ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:
[[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]

15:55, 1 სექტემბერი 2013-ის ვერსია

ურთხვის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთხვის ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე, მაღალი მთის ფერდობზე, სასაფლაოზე.

ეკლესია დარბაზულია (11,5 X 6,6 მ), ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და ჩრდილოეტით (გადაკეთებულია ნიშად). აფსიდი არასრული ნახევარწრეა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე გვერდზე თითო თაღიანი ღრმა ნიშია. ორი სარკმელი სამხრეთითაა, ერთი - დასავლეთით, კედლის ზედა ნაწილში. მოხატულობიდან აფსიდის კონქში მხოლოდ მაცხოვრის გამოსახულების კვალი ჩანს.

ს ა მ რ ე კ ლ ო (3,5 X 3,5 მ) ეკლესიიდან სამხრეთით 20 მეტრზე იდგა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და აგურით. ძლიერ იყო დაზიანებული: ჩამოქცეული იყო გუმბათოვანი გადახურვა, შემორჩენილი იყო მხოლოდ სვეტები და მათზე გადაყვანილი აგურის შეისრული თაღები. სამრეკლოს აღმოსავლეთის და სამხრეთის ღიობები ამოშენებული იყო ნატეხი ქვით.

მონასტერს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].

ლიტერატურა

სქოლიო