პაოლო იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
ხაზი 4: ხაზი 4:
| სურათი= Paolo Iashvili.jpg
| სურათი= Paolo Iashvili.jpg
| ჩარჩო =
| ჩარჩო =
| ფსევდონიმი = [[პაოლო იაშვილი]]
| ფსევდონიმი = პაოლო იაშვილი
| დაბადების თარიღი = [[29 ივნისი]], [[1894]]
| დაბადების თარიღი = [[29 ივნისი]], [[1894]]
| დაბადების ადგილი = [[გამოღმა არგვეთი]]
| დაბადების ადგილი = [[გამოღმა არგვეთი]]
ხაზი 19: ხაზი 19:
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინა =
| გავლენა მოახდინა =
| ვებგვერდი =
| საიტი =
| სქოლიო =
| სქოლიო =
}}
}}
ხაზი 34: ხაზი 34:


===განათლება===
===განათლება===
[[1900]] წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “[[ცისფერყანწელები|ცისფერყანწელთა]]” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: [[ვალერიან გაფრინდაშვილი]] და [[ტიციან ტაბიძე]]. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა [[1905 წლის რევოლუცია |1905 წლის რევოლუციის]] მოახლოების შედეგად.
[[1900]] წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “[[ცისფერყანწელები|ცისფერყანწელთა]]” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: [[ვალერიან გაფრინდაშვილი]] და [[ტიციან ტაბიძე]]. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა [[1905 წლის რევოლუცია|1905 წლის რევოლუციის]] მოახლოების შედეგად.


[[1911]] წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო [[ანაპა]]ში - კერძო გიმნაზიაში. [[1913]] წელს პაოლო [[პარიზი|პარიზში]] გაემგზავრა და [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტ მწერალთა]] შემოქმედებამ. [[1915]] წელს [[პირველი მსოფლიო ომი|მსოფლიო ომის]] ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.
[[1911]] წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო [[ანაპა]]ში - კერძო გიმნაზიაში. [[1913]] წელს პაოლო [[პარიზი|პარიზში]] გაემგზავრა და [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტ მწერალთა]] შემოქმედებამ. [[1915]] წელს [[პირველი მსოფლიო ომი|მსოფლიო ომის]] ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.
ხაზი 41: ხაზი 41:
[[საქართველოს მწერალთა კავშირი|მწერალთა კავშირი]]ს დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".
[[საქართველოს მწერალთა კავშირი|მწერალთა კავშირი]]ს დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".


1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ0მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]] და შევიდა [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: [[პიკასო]]ს, [[გიიომ აპოლინერი|აპოლინერს]], [[მოდილიანი]]ს და [[ილია ერენბურგი|ერენბურგს]]. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც მონაწილეობს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია [[კონსტანტინე ბალმონტი|კონსტანტინე ბალმონტს]] და უჩუქნია მისთვის "[[ვეფხისტყაოსანი]]". პაოლო იაშვილი [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, [[ტიციან ტაბიძე|ტ. ტაბიძესთან]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი|ვ. გაფრინდაშვილთან]], [[კოლაუ ნადირაძე|კ. ნადირაძესთან]], [[სანდრო ცირეკიძე|ს. ცირეკიძესთან]], ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს. <ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 596–598</ref>
1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ0მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]] და შევიდა [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: [[პიკასო]]ს, [[გიიომ აპოლინერი|აპოლინერს]], [[მოდილიანი]]ს და [[ილია ერენბურგი|ერენბურგს]]. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც მონაწილეობს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია [[კონსტანტინე ბალმონტი|კონსტანტინე ბალმონტს]] და უჩუქნია მისთვის "[[ვეფხისტყაოსანი]]". პაოლო იაშვილი [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, [[ტიციან ტაბიძე|ტ. ტაბიძესთან]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი|ვ. გაფრინდაშვილთან]], [[კოლაუ ნადირაძე|კ. ნადირაძესთან]], [[სანდრო ცირეკიძე|ს. ცირეკიძესთან]], ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.<ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 596–598</ref>




მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე აღინიშნებოდა, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს – [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საქართველოს გასაბჭოების დღეს]] და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი - "ახალ საქართველოს".
მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე აღინიშნებოდა, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს – [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საქართველოს გასაბჭოების დღეს]] და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი - "ახალ საქართველოს".


1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით. <ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 599</ref>
1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.<ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 599</ref>


მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ "ცისფრერყანწელებს" საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა.
მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ "ცისფრერყანწელებს" საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა.
ხაზი 64: ხაზი 62:


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

* [http://lib.ge/each_author.php?364 პაოლო იაშვილის ლექსები lib.ge-ზე]
* [http://lib.ge/each_author.php?364 პაოლო იაშვილის ლექსები lib.ge-ზე]
* [http://burusi.wordpress.com/literature/paolo-iashvili/ პაოლო იაშვილი, ცხოვრება, შემოქმედება]
* [http://burusi.wordpress.com/literature/paolo-iashvili/ პაოლო იაშვილი, ცხოვრება, შემოქმედება]
ხაზი 83: ხაზი 80:
{{DEFAULTSORT:იაშვილი, პაოლო}}
{{DEFAULTSORT:იაშვილი, პაოლო}}
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1894]]
[[კატეგორია:დაბადებული 1894]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1937]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1937]]
[[კატეგორია:ცისფერყანწელები]]
[[კატეგორია:ცისფერყანწელები]]

06:29, 31 აგვისტო 2013-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაშვილი.
პაოლო (პავლე) იაშვილი
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1894
დაბადების ადგილი გამოღმა არგვეთი
გარდაცვალების თარიღი 22 ივლისი, 1937
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ფსევდონიმი პაოლო იაშვილი
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
პერიოდი 1915–1937
ჟანრი ლირიკა
თემატიკა სიყვარული
მიმდინარეობა სიმბოლიზმი
Magnum opus "პოეზია", 1926
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

პაოლო (პავლე) იაშვილი (დ. 29 ივნისი, 1894[1], გამოღმა არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 22 ივლისი, 1937, საქართველო) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი.

ბიოგრაფია

ოჯახი

პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფრიად ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო.

საკმაოდ შეძლებულ, შვილმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს - "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".

პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს გარდაიცვალა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ.

განათლება

1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად.

1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში - კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. 1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.

მოღვაწეობა

მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".

1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ0მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანის და ერენბურგს. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც მონაწილეობს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია კონსტანტინე ბალმონტს და უჩუქნია მისთვის "ვეფხისტყაოსანი". პაოლო იაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, ტ. ტაბიძესთან, ვ. გაფრინდაშვილთან, კ. ნადირაძესთან, ს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.[2]

მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე აღინიშნებოდა, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს – საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი - "ახალ საქართველოს".

1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.[3]

მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ "ცისფრერყანწელებს" საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა.

მსხვერპლი

ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატებრივ საქმიანობაზე". ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.

ვიკიციტატა
„ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე“
(შალვა აფხაიძე)

თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. . მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა"-ო. საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო

ვიკიციტატა
„კონსტატირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი...ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე“
([4])

პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ავალიანი, ლ., პაოლო იაშვილი, თბილისი, 1977;
  • ასათიანი გ., პაოლო იაშვილი, "მნათობი", 1964, № 7;
  • აფხაიძე, შ., პაოლო იაშვილი, იქვე, 1960 № 11, 12;
  • კლდიაშვილი, ს., ახლობელი და შორეული, თბ., 1964;
  • ქიქოძე, გ., ეტიუდები და პორტრეტები, თბ.,1958

სქოლიო

  1. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადავოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს.
  2. პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 596–598
  3. პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 599
  4. საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს სხდომა 23 ივლისი, 1937, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო, მე-2 განყოფილება, ფონდი 14, აღწერა N11, საქმე N8 გვ 58.