე“, რომელმაც რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმ-სპექტაკლისათვის „ჯურღაის ფარი“ (1944, სიკო დოლიძესთან ერთად) რონდელს 1950 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა

  • ოკუჯავა ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 443.
  • ლოლაძე ვ., დავით რონდელი, თბ., 1954.