უჯარმის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1408994
ხაზი 36: ხაზი 36:
[[კატეგორია:კახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:კახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]

18:40, 1 სექტემბერი 2013-ის ვერსია

უჯარმის ციხის ხედი გზიდან
უჯარმის ციხე

უჯარმა — ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, თბილისი-თელავის პირას, ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე.

ისტორია

ვიკიციტატა
„ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა“
(ლეონტი მროველი)

უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. თუმცა უჯარმის ძლიერ ქალაქად ქცევა ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. მას შემდეგ რაც ვახტანგმა V-მ საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. IV-VIII საუკუნეებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში.

914 წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. ამის შემდეგ უჯარმის მნიშვნელობა ეცემა და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე დასახლებული პუნქტი. XII საუკუნეში უჯარმა აღადგინა მეფე გიორგი III-მ (1156–1184 წწ.) და თავის განძთსაცავად აქცია.

არქიტექტურა

ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა იორის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.

ციხეში ჩაშენებულია ჯვარპატიოსანის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული შედარებით ძველია, მეორე სართული ვახტანგ გორგასალს დაუშენებია V საუკუნეში. დაშენებული ეკლესია მაღალი ცალნავიანია, სარკმლები დატანებული აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით.

ციხის გალავანი გრძელდებოდა ჩრდილოეთით მხრიდან, დამრეც კლდოვან ფერდობზე, მდინარის ნაპირამდე. ამ კედლებში თანაბარ მანძილზე 9 კოშკი იყო ჩატანებული. კოშკების მეორე და მესამე სართულები განკუთვნილი იყო მეციხოვნე ჯარისათვის საცხოვრებლად. კოშკებს ჰქონდა დახურული, ბანური სახურავი. ბანის პერიმეტრზე ყოფილა ქონგურები, ხოლო მათ უკან დერეფანი-გასასვლელი.

მდინარე ივრის პირას შემორჩენილია კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. მისი კედლები ქვიშაქვით და აგურითაა ნაგები, ლავგარდანი რომბული წყობისაა. სამხრეთის მხრიდან მიშენებულია ახალი ეკლესია, რომლის ქვეშ მოწყობილია საძვალე. შეიმჩნევა ძველი კედლის კვალი. სავარაუდოდ, აქ უნდა ყოფილიყო მეფე ასფაგურის მიერ აშენებული ციხის ნაშთები.

მემკვიდრეობა

გათხრების შედეგად ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები; ბრინჯაოს ბეჭდები და ღილები, საზედაშე ქვევრები, თონე, საფლავები (XII-XIII სს).

საინტერესო ფაქტები

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: