თვითმკვლელობის მეთოდები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 18: ხაზი 18:


ამიტომაც, უფრო გავრცელებულია გაზის შესუნთქვით თვითმკვლელობა, ვიდრე სუნთქვის შეზღუდვით. [[ინერტული აირი|ინერტული აირები]], როგორიცაა [[ჰელიუმი]], [[არგონი]] და [[აზოტი]] ან [[მომწამლავი აირი|მომწამლავი აირები]], როგორიცაა [[კარბონის მონოქსიდი]] ყველაზე ხშირად გამოიყენება. მათ ადამიანის გონების დაკარგვა სწრაფად შეუძლიათ, შემდეგ კი რამდენიმე წუთში დგება სიკვდილი.
ამიტომაც, უფრო გავრცელებულია გაზის შესუნთქვით თვითმკვლელობა, ვიდრე სუნთქვის შეზღუდვით. [[ინერტული აირი|ინერტული აირები]], როგორიცაა [[ჰელიუმი]], [[არგონი]] და [[აზოტი]] ან [[მომწამლავი აირი|მომწამლავი აირები]], როგორიცაა [[კარბონის მონოქსიდი]] ყველაზე ხშირად გამოიყენება. მათ ადამიანის გონების დაკარგვა სწრაფად შეუძლიათ, შემდეგ კი რამდენიმე წუთში დგება სიკვდილი.

==ჰიპოთერმია==
თვითმკვლელობა ჰიპოთერმიით ან სხეულის ტემპერატურის გაციებით, არის ნელი პროცესი, რომელიც გადის გარკვეულ საფეხურებს. თავდაპირველად, ჰიპოთერმიას ახასიათებს სუსტი სიმპტომები, რომელიც თანდათან იზრდება ნელ და მწველ ტკივილში. ამას შეიძლება თან სდევდეს კანკალი, ბოდვა, ჰალუცინაციები, რაც საბოლოოდ სრულდება სიკვდილით.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

14:23, 31 დეკემბერი 2013-ის ვერსია

თვითმკვლელობის მეთოდები არის ის ხერხები და საშუალებები, რომლითაც ხდება ადამიანის მიერ საკუთარი სიცოხლის შეწყვეტა. ის შეიძლება დაიყოს ორ სახედ: ფიზიკურად და ქიმიურად. ფიზიკური მოდელის მიხედვით, თვითმკვლელობა ხდება სასუნთქი სისტემის ან ცენტრალური ნერვული სისტემის პარალიზებით. ხოლო ქიმიური მეთოდის შემთხვევაში ძირითადი მიზეზი არის ბიოლოგიური პროცესის შეწყვეტა.

სისხლისგან დაცლა

თვითმკვლელობა სისხლდენით გამოწვეულია ორგანიზმში სისხლის რაოდენობისა და წნევის კრიტიკულად დაბალ დონემდე დასვლით, რაც გამოწვეულია სისხლის ერთდროულად დაკარგვით. ეს შედეგი როგორც წესი დგება არტერიების დაზიანებით. ამ დროს სამიზნე ძირითადად არის საძილე, სხივური, იდაყვის ან თეძოს არტერიები.

ზოგჯერ თვითმკვლელმა, რათა დარწმუნდეს რამდენად ეფექტურია იარაღი, შესაძლოა პირველად გაიკეთოს ზედაპირული ჭრილობა, რაც სამედიცინო ლიტერატურაში ცნობილია, როგორც ექსპერიმენტური ჭრილობა. როგორც წესი, ასეთი ნაიარევი არ არის სასიკვდილო და წარმოადგენს ძირითადი დაზიანების პარალელურ კვეთას.

მკლავის დაზიანება

მკლავის (მაჯის) დაზიანების მიზანი როგორც წესი არის თვითდასახიჩრება და არა თვითმკვლელობა. თუმცა, თუ სისხლდენა ძლიერი იქნება და არ შეჩერდება, ამ შემთხვევაში შედეგად მოჰყვება არითმია, რასაც გამოიწვევს სისხლის დაკარგვა, შოკი, სისხლის მოძრაობის შეფერხება და გულის გაჩერება, რასაც როგორც წესი სიკვდილი მოჰყვება.

წყალში დახრჩობა

უსახლკარო ქალი წყალში დახრჩობით იკლავს თავს.

თვითმკვლელობა წყალში დახრჩობით არის წინასწარ განსაზღვრული ქმედება,რასაც პირი სჩადის წყლით დაფარვით, რის გამოც სუნთქვა შეუძლებელი ხდება და ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. რადგანაც ადამიანს ინსტიქტი აიძულებს რომ ამოყვინთოს ჰაერის ჩასასუნთქად, ამიტომ თვითმკვლელები ხშირად სხეულზე იმაგრებენ მძიმე მასას, რაც ძლევს თვითგადარჩენის ამ ინსტიქტს. სიკვდილი დგება მას შემდეგ, რაც ტვინის უჯრედებში ჟანგბადის შემცველობა მიაღწევს კრიტიკულად დაბალ ზღვარს. თვითმკვლელობის ეს მეთოდი ნაკლებად გავრცელებულია. მაგალითად, აშშ-ში ამ გზით განხორციელებული თვითმკვლელობა საერთო სტატისტკით 2 პროცენტზე ნაკლებია.

გაგუდვა

თვითმკვლელობის ეს საშუალება არის მდგომარეობა, რომლითაც იზღუდება ორგანიზმის სუნთქვის საშუალება ან სუნთქვის შედეგად ჟანგბადის რაოდენობა ამოიწურება, რაც იწვევს პირველად ჟანგბადის უკმარისობას, ხოლო შემდეგ — გაგუდვას. ხშირად ამისთვის გამოიყენება პარკის თავზე ჩამოცმის ან უჟანგბადო სივრცეში ჩაკეტვის მეთოდი. შეუძლებელია პირმა თავი მოიკლას სუნთქვის უბრალოდ შეკავებით, რადგან როგორც კი სისხლში ჟანგბადის დონე დაბალ მაჩვენებელს მიაღწევს, ტვინის მიერ გამოგზავნილი იმპულსით ნორმალური სუნთქვა აღდგება. იმ შემთხვევაშიც კი თუ პირი მოახერხებს გონების დაკარგვისგან თავის არიდებას, მაშინ სუნთქვის კონტროლის შენარჩუნება მაინც შეუძლებელი იქნება და სუნთქვის რიტმი აღდგება.

ამიტომაც, უფრო გავრცელებულია გაზის შესუნთქვით თვითმკვლელობა, ვიდრე სუნთქვის შეზღუდვით. ინერტული აირები, როგორიცაა ჰელიუმი, არგონი და აზოტი ან მომწამლავი აირები, როგორიცაა კარბონის მონოქსიდი ყველაზე ხშირად გამოიყენება. მათ ადამიანის გონების დაკარგვა სწრაფად შეუძლიათ, შემდეგ კი რამდენიმე წუთში დგება სიკვდილი.

ჰიპოთერმია

თვითმკვლელობა ჰიპოთერმიით ან სხეულის ტემპერატურის გაციებით, არის ნელი პროცესი, რომელიც გადის გარკვეულ საფეხურებს. თავდაპირველად, ჰიპოთერმიას ახასიათებს სუსტი სიმპტომები, რომელიც თანდათან იზრდება ნელ და მწველ ტკივილში. ამას შეიძლება თან სდევდეს კანკალი, ბოდვა, ჰალუცინაციები, რაც საბოლოოდ სრულდება სიკვდილით.

რესურსები ინტერნეტში