არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 122: ხაზი 122:
== აბასიანების ხალიფები (750-1258) ==
== აბასიანების ხალიფები (750-1258) ==
{{მთავარი|აბასიანთა სახალიფო}}
{{მთავარი|აბასიანთა სახალიფო}}
აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ ასპარეზზე ირანელი და შუააზიელი ფეოდალები დაწინაურდნენ. ახალ ბაზაზე იქნა გამოყენებული [[სასანიანთა იმპერია|სასანიანთა]] ირანის ტრადიციები: პოლიტიკური ინსტიტუტები, ადმინისტრაციულ-ფინანსური სტრუქტურა, მრავალრიცხოვანი უწყება-დაწესებულებები. აბასიანთა გამარჯვების შედეგებმა გამოხატულება რელიგიის სფეროშიც პოვა. წაიშალა ზღვარი არაბ და არაარაბ მუსლიმანებს შორის. არაარაბი ფეოდალები ხალისით იღებდნენ [[ისლამი|ისლამს]], რადგან ისლამი ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიად იქცა და კლასობრივი ბატონობის იარაღად იქცა. შეიცვალა ექსპლუატაციის ფორმები. ხარკისა და ნადავლის ნაცვლად, ახლა ასეთად მიწაზე დაწესებული გადასახადი ([[ხარაჯა]]) იქცა, რომლის აკრეფა ხდებოდა როგორც ნატურით, ასევე ფულით. ხარაჯის გარკვეული ნაწილი [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ქვეყნებიდან შედიოდა, რაც ასახულია აბასიანთა ხანის საგადასახადო სიებში.


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

09:49, 28 აგვისტო 2013-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

არაბთა სახალიფო
خلافة إسلامية ‎‎


6321258

არაბთა სახალიფო 750 წელს
დედაქალაქი 630—656 მედინა
656 — 661 მექა
661 — 754 დამასკი
754 — 762 ელ-კუფა
762 — 836 ბაღდადი
836 — 892 სამარა
892 — 1258 ბაღდადი
ენა არაბული
მოსახლეობა არაბები, სპარსელები, კოპტები, ბერბერები, თურქმენები, ქართველები, სომხები, ესპანელები, ტაჯიკები, პორტუგალიელები, ავღანელები.
მართლმორწმუნე ხალიფა
 - 632-634 აბუ ბაქრი
ომაიანების ხალიფა
 - 661-680 მუავია I
აბასიანების ხალიფა
 - 750-754 აბუ ლ-აბას ალ-საფაჰი
 - 1242-1258 ალ-მუსთასიმი (ბოლო)

არაბთა სახალიფო — არაბულ-მუსლიმანური სახელმწიფო, რომელსაც მართავდა ხალიფა (632-1258 წწ.) არაბთა სახალიფოს საფუძველი გახდა მუჰამედის მიერ VII საუკუნის 20-იან წლებში ქალაქ მედინაში დაარსებული მუსლიმანური თემი (უმა), სადაც გაერთიანება ხდებოდა ერთი რელიგიისადმი - ისლამისადმი კუთვნილების მიხედვით. უმა იყო თეოკრატიული ორგანიზაცია, რომელშიც მუჰამედი სასულიერო და საერო მეთაური იყო.

მართლმორწმუნე ხალიფები (632-661)

632 წელს მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, მუსლიმანური თემის მეთაურად აირჩიეს აბუ ბაქრი (632-634 წწ.), რომელმაც მიიღო „ხალიფა რასულ ალ-ლაჰის“ („ალაჰის მოციქულის მოადგილე“) წოდება. საფუძველი ჩაეყარა არაბთა სამხედრო-თეოკრატიულ სახელმწიფოს (632-661 წწ.), რომლის მმართველ ხალიფებს „ალ-ხალიფა ალ-რაშიდუნას“ (მართლმორწმუნე ხალიფებს) უწოდებდნენ.

მეორე ხალიფამ უმარ I-მა (634-644 წწ.), მიიღო „ამირა ალ-მუმინინას“ („მართლმორწმუნე ამირას“) წოდება, რითაც ხაზი გაესვა ხალიფის საერო ფუნქციას. ამიერიდან ხალიფები ამ ტიტულით იწოდებოდნენ. პირველმა ხალიფებმა დაასრულეს მუჰამედის მიერ დაწყებული არაბული ტომების გაერთიანება და წარმატებით მიჰყვეს ხელი დაპყრობით ომებს, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აბუ ბაქრის, უმარ I-ისა და უსმანის (644-656 წწ.) ხანაზე მოდის. ორი ათეული წლის მანძილზე არაბებმა დაიპყრეს ბიზანტიის აღმოსავლური და აფრიკის პროვინციები: სირია, პალესტინა, ეგვიპტე და ჩრდილოეთი აფრიკა, მთლიანად დაიმორჩილეს ირანი და ბოლო მოუღეს სასანიანთა ირანის იმპერიას, ამავე ხანებში დაიპყრეს აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო.

დაპყრობითი ომები დროებით შეაფერხა შინაპოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო ომმა ხალიფების უსმანისა და ალის (656-661 წწ.) დროს, რაც მარჯვედ გამოიყენეს ომაიანთა გვაროვნულმა არისტოკრატიამ და 661 წელს ხელთ იგდეს ძალაუფლება.

ომაიანების ხალიფები (661-750)

ომაიანთა ბატონობა 750 წლამდე გაგრძელდა. მათ სატახტო ქალაქი სირიაში დამასკში გადაიტანეს, რის მიხედვითაც ომაიანთა სახალიფოს დამასკის სახალიფოსაც უწოდებენ. დინასტიის ფუძემდებელია მუავია I (661-680 წწ.), რომელმაც ხალიფის ხელისუფლება მემკვიდრეობითი გახადა. ომაიანთა ხალიფებმა მიიღეს მალიქის (არაბ. - მეფე) ტიტული. სახალიფო თეოკრატიული სახელმწიფოდან აღმოსავლურ დესპოტიაში გადაიზარდა.

ომაიანმა ხალიფებმა განაგრძეს დაპყრობითი ომები, დაიპყრეს პირენეს ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი, მცირე აზია, შუა აზია და ჩრდილოეთი ინდოეთი. არაბთა სახალიფო ატლანტის ოკეანიდან კაშგარის მთებამდე გადაიჭიმა. ხალიფა აბდ ალ-მალიქმა (685-705 წწ.) ჩაატარა რეფორმები, რომლებბიც მიზნად ისახავდა სახალიფოს ცენტრალიზაციას და არაბიზაციას. სახელმწიფო ენად გამოცხადდა არაბული. სახელმწიფო დაწესებულებებიდან განიდევნა ადგილობრივი ენები (ბერძნული, სპარსული, კოპტური).

ომაიანთა სახალიფოში უგულებელყფდნენ დაპყრობილი ხალხების უფლებებს. დაუშვებელი იყო მავალების (არაარაბი მუსლიმების) უფლებებით არაბებთან გათანასწორება. არაბი მუსლიმანებისაგან განსხვავებით მავალები იხდიდნენ ხარაჯას, ხოლო ე. წ. 700 წლის კანონით - ჯიზიასაც. რადგან არაარაბები გამუსლიმანების შემთხვევაშიც უფლებრივად არაბებს ვერ უთანასწორდებოდნენ, ამის შედეგად შეფერხდა ისლამის გავრცელება და გაიზარდა დაპყრობილი ქვეყნების მმართველი ფენების უკმაყოფილება, რომლებიც ომაიანებმა თავიანთ სოციალურ დასაყრდენად ვერ გადააქციეს.

VIII საუკუნეში გაძლიერდა ბრძოლა ომაიანთა წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალური ძალა. გაძლიერდა დაპყრობილ ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა არაბთა წინააღმდეგ. ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა ამიერკავკასია, სადაც 736-738 წწ. ომაიანებმა მოაწყვეს დამსჯელი ექსპედიცია მურვან ყრუს მეთაურობით. ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ ასევე ირანელი ფეოდალები, რომლებსაც დაუკავშირდნენ აბასიანები და ფართო მასების მოძრაობა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს. 750 წელს აბუ მუსლიმის აჯანყების შემდეგ ომაიანთა დინასტია დაემხო. იგი შეცვალეს აბასიანებმა (750-1258 წწ.), რომლებიც თავს მუჰამედის ბიძის — ალ-აბასის შთამომავლად თვლიდნენ (აქედან მიიღეს დინასტიის სახელწოდებაც). აბასიანებმა რეზიდენცია 762 წელს დაარსებულ ქალაქ ბაღდადში გადაიტანეს. ამიტომ აბასიანთა სახალიფოს ბაღდადის სახალიფოსაც უწოდებენ.

750 წლის გადატრიალება აღნიშნავდა ღრმა ცვლილებებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახალიფოს შემდგომი განვითარებისათვის, ფეოდალიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის, რაც პოლიტიკური წყობილების უფრო განვითარებულ სტადიაზე გადასვლასაც მოითხოვდა. აბასიანთა სახალიფოს სახელმწიფო წყობილება გახდა ახალი საფეხური არაბთა სახელმწიფოს განვითარებაში.

აბასიანების ხალიფები (750-1258)

აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ ასპარეზზე ირანელი და შუააზიელი ფეოდალები დაწინაურდნენ. ახალ ბაზაზე იქნა გამოყენებული სასანიანთა ირანის ტრადიციები: პოლიტიკური ინსტიტუტები, ადმინისტრაციულ-ფინანსური სტრუქტურა, მრავალრიცხოვანი უწყება-დაწესებულებები. აბასიანთა გამარჯვების შედეგებმა გამოხატულება რელიგიის სფეროშიც პოვა. წაიშალა ზღვარი არაბ და არაარაბ მუსლიმანებს შორის. არაარაბი ფეოდალები ხალისით იღებდნენ ისლამს, რადგან ისლამი ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიად იქცა და კლასობრივი ბატონობის იარაღად იქცა. შეიცვალა ექსპლუატაციის ფორმები. ხარკისა და ნადავლის ნაცვლად, ახლა ასეთად მიწაზე დაწესებული გადასახადი (ხარაჯა) იქცა, რომლის აკრეფა ხდებოდა როგორც ნატურით, ასევე ფულით. ხარაჯის გარკვეული ნაწილი ამიერკავკასიის ქვეყნებიდან შედიოდა, რაც ასახულია აბასიანთა ხანის საგადასახადო სიებში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში