მსოფლიო ბანკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB |
მ added Category:ბანკები using HotCat |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები]] |
[[კატეგორია:საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები]] |
||
[[კატეგორია:ბანკები]] |
19:53, 22 ოქტომბერი 2013-ის ვერსია
მსოფლიო ბანკის ჯგუფი შეიქმნა 1944 წელს 28 სახელმწიფოს მიერ ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების ხელმოწერის შედეგად. იმავე შეთანხმებით შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ბანკის შტაბ-ბინა მდებარეობს ვაშინგტონში, აშშ.
მსოფლიო ბანკის მთავარ ამოცანას შეადგენს განვითარებად ქვეყნებში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა და სიღარიბის დონის შემცირება. ორგანიზაციის პრიორიტეტებია სტრუქტურული რეფორმები: ვაჭრობის ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობა დახმარების მიმღები ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებია სესხებზე სხვა საერთაშორისო კრედიტორებთან შედარებით. მსოფლიო ბანკის კრედიტებს მოჰყვება სამთავრობათშორისო სესხებიც, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდის მიმღები ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს კერძო ინვესტორებისთვის.
მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდისგან ძირითადი განსხვავებაა ბანკის პრიორიტეტი გრძელვადიან დახმარებაზე მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის, მაშინ როდესაც სავალუტო ფონდის ძირითადი ამოცანა დროებითი ფინანსური კრიზისების აღმოფხვრაა ნებისმიერ ქვეყანაში.