პელოპონესის ნახევარკუნძული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{განსხვავება|პელოპონესის ნახევარკუნძული}}
{{განსხვავება|პელოპონესის პროვინცია}}
[[ფაილი:PeloponnesosMap.png|მინი|250პქ]]
[[ფაილი:PeloponnesosMap.png|მინი|250პქ]]
'''პელოპონესი''' ({{lang-el|Πελοπόννησος}}) — [[ნახევარკუნძული]] [[საბერძნეთი]]ს სამხრეთ ნაწილში. [[1893]] წლიდან, მას შემდეგ რაც გაიყვანეს [[კორინთოს არხი]], იგი ტექნიკურ [[კუნძული|კუნძულად]] იქცა. გვიანდელი [[შუა საუკუნეები]]ს საბერძნეთში [[ოტომანთა იმპერია|ოტომანთა]] ბატონობის დროს, ნახევარკუნძული ცნობილი იყო როგორც ''[[მორეა]]''. ({{lang-el|Μωρέας}}. ეს დასახელება სასაუბრო [[თურქული ენა|თურქულში]] დღემდე გამოიყენება.
'''პელოპონესი''' ({{lang-el|Πελοπόννησος}}) — [[ნახევარკუნძული]] [[საბერძნეთი]]ს სამხრეთ ნაწილში. [[1893]] წლიდან, მას შემდეგ რაც გაიყვანეს [[კორინთოს არხი]], იგი ტექნიკურ [[კუნძული|კუნძულად]] იქცა. გვიანდელი [[შუა საუკუნეები]]ს საბერძნეთში [[ოტომანთა იმპერია|ოტომანთა]] ბატონობის დროს, ნახევარკუნძული ცნობილი იყო როგორც ''[[მორეა]]''. ({{lang-el|Μωρέας}}. ეს დასახელება სასაუბრო [[თურქული ენა|თურქულში]] დღემდე გამოიყენება.

15:16, 28 ოქტომბერი 2013-ის ვერსია

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: პელოპონესის პროვინცია.

პელოპონესი (ბერძ. Πελοπόννησος) — ნახევარკუნძული საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში. 1893 წლიდან, მას შემდეგ რაც გაიყვანეს კორინთოს არხი, იგი ტექნიკურ კუნძულად იქცა. გვიანდელი შუა საუკუნეების საბერძნეთში ოტომანთა ბატონობის დროს, ნახევარკუნძული ცნობილი იყო როგორც მორეა. (ბერძ. Μωρέας. ეს დასახელება სასაუბრო თურქულში დღემდე გამოიყენება.

ნახევარ კუნძული დაყოფილია სამ პერიფერიად: მისი უდიდესი ნაწილი ეკუთვნის პელოპონესის პერიფერიას ხოლო დანარჩენი ნაწილები დასავლეთ საბერძნეთის და ატიკას პერიფერიებს.

გეოგრაფია

პელოპონესის ნახევარკუნძულის ფართობი შეადგენს 21 549.6 კმ²-ს და წარმოადგენს საბერძნეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ნაწილს. ნახევარკუნძული დანარჩენ საბერძნეთს ორი სახმელეთო გზით უკავშირდება, ერთი — კორინთოს ყელით და მეორე — რიო-ანტირიოს ხიდით (აგებულია 2004 წელს).

არკადიის ხედი

ნახევარკუნძულის შიდა ნაწილი მთებითაა დაფარული, ხოლო სანაპირო საკმაოდ ღრმაა და დაკბილული. უმაღლესი მწვერვალია ტაიგეტუსი (2 409 მეტრი). ნახევარკუნძული თავისმხრივ მოიცავს ოთხ სამხრეთისკენ მიმათულ ნახევარკუნძულს: მესენიას ნახევარკუნძული, მანი, მელეას კონცხი და არგოლისის ნახევარკუნძული. მესენია, მანი, მალეის კონცხი და არგოლიდი.

პელოპონესის ნახევარკუნძულთან მდებარეობს კუნძულების ორი ჯგუფი: სარონიკის კუნძულები აღმოსავლეთით და იონას კუნძულები დასავლეთით. მისგან სამხრეთით მდებარეობს კუნძული კიტირა.

ისტორია

ნახევარკუნძულის ტერიტორია, ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდანაა დასახლებული. მისი თანამედროვე სახელი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, კონკრეტულად მითიდან გმირ პელოპის შესახებ, რომელმაც მთლიანი ნახევარკუნძული დაიპყრო. სახელი Peloponnesos ნიშნავს „პელოპის კუნძულს“.

პირველი ბერძნული ცივილიზაცია, აქ ბრინჯაოს ხანაში, ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოჩნდა. სავარაუდოდ, ეს იყო ეგეის ან მიკენის კულტურა. ანტიკურ ხანაში, პელოპონესი ძველი საბერძნეთის გულს წარმოადგენდა. აქ მდებარეობდა ისეთი ქალაქ-სახელმწიფოები, როგორებიცაა სპარტა, კორინთო, არგოსი და მეგალოპოლისი. ნახევარკუნძული ჩართული იყო ბერძენ-სპარსელთა ომებში. სწორედ აქ მიმდინარეობდა ძვ.წ. 431-404 წლებში პელოპონესის ომები. ძვ.წ. 146 წელს, პელოპონესმა ვერ გაუძლო რომის იმპერიას და მისი გაფართოების მსხვერპლი გახდა, გადაიქცა რა მის ერთ-ერთ, აქაიას პროვინციად.

რესურსები ინტერნეტში