თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
[[File:Timur orders campaign against Georgia.jpg|მინი|„თემური ბრძანებს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობას“. „ზაფარნამეს“ ილუსტრაცია, 1595-1600]]
[[File:Timur orders campaign against Georgia.jpg|მინი|„თემური ბრძანებს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობას“. „ზაფარნამეს“ ილუსტრაცია, 1595-1600]]
'''თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში''' – [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]], [[ირანი]]ს და სხვა მომიჯნავე ქვეყნების დაპყრობის დროს [[თემურლენგი|თემურლენგს]] შეტაკება უხდებოდა [[ოქროს ურდო]]სთან. [[1385]] ოქროს ურდოს ხანი [[თოხთამიში]] ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდილოეთ ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხვოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც [[1386]] შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა. [[ბაგრატ V (საქართველოს მეფე)|ბაგრატ V]]-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა.
'''თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში''' – [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]], [[ირანი]]ს და სხვა მომიჯნავე ქვეყნების დაპყრობის დროს [[თემურლენგი|თემურლენგს]] შეტაკება უხდებოდა [[ოქროს ურდო]]სთან. [[1385]] ოქროს ურდოს ხანი [[თოხთამიში]] ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდილოეთ ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხვოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც [[1386]] შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა. [[ბაგრატ V (საქართველოს მეფე)|ბაგრატ V]]-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა.

[[1387]] გაზაფხულზე თემურლენგი ურიცხვი ჯარით [[თემურლენგის მეორე ლაშქრობა|მეორეჯერ]] შემოესია საქართველოს. ბაგრატმა და გიორგიმ მოსახლეობა მიუდგომელ ადგილებში დახიზნეს და მომზადებული დახვდნენ მტერს, მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, თემურლენგმა მოახერხა საქართველოში შემოჭრა, მაგრამ მალე იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყი ზურგიდან თოხთამიშის გამოჩენის გამო.

[[1394]] თემურლენგი ორჯერ შემოესია საქართველოს. [[თემურლენგის მესამე ლაშქრობა|პირველად]] [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] დაესხა თავს, [[თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა|მეორედ]] - [[არაგვის ხეობა|არაგვის ხეობას]]. ამჯერადაც თოხთამიშის გამოჩენებამ გააბრუნა იგი საქართველოდან. [[1399]] მიწურულს თემურლენგი მეხუთედ მოვიდა ამიერკავკასიაში და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა [[ყარაბაღი|ყარაბაღში]], საიდანაც რჩეული მხედრობით პირადად ილაშქრა ჰერეთ-კახეთში, საშინლად ააოხრა და გაძარცვა ეს მხარე.

[[1400]] გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით [[თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში|მეექვსედ]] შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები [[გიორგი VII, ბაგრატ V-ის ძე|გიორგი VII-ის]] მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ, სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი, თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა [[გორის ციხე|გორის ციხეს]], სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა [[ძამის ციხე|ძამის ციხეში]], სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფე გამაგრდა სავანეთის ციხეში. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დასავლეთ საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიანსა და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში, იქედან თეძმის ხეობით - მცხეთაში და დალაშქრეს არაგვის ხეობა, შემდეგ ააოხრა [[ტაო]]. ლაშქრობა გაგრძელდა მთელ გაზაფხულ-ზაფხულს. მტერმა მოაოხრა მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, დალეწა ციხე-კოშკები, გაძარცვა და დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გაკაფა ბაღ-ვენახები, დაწვა და გაანადგურა სოფლები და დაბა-ქალაქები, გაჟლიტა უამრავი ხალხი. ამ ლაშქრობიდან თემურლენგმა 60 ათასზე მეტი ტყვე წაიყვანა.

10:09, 13 აგვისტო 2013-ის ვერსია

„თემური ბრძანებს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობას“. „ზაფარნამეს“ ილუსტრაცია, 1595-1600

თემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიამიერკავკასიის, ირანის და სხვა მომიჯნავე ქვეყნების დაპყრობის დროს თემურლენგს შეტაკება უხდებოდა ოქროს ურდოსთან. 1385 ოქროს ურდოს ხანი თოხთამიში ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდილოეთ ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხვოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც 1386 შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა. ბაგრატ V-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა.

1387 გაზაფხულზე თემურლენგი ურიცხვი ჯარით მეორეჯერ შემოესია საქართველოს. ბაგრატმა და გიორგიმ მოსახლეობა მიუდგომელ ადგილებში დახიზნეს და მომზადებული დახვდნენ მტერს, მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, თემურლენგმა მოახერხა საქართველოში შემოჭრა, მაგრამ მალე იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყი ზურგიდან თოხთამიშის გამოჩენის გამო.

1394 თემურლენგი ორჯერ შემოესია საქართველოს. პირველად სამცხე-საათაბაგოს დაესხა თავს, მეორედ - არაგვის ხეობას. ამჯერადაც თოხთამიშის გამოჩენებამ გააბრუნა იგი საქართველოდან. 1399 მიწურულს თემურლენგი მეხუთედ მოვიდა ამიერკავკასიაში და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა ყარაბაღში, საიდანაც რჩეული მხედრობით პირადად ილაშქრა ჰერეთ-კახეთში, საშინლად ააოხრა და გაძარცვა ეს მხარე.

1400 გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით მეექვსედ შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები გიორგი VII-ის მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ, სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი, თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა გორის ციხეს, სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა ძამის ციხეში, სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფე გამაგრდა სავანეთის ციხეში. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დასავლეთ საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიანსა და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში, იქედან თეძმის ხეობით - მცხეთაში და დალაშქრეს არაგვის ხეობა, შემდეგ ააოხრა ტაო. ლაშქრობა გაგრძელდა მთელ გაზაფხულ-ზაფხულს. მტერმა მოაოხრა მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, დალეწა ციხე-კოშკები, გაძარცვა და დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გაკაფა ბაღ-ვენახები, დაწვა და გაანადგურა სოფლები და დაბა-ქალაქები, გაჟლიტა უამრავი ხალხი. ამ ლაშქრობიდან თემურლენგმა 60 ათასზე მეტი ტყვე წაიყვანა.

კავკასია და საქართველო თემურლენგის შეომოსევების შემდეგ

1401 თემურლენგი მეშვიდედ მოადგა საქართველოს ასაოხრებლად, გიორგი VII-მ ზავი შესთავაზა. თემურლენგი დათანხმდა, რადგანაც ოსმალეთის სულთანთან გადამწყვეტი შეტაკების წინ ზავი მისთვის ხელსაყრელი იყო. 1401 შამქორის ზავის პირობით საქართველო კისრულობდა ხარკის გადახდას, თემურლენგის ლაშქრობების მიღებას, სამიმოსვლო გზების თავისუფლების დაცვას. ქართველებს ეკრძალებოდათ მუსლიმურ ქვეყნებში სახალხოდ ქრისტიანული რელიგიური რიტუალის შესრულება, ხოლო თავიანთ ქვეყანაში კარგად უნდა მოპყრობოდნენ მუსლიმანებს. სამაგიეროდ თემურლენგი საქართველოს მშვიდობას და ხელშეუხებლობას აღუთქვამდა. მიუხედავად ზავისა, თემურლენგი იმავე წელს თავს დაესხა თორთომის ციხეში გამაგრებულ ქართველებს და მოაოხრა იქაური მხარე.

1403 ივლისში, ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ ილდირიმის დამარცხების შემდეგ, თემურლენგი მერვედ შემოიჭრა საქართველოში, მოაოხრა სამცხე და ალყა შემოარტყა ბირთვისის ციხეს, რომლის ერთი მუჭა გარნიზონი სამი კვირის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის იერიშებს. ციხის დაპყრობის შემდეგ თემურლენგმა გაილაშქრა დასავლეთ საქართველოზე და გიორგი VII-ის დევნაში მივიდა აფხაზეთის საზღვრამდე. ბოლოს იგი, რაკი საქართველოს მეფის წინააღმდეგობა ვერ გატეხა, იძულებული გახდა დაზავებოდა გიორგი VII-ს. ზავი იმეორებდა შამქორის ზავის პირობებს და, რაც მთავარია, ცნობდა საქართველოს, როგორც ქრისტიანულ ქვეყანას. ეს იყო ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, რომელიც მოპოვებულ იქნა ადამიანთა აურაცხელი მსხვერპლისა და უზარმაზარი მატერიალური ზარალის ფასად.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა