უეინ რუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 188.169.106.104 ცვლილებების გაუქმება (№2510679)
მომხმარებლის 188.169.106.104 ცვლილებების გაუქმება (№2510678)
ხაზი 10: ხაზი 10:
|პოზიცია = თავდამსხმელი
|პოზიცია = თავდამსხმელი
|ეროუვნული ნაკრები = ინგლისი 50 (21)
|ეროუვნული ნაკრები = ინგლისი 50 (21)
|კლუბი = [[ჩელსი]]
|კლუბი = [[მანჩესტერ იუნაიტედი]]
|ნომერი = -}}
|ნომერი = 10}}


'''უეინ მარკ რუნი''' – (დ. [[24 ოქტომბერი]], [[1985]], [[ლივერპული]], [[გაერთიანებული სამეფო]]) — ინგლისელი [[ფეხბურთი|ფეხბურთელი]], [[პრემიერ ლიგა|პრემიერ ლიგის]] კლუბ [[მანჩესტერ იუნაიტედი|„მანჩესტერ იუნაიტედის“]] და [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ინგლისის ეროვნული ნაკრების]] თავდამსხმელი.
'''უეინ მარკ რუნი''' – (დ. [[24 ოქტომბერი]], [[1985]], [[ლივერპული]], [[გაერთიანებული სამეფო]]) — ინგლისელი [[ფეხბურთი|ფეხბურთელი]], [[პრემიერ ლიგა|პრემიერ ლიგის]] კლუბ [[მანჩესტერ იუნაიტედი|„მანჩესტერ იუნაიტედის“]] და [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ინგლისის ეროვნული ნაკრების]] თავდამსხმელი.
ხაზი 61: ხაზი 61:
{{სქოლიოს სია}}
{{სქოლიოს სია}}


{{ჩელსის შემადგენლობა}}
{{მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა}}


{{DEFAULTSORT:რუნი, უეინ}}
{{DEFAULTSORT:რუნი, უეინ}}
ხაზი 67: ხაზი 67:
[[კატეგორია:ინგლისელი ფეხბურთელები]]
[[კატეგორია:ინგლისელი ფეხბურთელები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1985]]
[[კატეგორია:დაბადებული 1985]]
[[კატეგორია:ჩელსის ფეხბურთელები]]
[[კატეგორია:მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები]]
[[კატეგორია:პრემიერ ლიგის ფეხბურთელები]]
[[კატეგორია:პრემიერ ლიგის ფეხბურთელები]]



14:42, 16 ივლისი 2013-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელი

უეინ მარკ რუნი – (დ. 24 ოქტომბერი, 1985, ლივერპული, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

დებიუტი

უეინ რუნი პირველად მოედანზე 2002-2003 წლის სეზონის დასაწყისში გავიდა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გუდისონ პარკზე. ათი მატჩის შემდეგ, როდესაც უეინი ჯერ კიდევ 16 წლის იყო, მან პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა „არსენალის“ კარში. ეს მოხდა თამაშის დასასრულს და გუნდს დრამატულ მატჩში 2-1 გაამარჯვებინა.

უეინ რუნი გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი, როდესაც მან მოაწერა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს ხელი, რომელიც კლუბს საბოლოო ჯამში 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა. „ევერტონის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ახალ გუნდთან კონტრაქტს ზაფხულის ტრანსფერის დასრულებამდე რამდენიმე საათრით ადრე მოაწერა ხელი 2004 წლის 31 აგვისტოს.

მანჩესტერ იუნაიტედი

„მანჩესტერ იუნაიტედში“ რუნის დებიუტი 2004 წლის 28 სექტემბერს შედგა. მან პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ, რომელიც კლუბმა მოიგო, ანგარიშით 6-2.

2004-2005 წლის სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ თასის გარეშე დარჩა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ უეინ რუნისთვის გადაეცათ ჯილდო სეზონის საუკეთესო გოლისათვის. მეორე ადგილიც ასევე რუნის გოლმა დაიკავა. ფეხბურთელმა ეს სეზონი საუკეთესოდ დაასრულა. ის 17 გატანილი გოლით კლუბის ბომბარდირი გახდა და ინგლისის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ფინალში „არსენალთან“ დამარცხდა.

2005-2006 წლების სეზონში უინი განაგრძობდა წინსწვლას და ნელ-ნელა ამტკიცებდა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთეს იყო კლუბის რიგებში. მთელი სეზონის განმავლობაში მან 19 გოლის გატანა შეძლო. ამ შედეგით კლუბის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებდა. ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა „ნიუკასლისა“ და „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. ასევე შეძლო და გოლი გაიტანა „არსენალის“ა და მისი ყოფილი გუნდის, „ევერტონის“ კარშიც. ამ სეზონში კლუბმა „უიგანის“ დამარცხება შეძლო და ლიგის თასი მოიგო. ამ თამაშში რუნიმ დუბლი გაიფორმა და პირველი ფროფესიონალური მედალიც მოიპოვა.

რუნი ასევე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სეზონის ბოლოს კი PFA-ის მეორეჯერ ზედიზედ დაასახელა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ, რომლითაც მან შეძლო გაემეორებინა ის გზა, რომლითაც რაიან გიგსმა დაიწყო. რუნის თამაში არ გამოპარვიათ ასევე კლუბის გულშემატკივრებს, რომლებმაც უეინს გადასცეს „სერ მეთ ბასბის პრიზი“ - კლუბის წლის საუკეთესო მოთამაშე.

სეზონის ბოლო ტურში „ჩელსისთან“ რუნიმ ტრავმა მიიღო და საეჭვო გახდა მისი გერმანიაში წასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ ექიმების დახმარებით მან შეძლო დროზე ადრე გამოჯანმრთელება, ფეხბურთელს უკვე შეეძლო მსოფლიოში ყველაზე მთავარ ტურნირზე წასვლა, მაგრამ ნათელი იყო, რომ რუნი ბოლომდე ჯანმრთელი არ იყო. საბოლოოდ კი ტურნირის 1/4 ფინალში რუნიმ წითელი მიიღო პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ.

2006-2007 წლის სეზონმა გამოაჩინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა რუნიზე ზეგავლინა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ შეძლო "დუბლის" შესრულება პირველ ტურში „ფულჰემის“ წინააღმდეგ, შემდეგი გოლის ლოდინი მას მთელი 13 მატჩი მოუწია. მაგრამ 13 მატჩის შემდეგ მან შეასრულა ჰეთ-თრიკი „ბოლტონის“ კარში, შემდეგ „შეფილდ იუნაიტედის“ კარში დუბლი მოჰყვა.

გოლების ნუსხაში რუნიმ 2006-2007 წლის სეზონში მიუმატა „არსენალის“ კარში გატანილი გოლი „ემირეიტს სტედიუმზე“, ასევე შესანიშნავი გოლი „უოტფორდთან“, და ამაზე უფრო აღსაღნიშნი გოლი დევიდ ჯეიმსის კარში „პორტსმუთის“ წინააღმდეგ თასის თამაშზე, ბრწყინვალე გოლი „ბოლტონის“ კარში რონალდუსთან შეთამაშებით, ინგლისის თასის ნახევარფინალში გატანილი პირველი გოლი „უოტფორდის“ კარში, და გოლი რომელმაც მანკუნიანელები დააწინაურა „გუდისონ პარკზე“ ლივერპულის „ევერტონის“ წინააღმდეგ 2-3, წერტილი კი ამ თამაშში კრის იგლსმა დასვა 2-4. რაც არ უნდა რთულად მოგვეჩენოს, რუნიმ ამ სეზონში 23 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა თავის ანგარიშზე.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუნიმ როგორც იქნა დაარღვია ევროპის თასებზე უგოლი მატჩების სერია, მან 1/4 ფინალში შეძლო „რომას“ კარში გოლის გატანა. ამას მოჰვა მისი მომდევნო ტურში ორი გოლის გატანა, ერთერთი კი „მილანის“ კარში ბოლო წუთზე, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ჯამში ანგარიში 3-2 დააფიქსირა და მოაგებინა „წითლებს“.

2006 წლის ნოემბერში რუნიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი გუნდთან 6 წლით, რომელმაც შანსი მისცა მას კიდევ ეთამაშა გუნდში 2012 წლამდე და გამოემუშავებინა 35 მილიონი ფუნტი.

2007-2008 წლის სეზონში უეინმა საბოლოო ჯამში 18 გოლი გაიტანა და იყო გუნდის ერთერთი ძირითადი ფიგურა, რომელმაც საბოლოო ჯამში შეძლო დუბლის გაკეთება სეზონში. ის შესანიშნავად უწყობდა თავდასმის ხაზში კარლოს ტევესს.

მან გაიტანა შესანიშნავი გოლი „ნიუკასლის“ კარში, ასევე გაიტანა „რომას“ კარში როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ასევე 1/4 ფინალში, ოქტომბერში კი მეტოქის კარი ზედიზედ 7-ჯერ დალაშქრა. ის ასევე მონაწილეობდა „არნენალის“ განადგურებაში ინგლისის თასზე, რომელიც საბოლოო ჯამში 4-0 დასრულდა, შეძლო გათანაბრება „მიდლსბროსთან“ მატჩში (2-2) და ასევე შეასრულა დუბლი „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ (4-0).

2008-2009 წლის სეზონში უეინმა ჩაატარა 39 მატჩი და შეძლო 20 გოლის გატანა, რითაც გუნდის ბომბარდირებში მეორე ადგილი დაიკავა რონალდუს შემდეგ. ამ სეზონში რუნიმ მოუკლო გაფრთხილებების მომარაგებას, ის აღარ იღებდა უაზრო ყვითელ ბარათებს. შეიძლება მას უფრო მეტი გოლიც გაეტანა მაგრამ ფერგი ექსპერიმენტის სახით მას ნახევარდაცვის ფლანგებზე აყენებდა, საიდანაც ის პარტნიორებთან ერთად ცდილობდა გუნდის შეტევები გაემწვავებინა. რუნის განცხადებით მისი საყვარელი პოზიცია ცენტრალური თავდასხმის ხაზია, და დარწმუნებული იყო, რომ ახალ სეზონში ფერგი მას თავის საყვარელ ადგილას დააბრუნებდა.

ამჟამად რუნი ძალიან კარგ ფორმაშია და შესანიშნავად ასპარეზობს, ჯერ ახლახანს დაიწყო სეზონის მეორე ნახევარი და უეინს უკვე 20 გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგაში და ბომბარდირებს შორის ერთპიროვნულად ლიდერობს.2009-2010 წლის სეზონში ის გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.

სანაკრებო კარიერა

უეინ რუნი ადრეული ასაკიდან თამაშობს ინგლისის ნაკრებში. 2003 წლის თებერვალში, აპტონ პარკზე შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების ფორმით, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო მათ შორის, ვისაც ინგლისის ნაკრების ფორმით გოლი ჰქონდა გატანილი. 17 წლის ფეხბურთელმა თავისი პირველი გოლი მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კარში გაიტანა.

მისი ტალანტური თამაში უფრო ყურადრება მისაქცევი გახდა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც მან ბრწყინვალედ იასპარეზა მთელი ტურნირის მანძილზე. 4 მატჩში მან 3 გოლის გატანა შეძლო შვეიცარიისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების კარში. აქედან ერთერთი იყო 25 იარდიდან გატანილი გოლი ხორვატიის ნაკრების კარში, რომელიც საკმარისი გახდა სერ ალექს ფერგიუსონისათვის, რომელმაც მას კონტრაქტი შესთავაზა.მან ასევე ითამაშა 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და წარმატებაც მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA