ტუფი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
wikidata interwiki
ხაზი 6: ხაზი 6:


[[კატეგორია:დანალექი ქანები]]
[[კატეგორია:დანალექი ქანები]]

[[an:Tova calsinosa]]
[[br:Tuf (maen)]]
[[ca:Tova calcària]]
[[cs:Pěnovec]]
[[de:Kalktuff]]
[[en:Tufa]]
[[es:Toba calcárea]]
[[fr:Tuffeau]]
[[hr:Sedra]]
[[io:Tofo]]
[[ko:응회암#용결응회암]]
[[la:Tofus calcarius]]
[[nl:Kalktuf]]
[[pt:Tufa calcária]]
[[simple:Tufa]]
[[sl:Travertin]]
[[sr:Бигар]]
[[sv:Kalktuff]]
[[wa:Tawea]]
[[zh:石灰華]]

21:01, 1 იანვარი 2014-ის ვერსია

ტუფის წყობა

ტუფი (იტალ. tufo) — მკვრივი ვულკანური ქანი, რომელიც წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი მასალის (ვულკანური ფერფლი, წიდა, ლაპილები და სხვა) შეცემენტების შედეგად. ზოგჯერ დანალექი ფოროვანი ქანია. აქვს სხვადასხვა ფერი. ძვირფასი საშენი მასალაა. გამოიყენება როგორც მსუბუქი საკედლე მასალა და ბეტონის შემავსებელი. საქართველოში ცნობილია ტუფის მრავალი სახეოსხვაობა. საბადოთაგან აღსანიშნავია: თეძმის, აკაურთის (მწვანე ტუფი), გორიჯვრის, ზემო სკრის (იისფერი ტუფი), სამშვილდის (ყვითელი ტუფი) და სხვა.[1] ყვითელი დეკორატიული ეგრეთ წოდებული ბოლნისის ტუფი პეტროგრაფიულად განეკუთნება ტუფლავას ან ლავას. ბოლნისის ტუფის საბადო თბილისიდან 60 კმ-ზე მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ხატისოფლის, სარაჩლოს, ფახრალოს, შიხალის, ქვეშის, ზედა გულავერის მიდამოებში. პროდუქტიული ფენა წარმოადგენს ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენური წყების ერთ-ერთ ჰორიზონტს. საბადოს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ამუშავებდნენ.[2] თეძმის ტუფი ვულკანური ფერფლისაგან შემდგარი დაახლოებით ანდეზიტური შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანია.[3]

სქოლიო

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 81.
  2. ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 454.
  3. ქოიავა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 670.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუფი&oldid=2599060“-დან