თბილისის არქიტექტურის სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა მოძველებული მონაცემები
ხაზი 39: ხაზი 39:
| ყოფილი სახელი =
| ყოფილი სახელი =
}}
}}
'''თბილისის არქიტექტურის სამსახური''' (შემოკლებით '''''თბილისის არქიტექტურა''''') - ქალაქ [[თბილისი]]ს [[თბილისის მერია|მერიის]] [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი]], შექმნილი [[ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური]]ს ბაზაზე<ref>იურიდიულად სამსახური არ არის მისი სამართალმემკვიდრე.</ref>, ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ, [[2008]] წლის [[22 დეკემბერი|22 დეკემბრის]] ქ. თბილისის მთავრობის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა [[31 დეკემბერი|31 დეკემბერს]]<ref name="№24.16.832">{{cite web |url=http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=596&info_id=20164 |title=ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება 24.16.832 |accessdate=2009-06-17 |work=მთავრობის დადგენილებები |publisher=[http://www.tbilisi.gov.ge/ ქ. თბილისის მერია] |date=31.12.2008 }}</ref><ref>{{cite web |url=http://1tv.ge/v1/ReadMore.aspx?LanguageID=1&Location=1669 |title=დღეიდან არქიტექტურის სამსახური იმუშავებს |accessdate=2009-06-16 |work= |publisher=[http://www.1tv.ge/ პირველი არხი] |date=09.01.2009 }}</ref>. სამსახურის შექმნის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და [[მშენებლობის ნებართვა|მშენებლობის ნებართვების]] გაცემის გამარტივება.<ref name="თა">{{cite web |url=http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=4270 |title=თბილისის არქიტექტურა |accessdate=2009-06-16 |work= |publisher=[http://www.tbilisi.gov.ge/ თბილისის მერია] |date= }}</ref> როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში სამსახური დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა. არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს - არისი ბოჭოიძე<ref name="თა"/>.
'''თბილისის არქიტექტურის სამსახური''' (შემოკლებით '''''თბილისის არქიტექტურა''''') - ქალაქ [[თბილისი]]ს [[თბილისის მერია|მერიის]] [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი]], შექმნილი [[ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური]]ს ბაზაზე<ref>იურიდიულად სამსახური არ არის მისი სამართალმემკვიდრე.</ref>, ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ, [[2008]] წლის [[22 დეკემბერი|22 დეკემბრის]] ქ. თბილისის მთავრობის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა [[31 დეკემბერი|31 დეკემბერს]]<ref name="№24.16.832">{{cite web |url=http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=596&info_id=20164 |title=ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება 24.16.832 |accessdate=2009-06-17 |work=მთავრობის დადგენილებები |publisher=[http://www.tbilisi.gov.ge/ ქ. თბილისის მერია] |date=31.12.2008 }}</ref><ref>{{cite web |url=http://1tv.ge/v1/ReadMore.aspx?LanguageID=1&Location=1669 |title=დღეიდან არქიტექტურის სამსახური იმუშავებს |accessdate=2009-06-16 |work= |publisher=[http://www.1tv.ge/ პირველი არხი] |date=09.01.2009 }}</ref>. სამსახურის შექმნის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და [[მშენებლობის ნებართვა|მშენებლობის ნებართვების]] გაცემის გამარტივება.<ref name="თა">{{cite web |url=http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=4270 |title=თბილისის არქიტექტურა |accessdate=2009-06-16 |work= |publisher=[http://www.tbilisi.gov.ge/ თბილისის მერია] |date= }}</ref> როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში სამსახური დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა. არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს - გიორგი გოგოლაშვილი<ref>{{cite web |url=https://declaration.gov.ge/declaration.php?id=44982 |title=საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია |accessdate=2013-08-15 |work= |publisher=[https://declaration.gov.ge/ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემა] |date=2013 }}</ref>.


თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის [[ადმინისტრაციული საზღვარი|ადმინისტრაციული საზღვრებით]] დადგენილ ტერიტორიაზე [[არქიტექტურა|არქიტექტურულ]]-[[ქალაქთმშენებლობა|ქალაქთმშენებლობითი]] პროცესების მართვა, კერძოდ:
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის [[ადმინისტრაციული საზღვარი|ადმინისტრაციული საზღვრებით]] დადგენილ ტერიტორიაზე [[არქიტექტურა|არქიტექტურულ]]-[[ქალაქთმშენებლობა|ქალაქთმშენებლობითი]] პროცესების მართვა, კერძოდ:

11:43, 15 აგვისტო 2013-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისის არქიტექტურა.
თბილისის არქიტექტურის სამსახური
დევიზი ააშენე მარტივად
შეიქმნა 31 დეკემბერი, 2008
სტატუსი სსიპ (მერიის დაქვემდებარებაში)
ტიპი საჯარო
მიზანი ქ. თბილისში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა.
მდებარეობა ჟ. შარტავას №7
ემსახურება რეგიონს თბილისი
სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე
კურატორი დავით ნინიძე
ბიუჯეტი ?
შტატი 117
შტატი 117

თბილისის არქიტექტურის სამსახური (შემოკლებით თბილისის არქიტექტურა) - ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე[1], ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ, 2008 წლის 22 დეკემბრის ქ. თბილისის მთავრობის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 31 დეკემბერს[2][3]. სამსახურის შექმნის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება.[4] როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში სამსახური დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა. არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს - გიორგი გოგოლაშვილი[5].

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, კერძოდ:


სტრუქტურა

სამსახურის მიერ გამოცემული ერთ-ერთი სამართლებრივი აქტი.

სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების - დეპარტამენტების მეშვეობით. არქიტექტურის სამსახური შედგება 4 დეპარტამენტისგან[2], რომლებიც ასევე იყოფიან განყოფილებებად:

  • ურბანული დაგეგმარების დეპატამენტი:
    • მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების განყოფილება;
    • მონიტორინგის განყოფილება[6];
    • საინვესტიციო განყოფილება;
    • მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
    • გენერალური გეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება.
  • სანებართვო დეპარტამენტი[6]:
    • ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
    • I და II კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო განყოფილება;
    • III და IV კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო განყოფილება.
  • ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი:
    • საზოგადოებასთა ურთიერთობის განყოფილება;
    • მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება.
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
    • სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;
    • სამართლებრივი აქტების მომზადების და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება;
    • ლეგალიზების განყოფილება.

ყველა დეპარტამენტს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი, ხოლო განყოფილებას - განყოფილების უფროსი. სამსახურს ჰჰყავს თავისი ბუღალტერი/ები, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება/იან სამსახურის უფროსს.

თბილისის გენერალური გეგმა - მომზადდა და იმართება არქიტექტურის სამსახურის მიერ.

ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი

  • ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ მშენებლობითი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;
  • ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადება ან/და მომზადებული პროექტების განხილვა;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება (გრგ).
  • სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[2]

სანებართვო დეპარტამენტი

  • უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შეთანხმებას;
  • სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
  • ახორციელებს სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებს.[2]

ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

  • ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის მართვას;
  • უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
  • უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

კონსულტაციის ტიპები:

  • ადგილზე მუშაობს საკონსულტაციო ჯგუფი;
  • ცხელი ხაზი, რომელიც ტელეფონის საშუალებით დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას (არქიტექტურის საკითხებთან დაკაშირებით) და აწვდის ინფომრაციას შემოსულ განცხადებებზე წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.[2]

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

  • განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს;
  • სადაო საკითებთან დაკავშირებით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს;
  • ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტებს;
  • უზრუნველყოფს სამსახურის მატერიალურ უზრუნველყოფას.[2]

ქონება და ფინანსები

სამსახურის საკუთრებაშია სხვადასხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მას ქალაქის მთავრობისგან გადაეცა „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაფინანსების წყაროებია: ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სამსახურის მომსახურებით მიღებული შემოსავლები და სხვადასხვა კრედიტები, თუ გრანტები.[2]

სქოლიო

  1. იურიდიულად სამსახური არ არის მისი სამართალმემკვიდრე.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება 24.16.832. მთავრობის დადგენილებები. ქ. თბილისის მერია (31.12.2008). ციტირების თარიღი: 2009-06-17.
  3. დღეიდან არქიტექტურის სამსახური იმუშავებს. პირველი არხი (09.01.2009). ციტირების თარიღი: 2009-06-16.
  4. 4.0 4.1 თბილისის არქიტექტურა. თბილისის მერია. ციტირების თარიღი: 2009-06-16.
  5. საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემა (2013). ციტირების თარიღი: 2013-08-15.
  6. 6.0 6.1 ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 01 ოქტომბრის #24.01.1098 დადგენილებით ცვლილება შევიდა “ქ. თბილისი მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებაში, რომლითაც შეიცვალა სამსახურის სტრუქტურა, მათ შორის სანებართვო განყოფილებები (მაგ. გაუქმდა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მიხედვით დაყოფა, ნაცვლად შეიქმნა მშენებლობის რისკის ფატქორის მიხედვით დაყოფა და ა. შ.). ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება #24.01.1098. თბილისის მერიის ვებ-პორტალი (2010-10-01). ციტირების თარიღი: 2010-12-17.

რესურსები ინტერნეტში