ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
standard map
ხაზი 35: ხაზი 35:
|განედი =
|განედი =
|გრძედი =
|გრძედი =
|რუკა=Colombia Valle del Cauca loc map.svg
|რუკა=Colombia - Valle del Cauca.svg
|დროისსარტყელი= UTC-05
|დროისსარტყელი= UTC-05
|აბრევიატურა =
|აბრევიატურა =

02:19, 14 დეკემბერი 2013-ის ვერსია

დეპარტამენტი
ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი
Departamento del Valle del Cauca
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი კალი
კოორდინატები 3°56′00″ ჩ. გ. 76°31′00″ დ. გ. / 3.93333° ჩ. გ. 76.51667° დ. გ. / 3.93333; -76.51667
დაარსდა 16 აპრილი, 1910
ფართობი 22 140 კმ²
მოსახლეობა 4 060 196[1] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 180 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი valledelcauca.gov.co

ვალიე-დელ-კაუკა (ესპ. Departamento del Valle del Cauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან და კოლუმბიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეპარტამენტად მიიჩნევა. დედაქალაქია სანტიაგო-დე-კალი. ძალზედ სტრატეგიულია მისი მდებარეობა და ხშირად კოლუმბიის ჭიშკარსაც კი უწოდებენ წყნარ ოკეანეზე. გარდა კალისა, დეპარტამენტის ცხოვრებაზე დიდი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გავლენა აქვ ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ბუენავენტურა, კარტაგო და ტულუა. ვალიე-დელ-კაუკაში მდებარეობს ექვსი დამოუკიდებელი ქალაქი, რომელთა მოსახლეობაც 100 000 ადამიანს აჭარბებს. ბუენავენტურას ნავსადგური ყველაზე დატვირთულია კოლუმბიაში და ყოველწლიურად დაახლოებით 8 500 000 ტონა ტვირთს ატარებს.

დეპარტამენტის ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა კონცენტრირებული. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, ბამბა, სოია, სორგო, მთებში ასევე ყავა. აწარმოებენ შაქარს, რომელიც დანარჩენ კოლუმბიასა და მეზობელ ქვეყნებს მიეწოდება.

დეპარტამენტი 42 მუნიციპალიტეტისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. DANE. ციტირების თარიღი: February 13, 2013.