მთიულასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის შეცვლა: ja:アトリ科 (Sibley)ja:アトリ科
ხაზი 29: ხაზი 29:
[[eo:Fringedoj]]
[[eo:Fringedoj]]
[[fr:Fringillidae]]
[[fr:Fringillidae]]
[[ja:アトリ科 (Sibley)]]
[[ja:アトリ科]]
[[lt:Kikiliniai]]
[[lt:Kikiliniai]]
[[nl:Vinkachtigen]]
[[nl:Vinkachtigen]]

05:48, 9 აგვისტო 2013-ის ვერსია

მთიულასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Fringillidae

მთიულასებრნი (Fringillidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნართა რიგისა. ოჯახი მოიცავს 414 (468) სახეობას. მთიულასებრნი ფართოდ არის გავრცელებული აფრიკაში, პალეარქტიკაში, ამერიკაში. მათი სხეულის სიგრძე 8-25 სმ. მასა 7-100 გრამს აღწევს. ბევრი მათგანი კარგი მგალობელია. ნამდვილი მთიულების ქვეოჯახიდან საქართველოში ბუდობისას გვხვდება 13 (კულუმბური, მწვანულა, ჩიტბატონა, ჭივჭავი, ჭვინთა, წითელთავა მთიულა, სტვენია და სხვა), ხოლო ზამთარში — 1 სახეობა (მთიულა). მონოგამებია. ბუდობენ წყვილებად. ბუდობისას იცავენ ე.წ. „საბუდარ ტერიტორიას“. კრუხობა გრძელდება 10-14 დღე-ღამე. იკვებებიან სარეველებისა და კულტურული მცენარეთა თესლით, კენკრით, იშვიათად მწერებით. მართვეებს კვებავენ საყლაპავი მილიდან ამონთხეული მარცვლებით, ზოგჯერ მწერებით. ზოგი მთიულასებრნი (კულუმბური, მწვანულა) უმნიშვნელოდ აზიანებს მარცვლოვანსა და ბოსტნის კულტურებს.

ლიტერატურა