ლუკა ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48: ხაზი 48:
== ბათუმში გატარებული წლები და გარდაცვალება ==
== ბათუმში გატარებული წლები და გარდაცვალება ==
ლუკა ასათიანი [[1895]] წელს ასრულებს ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობას და გადადის ბათუმში, სადაც ქალაქის პირველ არჩეულ ქალაქის თავად ორი ვადით [[1901]] წლამდე, გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა.
ლუკა ასათიანი [[1895]] წელს ასრულებს ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობას და გადადის ბათუმში, სადაც ქალაქის პირველ არჩეულ ქალაქის თავად ორი ვადით [[1901]] წლამდე, გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა.
დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქვიტირში, საფლავი სავარაუდოთ განთავსებულია ქვიტირის ეკლესიაში.
დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქვიტირში, საფლავი სავარაუდოთ განთავსებულია ქვიტირის ეკლესიაში. ქუთაისსა და ბათუმში არსებობს ლუკა ასათიანის სახელობის ქუჩები.


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

14:06, 23 ნოემბერი 2013-ის ვერსია

ეს სტატია პიროვნებას ეხება. ლუკა ასათიანის შესახებ იხილეთ ლუკა ასათიანი.
ლუკა ასათიანი
ფაილი:Luka asatiani.jpg
დაბადების თარიღი 1836
დაბადების ადგილი ქვიტირი
გარდაცვალების თარიღი 22 ნოემბერი, 1901
გარდაცვალების ადგილი ბათუმი
საქმიანობა პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე
ეროვნება ქართველი

ლუკა ასათიანი (დ.1836,სოფელი ქვიტირში — გ. 12 სექტემბერი, 1901, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის და ბათუმის პირველი არჩეული ხელმძღვანელი - ქალაქის თავი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1836 წელს ქუთაისის მახლობლად, სოფელ ქვიტირში. ხელმოკლე აზნაურის ოჯახმა, სიღარიბის მიუხედავად ქუთაისის ოთხკლასიან სასწავლებელში მისი ჩარიცხვა მოახერხა თუმცა, მამის მოულოდნელად გარდაცვალების გამო სწავლაში წინსვლის გეგმები ჩაეშალა.„ლუკა ასათიანს არ მიუღია არც მაღალი სწავლა და არც მაღალი პრინციპები, მაგრამ იმისათვის მიუცია ბუნებას კარგი გონება და კეთილი ზნე.“-გიორგი წერეთელი.

ბაქოსა და ერევანში მუშაობის წლები

მცდელობებისა და დიდი მონდომების წყალობით, ლუკა ბაქოში საოლქო სასამართლოში მწერლად იწყებს მუშაობას, მოგვიანებით ის ქუთაისის საოლქო სასამართლოში წევრად გადმოდის, მექრთამეობას შეუგუებლობა და არასასურველი სამუშაო გარემო აიძულებს ერევანში გადავიდეს გუბერნიის სამმართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე სამუშაოდ. დავით კლდიაშვილის თქმით: „ერთადერთი საჯარო მოხელე იყო ლუკა ასათიანი, ყოველი ბრალდებისაგან თავისუფალი, წმინდა და პატიოსანი მოსამსახურე.“ სწორედ ამ თვისებებმა გადაარჩინა ის მაშინ, როცა ერევნის გუბერნიაში ათობით მოხელე იქნა დაკავებული მოვალეობის უკანონოდ შესრულებისა და მექრთამეობის გამო.

ქუთაისის თვითმმართველობის დაფუძვნება და ქალაქის თავის არჩევნები

ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობა 1875 წელს დაფუძნდა და ხმოსან სტეფანე აკოფაშვილის კერძო სახლში დაიდო ბინა. ქალაქის თავად დაინიშნა ნიკოლოზ სამსონის ძე აბაშიძე, ხოლო 1978 წელს თვითმმართველობამ პირველი ქალაქის თავი აირჩია და ის იყო ლუკა ასათიანი.

ლუკა ასათიანის საქამიანობა ქუთაისში

„1879 წელს ქალაქისთავმა ლუკა ასათიანმა სოფლის მსგავსი ქუთაისის ჩაიბარა, მაგრამ მან შეძლო მიეცა მისთვის ცოტად თუ ბევრად შესაფერი სახე“ - წერდა ქალაქის იმდროინდელი ხმოსანი ცნობილი ექიმი და მეცნიერი დიმიტრი ნაზარიშვილი. ქალაქ ქუთაისის წინსვლას და ქალაქის თვითმმართველობის წარმატებულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივები, მის სახელს უკავშირდება ბევრი ცვლილება, რაც იმდროინდელ ქუთაისს ახალ მნიშვნელობას სძენდა: გაიხსნა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთა რიცხვი 90-იანი წლებისთვის 16-ს აღწევდა. მისი თხოვნით და დახმარებით, კოტე მესხმა ქუთაისში პირველი მუდმივი თეატრალური დასი ჩამოაყალიბა(1880წ.). 1881 წ. აშენდა სამსონ თოფურიას სამკურნალო დაწესებულება, ვიტეშინსკისა და პეტრე-პავლე კოკოჩაშვილების აფთიაქები სასტუმრო „ლონდონი’ 1884-85 წლებში აღადგინეს 1862 წელს ჩაინგრეული ჯაჭვის ხიდი. 1892 წელს ლუკა ასათიანმა მხარი დაუჭირა ექიმთა საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც დიმიტრი ნაზარიშვილი ხელმძღვანელობდა. ასათიანისა და გაბრიელ ეპისკოპოსის ერთობლივი ძალისხმევით 1882 წელს საფუძველი ჩაეყარა „პეტრე-პავლეს“ ეკლესიის მშენებლობას, რომელიც 1903 წელს დასრულდა. 1890-1893 წლებში აიგო ტაძარი, რომელსაც ამაღლების სახელი ეწოდა(საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია) რკინის მესერით შემოიღობა ცენტრალური ბულვარი.

ილია ჭავჭავაძესთან მეგობრობა

ილიას სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიოტთა ჯგუფში ლუკა ასათიანს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. ცნობიალია, რომ როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის ქალაქის თავად ლუკა ასათიანის კანდიდატურა ილია ჭავჭავაძემ წარადგინა და მხარს უჭერდა მის ამ პოსტებზე დამტკიცებას, შემთხვევითი არც ის იყო, რომ გაზეთ „ივერია“-ს პირველი ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით რედაქტორის მიერ თბილისში მოწყობილს დარბაზობას ლუკა ასათიანიც ესწრებოდა.

ბათუმში გატარებული წლები და გარდაცვალება

ლუკა ასათიანი 1895 წელს ასრულებს ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობას და გადადის ბათუმში, სადაც ქალაქის პირველ არჩეულ ქალაქის თავად ორი ვადით 1901 წლამდე, გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქვიტირში, საფლავი სავარაუდოთ განთავსებულია ქვიტირის ეკლესიაში. ქუთაისსა და ბათუმში არსებობს ლუკა ასათიანის სახელობის ქუჩები.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ლუკა ასათიანი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ლუკა ასათიანი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.